Chapter 7:what?

449 39 7
                                    

"ომი იწყება ადექიი!!"
თითქოსდა სიზმარია მარა რატო ვგრძნობ იმას რომ ვიღაც მანჯღრევს? და სახეზე ცივ სითხეს ვგრძნობ წამოვფრინდი მთელი სამოსი და სახე სველი მქონდა ჯიმინი კი იცინოდა,არა აშკარად ჩაბჟირდა!
"სულ გაუბერე?!"
"ღმერთო შენი სახე უნდა გენახა!"
"ახლა განახებ სეირს"
"არ გამოგივა!" ჯიმინი ოთახიდან გაიქცა და კარი მოიხურა.
თავი მოვისწესრიგე და ქვევით ჩავედი
მშობლები წესით უნდა დაბრუნდნენ სამზარეულოში ჩავედი და საუზმის კეთება დავიწყე
"ბუუ!!"
შემაშინა და კოვში გამივარდა დილით რა ბუზმა უკბინა აიშ!
"შეგეშინდა! ეგრეც ვიცოდი რომ მშიშარა ხარ"
"ჯიმინ შემთხვევით საწოლიდან ხომ არ ჩამოვარდი ან თავი ხომ არ მიგირტყია?"
"არა რა იყო რო?"
"დილით წყალი გადამასხი,ახლა შემაშინა, საკმარისი არაა?"
" არამგონია,მომწონს როცა გეღადავები"
"სათამაშო მნახე?! აღარ ქნა ეგრე"
"მაჭამე რამე"
"თუ მაცდი გაჭმევ"
***
მშობლები უკვე დაბრუნდნენ და როგორც ყოველთვის ოთახში ვიყავი
"მია შეიძლება?"
"კი მოდი დე"
"მია ცოტა დრო მაქვს და მარკეტში წადი კარგი?"
"დეე მეზარება სხვა შვილს სთხოვე"
"არა მე მინდა რომ შენ წახვიდე მთელი დღეა სახლში ზიხარ"
"კარგი ჰო"
დედა ქვევით ჩავიდა მე კი ცივილიზებურად გამოვეწყე და ქვევით ჩავედი.
"დე სია მომე"
"ახლავე"
"მია არ გინდა ჯიმინიც წამოგყვეს?"
თქვა მისტერ პაკმა
"მამა კარგი რა თვითონაც წავა უკვე დიდი გოგოა"
"არა შენც გაყვები და-ძმა ხართ და დაეხმარები!"
"აი სია"

ჩუმად მოვდიოდით მის სახეს შევხედე და თითქოს მე მადანაშაულებდა იმაში რომ წამომყვა
"რა სახე გაქვს რა იყო?"
"შენი საქმე არაა"
"ჯიმინ უბრალოდ გკითხე რაზე ბრაზდები?"
"ოღონს არავინ გვნახოს და მეტია რაფერი მინდა"
"აა გასაგებია"
"რა არის გასაგები?"
"გეშინია რომ შენმა მორიგმა გოგომ არ გნახოს"
"მნიშვნელობა არ აქვს მოვედით აიღე ყველაფერი და დროზე გამოდი"
"ჯერ ერთიც შენ უნდა ჭამო ეს ყველაფერი,არ შემომყვები?"
"არა გარეთ დაგელოდები"
"როგორც გინდა"
საჭირო პროდუქტები შევიძინე და გარეთ გამოვედი ასეც ვიცოდი წავიდა,კრეტინი!
ყველაფრის თრევა მომიწია ავტობუსის გაჩერებამდე.
"მოიცა დაგეხმარები"
"არ მინდა მივედი უკვე"
ჯიმინმა მაინც გამომგლიჯა ერთი პარკი ისევ ჩუმად ვიდექით არ მესმის ამ ბიჭის დილით მხიარული იყო,ახლა კი მოღუშული და ჩაკეტილი.
აი ავტობუსიც მოვიდა შიგნით ჩავჯექით მაგრამ ფეხზე დგომა მოგვიწია
რაც ჯიმინს არ მოეწონა
"შენს თავში ის იდეა არ მოსულა რომ ტაქსი გამოგეძახა?"
"ასე უფრო იაფია"
შემდეგ გაჩერებაზე ბევრად მეტი ადამიანი ამოვიდა ჯიმინი გი გაშეშდა თითქოს და მოჩვენება დაინახა,თვალებს აქეთ იქეთ აცეცევდა შემდეგ მე შემომხედა
"მაპატიე" ეს იყო ბოლო ფრაზა რომელიც მანამდე გავიგონე სანამ ჩემს ტუჩებს მისი ტუჩები დაფარავდა,გული თითქოს აღარ მიცემდა....
რა გრძნობა მეუფლება?!
რატომ არ შემიძლია რომ ხელი ვკრა?
რატომ?
"ჯიმინ.."
"მაპატიე ჩათვალე რომ არც არაფერი არ ყოფილა..ჩვენი გაჩერებაა"
ეს იდიოტი მთხოვს რომ დავივიწყო?!
ჯიმინი წინ წავიდა
"ეიი!"
ჩემკენ მოტრიალდა
"რა ჯანდაბა ხდება?"
"აა კოცნაზე ამბობ?"
"ჰო რატომ მოიქეცი ასე?"
"ერთ გოგოს დავემალე"
"და ამისთვის გამომიყენე?"
"შეიძლება ეგრეც ითქვას,ჩათვალე რომ ძმას დაეხმარე" სახლში შევიდა.
კრეტინი როგორ გაბედა?! ვერ ვიტან!
მეც სახლში შევედი სამზარეულოში პროდუქტები დავალაგე და ოთახში ავედი.
მისთვის ეს უბრალო და მორიგი კოცნაა, ჩემთვის კი არა..ამ პირველ კოცნას საყავრელი ადამიანისთვის ვინახავდი მან კი ყველაფერი გამინადგურა....
ოთახში ის ადამიანი შემოვიდა ვისი დახრჩობაც ახლა ყველაზე მეტად მინდოდა!
"საჭმელად გეძახიან.... ტირი ხარ?"
"შენი საქმე არაა! გადი"
"ვერ გავიგე?!"
"რა ვერ გაიგე გაეთრიე თქო!"
ჩემს სიტყვებს აიგნორებდა და საწოლზე ჩამომიჯდა
"არ მითხრა რომ კოცნის გამო ტირი?"
"არა მე ...მე..."
"შენი პირველი კოცნა იყო არ გამაგიჟო?!"
"ვერ გიტან პაკ ჯიმინ!"
"ეგრეც ვიცოდი"
"შენთვის ეს უბრალო კოცნა იყო ჩემთვის კი...."
"მაპატიე პატარავ გინდა კიდევ ერთხელ გაკოცებ ოღონდ ნამდვილად?"
"სერიოზულად?!"
"რათქმაუნდა"
"გაეთრიე!!"
"არ გინდა ნუ გინდა"
"გაეთრიე!"
"ისე ტკბილი ტუჩები გაქვს" ჯიმინი აგრძელებდა დაცინვას და ეშმაკურ ღიმილს სახიდან არ კი არა ვერ იშორებდა იმდენად კმაყოფილი იყო საკუთარი საქციელებით.
ქვევით ჩასვლა მაინც მომიწია ჩემს ადგილას დავჯექი და ჭამა დავიწყე
"მია კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა?"
"არა დე კარგად ვარ"
"კარგი"
"ბავშვებო რაღაც უნდა გითხრათ"
"გისმენთ მამა" აიშ მისი ხმაც კი მაღიზიანებს
"ქორწილი იქეთა კვირას გვექნება" მშვენიერია ეს ღა მეკლდა
"მშვენიერია გილოცავთ" ტაში შემოკრა ჯიმინმა
"მადლობა"
"ჩვენი მშობლების ბედნიერება არ გიხარია?"
"რათქმაუნდა მიხარია" სინამდვილეში კი ამ ახალმა ამბავმა უფრო მომაყენა ტრავმა
"ძალიან კარგი"
***
მაღვიძარას რომ ვერ ვიტან უკვე გითხარით? სკოლის ფორმა მოვირგე და ქვევით ჩავედი ყველა საუზმობდა.
"დილა მშვიდობის ძვირფასო" მითხრა დედამ რომელიც ჭიქას ფორთოხლის წვენით ივსებდა
"შენც ასევე"
"დღეს რამდენი გაკვეთილი გაქვთ?"
"ექვსი"
"სკოლის მერე ერთად მოდით რესტორანში მივდივარ სავახშმოდ" თქვა მისტერ პაკმა დედა გადაკოცნა და სახლიდან გავიდა

