ყველაფერი შეიცვალა.
მე და ჯიმინი ერთად ვართ.
უჩვეულოა, გრძნობების დამალვას არ ვცდილობდი .
არ ვნანობ რომ შევიყვარე და ამაში გამოვუტყდი.
მაგრამ არის ერთი პრობლემა ის ჩემი "ძმაა"გაკვეთილი მალე დასრულდა და ჯიმინმა პარკში გასეირნება შემომთავაზა
უხმაუროდ ვსეირნობდით მაგრამ, შემდგომ ჯიმინმა ხელის ჩაკიდება მოინდომა მალევე გავაშვებინე ხელი
"რას აკეთებ?"
"მია რამოხდა წყვილი ვართ უფლება არ მაქვს ხელი ჩაგკიდო?"
"გაქვს მაგრამ ყველას თვალწინ არა, არ შეიძლება"
"ვიცი მაგრამ მინდა რომ როგორც შეყვარებული წყვილი ისე დავდიოდეთ მინდა ხელი ჩაგკიდო ჩაგეხუტო შენი სითბო შევიგრძნი"
"ჩიმ მეც მინდა მაგრამ ხომ იცი რომ სხვებისთვის და-ძმა ვართ"
"მათი აზრი არ მანაღვლებს"
"ჯიმინ ნუ ხარ ფეხებზე მკიდია! არ შეიძლება რა პატარა ბავშვივით მახსნევინებ"
"ანუ იმის თქმა გინდა რომ ჩვენი გრძნობები ერთმანეთთან შეცდომაა?"
"არა რათქმაუნდა"
"კარგი გვეყოფა ამაზე საუბარი"
"კარგი.."
"მოდი აქ დავსხდეთ"
პატარა სკამზე ჩამოვჯექით და ჯიმინმა თავისკენ მიმწია ამ ჯერად წინააღმდეგი არ ვიყავი
"მმმ შენს თმას ძალიან ტკბილი სურნელი აქვს"
"შამპუნით დავიბანე"
"ჰაჰ მართლა? არ ვიცოდი"
გაეცინა ჯიმინს
"არა სერიოზულად ძალიან ტკბილი სუნი გაქვს პატარავ"
"მაინც რისი არომატია?"
"მმმ ფორტოხლის...არა არა მარწყვის!"
"ხომ სულ დაიბენი ჯიმინ"
"ყოველ შემთხვევაში ტკბილი ხარ"
ლოყაზე მაკოცა******
სახლში დავბრუნდით მშობლები ისევ არ იყვნენ რაზეც ავნერვიულდი
"ჩიმ იქნებ მისტერ პაკს დაურეკო და ჰკითხო რა ხდება?"
"კარგი ნუ ნერვიულობ ყველაფერს გავარკვევ"
ჯიმინმა ტელეფონი ამოაძვრინა უკანა ჯიბიდან და მისტერ პაკის ნომერი აკრიფა როგორც ჩანს ეგრევე უპასუხა
"მამა სად ხართ?...კარგი"
"ტყუილად ნერვიულობ,უკვე გზაში არიან"
"კარგია მაშინ წავალ რამეს მოვამზადებ"
სამზარეულოში გადავინაცვლემშობლები დაბრუნდნენ
რაღაცნაირ უხერხულობას ვგრძნობ როცა მათ ვუყურებ,ნეტავ რა რეაქცია ექნებათ როცა გაიგებენ რომ მე და ჯიმინი ერთად ვართ აიშ წარმოდგენაც არ მინდა!
"მია საყვარელო ყველაფერი რიგზეა?" გაიჟღერა დედას ხმამ
"აა რა? კი,კი ყველაფერი რიგზეა"
"აბა ბავშვებო რას აკეთებდით ჩვენი არ ყოფნის პერიოდში?" დაინტერესდა მისტერ პაკი
დიდი სიამოვნებით მოვუყვებოდი ყველაფერს იცით მე და ჯიმინი დავმეგობრდით ერთმანეთს გრძნობებშიც გამოვუტყდით წარმოგიდგენიათ ესეც მოვასწარით მაგრამ თქვენს გამო ერთად ვერ ვიქნებით სახალისოა არა?
რეებზე ფიქრობ მია!
"არაფერი განსხვავებული მა" მოკლედ მოუჭრა ჯიმინმა
"გასაგებია სადილის შემდეგ ჩემთან ამოდი საქმე მაქვს"
"კარგი"