Chapter 44: wtf is going on

2.3K 276 73
                                    

-მე შენ ძალიან მიყვარხარ ჯიმინ. მხოლოდ შენ დამრჩი. ვერ დავუშვებ რომ უბედური იყო,იცი? ეს ალბათ დედის ინტიქტია. ვიცი, ცუდი დედა ვარ, მაგრამ გთხოვ დამიჯერე. მინდა ბედნიერს გხედავდე, მინდა რომ სულ იღიმოდე. მე და მამაშენი არ ვიყავით მთლად კარგი მშობლები,მაგრამ ვცადეთ მაინც. არ დაადანაშაულო, კარგი? გვაპატიე.

პირს ვაღებ რაღაცის სათქმელად,მაგრამ იქიდან მხოლოდ ნახშირორჟანგი ამოდის. ვერაფერს ვამბობ,უბრალოდ გაოგნებული ვუყურებ სახეზე ცრემლებ შემხმარი.

-საუკეთესო დედა ხარ, დედათა შორის. -მხურვალედ ვეხუტები. ძალიან ბევრი სენტიმენტია,თუმცა ერთს მივხვდი - მშობლის ალერსს არაფერი შეედრება ამ ქვეყნად. ტირილი მინდა,მინდა რომ ამ დროის განმავლობაში დაგროვილი ტკივილი ერთად ამოვიღო. ცრემლები ცურდებიან თვალებიდან, ღაწვებზე მარილიან ნაკვალევს ტოვებენ. დედა მაგრად მეხუტება,თავზე მეფერება და თმებზე მკოცნის.

-დედიკო,მამამ რა გააკეთა? ვიცი რომ რაღაც ხდება.-ვკითხულობ ჩუმად,მეშინია რომ რამეს არასწორად ვიტყვი. ვხვდები,რომ დედასთვის მამაჩემი ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ უყვარს,მაგრამ რაღაც ჯანდაბა ჩადგა მათ შორის.

-კარგი.. ჩვენ არ დავშორდით იმიტომ,რომ ერთმანეთი მოგვბეზრდა. მან მიღალატა. არ ვიცი ამას ღალატი ჰქვია თუ არა,მაგრამ საშინელი გრძნობაა.

აი თურმე რა. ის რაღაც ჯანდაბა,სინამდვილეში ვიღაც ყოფილა. დედას ცრემლიან თვალებს ვუყურებ,ჯანსაღი ხელით ვწმენდ ცრემლებს.

-ვერ გავიგე,-ვჩურჩულებ. -რა მოხდა?

-ბებიაშენმა მითხრა,რომ მამაშენი მის მდივანთან ერთად... ხომ ხვდები. და ფოტოები მანახა. უბრალოდ,ძალიან ცუდი გრძნობაა... მე კი სულელი ვარ, არც კი მოვუსმინე მამაშენს.

ბებიაჩემი - იგივე მამაჩემის დედა. როგორ ვერ ვიტან მაგ კუდიანს. თავში ავარდნილი,თითქოს სამყარო მის გაშემრო ტრიალდებდეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ დედაჩემი არ მოსწონდა დიდად და მგონი, არც უნდოდა რომ მამაჩემი დედაჩემის ნაირ "გომბიოზე" დაქროწინებულიყო. ბოღმა მახრჩობს. მის გამოა ჩვენი ოჯახი ამ დღეში? იმ ბოზმა საიდან იცის საერთოდ? რატომ ვერ გააჩერებს ენას? იქნებ არაფერიც არ მომხდარა,ის ფოტოები კი უბრალოდ კარგი ფოტოშოპები არიან?

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now