*****
გაკვეთილების შემდეგ ჯიმინის ძებნა დავიწყე და ვერა და ვერ მივაგენი
"მე მეძებ?"
"კი,სახლში უნდა მივიდეთ"
"წამოდი" გამიღიმა და წინ წავიდა მგონი კარგ ხასიათზეა.
დედა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და სახეს ღიმილი უმშვენებდა კომპლიმენტებით ავავსე და მეც წავედი გამოსაცვლელად,ყველანი გავემზადეთ
"კარგი წავედით ჯიმინი მოგვიანებით შემოგვიერთდება"

რესტორანი იმდენად მდიდრული იყო რომ ელიტის გარდა აქ სხვა ვერავინ ვერ მიირთმევდა რამეს
"თქვენი მაგიდა მზადაა ბატონო" შემოსასვლელში დაგვხვდა მენეჯერი
"მადლობა დასხედით და ჯიმინს დაველოდოთ"
ნახევარ საათში ისიც მოვიდა საკმაოდ სოლოდურად გამოიყურება შავი პიჯაკი პერანგი რომელიც ორ ღილზე შეხსნილი აქვსხშეამჩნია რომ მივაშტერდი და უბრალოდ გამიღიმა გვერდით მომიჯდა ყველაფერთად ერთად ძალიან ძვირიანი სუნამოც ასხია ღმერთოო რა არომატიაა!
მია რა გეტაკა?! ფიქრებში საკუთარ თავს სახეში ძლიერი სილა გავაწანი.
"ვფიქრობთ ეს ჩვენი ბოლო ოჯახური ვახშამი არ იქნება,ასეთი ფორმის კიდევ ბევრი შეკრება გვექნება"
"მართალია ხშირად შევიკრიბოთ" დაეთანხმა დედაც.

უკვე ათი წუთია რაც ასე ვზივართ, დედას და მისტერ პაკს თავისი ატმოსფერო აქვთ,ჯიმინი კი ტელეფონშია.
ბოდიშის მოხდით საპირფაწეშოში გავედი.
სარკეში თავი მოვიწესრიგე
"მშვენივრად გამოიყურები"
გაისმა ხმა შეშინებულმა შესასვლელი კარისაკენ გავიხედე
"ჯ..ჯიმინ?"
შიგნით შემოვიდა
"ქალების საპირფარეშოში რა დაკარგე?"
"შენთან მოვედი"
"რა?"
"ჩემი დანაშაულის გამოსწორება მინდა"
რას აპირებს ამჯერად? თავს დაუცველად ვგრძნობდი...

______________________________________
ანუ ვინმეს მოსწონ?! აზრი დამიფიქსირეთ ძალიან გთხოვთ🥺💖

Please,love me..✅Where stories live. Discover now