Chapter 1:meeting

927 41 0
                                    

სეულში უკვე 2 წელია რაც ვცხოვრობ,არც თუ ისე დიდიხანია მაგრამ ეს ჩემთვის პატარა ციფრი არ გახლავთ.
აქ ჩამოსვლის მიზეზი ოჯახში მომხდარი
უსიამოვნო ამბავია, მამა გარდამეცვალა.
იგი სამხედრო პიროვნება გახლდათ და მოგეხსენებათ სამხედრო სამსახური არ არის ადვილი საქმე და ზუსტად ამ საქმიანობამ იმსხვერპლა.
დედა ერთ-ერთ უმყარეს კომპანიაში მუშაობს, მე კი უმაღლეს სკოლაში დავდივარ. ჩემი სახელია მია, 17 წლის.
"ბზზზზ"
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მაღვიძარაა! იძულებული ვარ ავდგე,მაშინვე მივდივარ სააბაზანოში ვიხეხავ კბილებს ვწესრიგდები და სამზარეულოში ჩავდივარ. დედა უკვე დიდი ხნის წასულია. მსუბუქ საუზმეს მივირთმევ და ჩასაცმელად ოთახში ვბრუნდები.
ტიპიური სკოლის დღეები,არც თუ ისე პოპულარული ვარ,არ მივეკუთვნები სკოლის ინტელიგენციას და ეს მახარებს.
ჩემს ადგილას ვჯდები და ჩანთიდან წიგნებს ვაძვრენ ზარიც მალევე ირეკება და კლასიც ივსება
"გამარჯობათ ბავშვებო,დაბრძანდით ვინც მიკადრა,ახალი მოსწავლე გვყავს გთხოვ შემოდი"
ყველამ შესასვლელი კარისკენ გაიხედა, სიმართლე გითხრათ მეკიდა მაგრამ გოგოების რეაქციიდან გამომდინარე იძულებული ვიყავი მეც შემეხედა,მეჰ ტიპიური მდიდარი ბიჭი,ჩაცმულობაზე ეტყობა რაც არის...
"გამარჯობათ მე მქვია პაკ ჯიმინი"
გაისმა მისი ხმა მთელ კლასში
"ღმერთო რა ანგელოზის ხმა აქვს!" არ დააყოვნეს კომპლიმენტი უკანა რიგებმა უკვე ჭკუა ეკეტებათ მასზე,ღმერთო!
"ჰეი მია!"
ჩემს მეგობარ ჩარლის გავხედე რომელიც ნელ ნელა ჩემი მერხისაკენ მოდიოდა
"აქ რატომ ზიხარ?"
"აბა სად უნდა ვიჯდე?"
"იქეთ სადაც ყველა გოგო,არავინ არ შორდება იმ ბიჭს რა ქვია..."
"ჯიმინი?"
"ჰო ჯიმინი,სახელი კარგად დაგიმახსოვრებია"
"ჩარლი!"
"აღიარე სიმპატიურია!"
"ჩემს გემოვნებაში არ ჯდება,არ მომწონს ამპარტავანი და საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭები"
"რატომ ამბობ ასე არც კი იცნობ"
"პირველი შთაბეჭდილება,კარგი წავედი წამოხვალ სასადილოში? ჰიონჯინი და თეჰიონიც იქნებიან"
"არა მოიცადე ყველაფერი არ მითქვია მასზე,აღმოჩნდა რომ ძალიან მყარი კომპანიის მომავალი პრეზიდენტია!"
"ასეც ვიცოდი..წამოხვალ? მეორეჯერ არ ვიმეორებ"
"ვიცი, და რათქმაუნდა წამოვალ"

Please,love me..✅Where stories live. Discover now