დილით სკოლაში წასვლა მძღოლის გარეშე გადავწყვიტეთ ჯიმინი გზაზე იყო კონცეტრირებული მე კი მისი მოცდენა მომინდა რატომღაც
"ჩიმ იქნებ ეხლა მაინც მომიყვე"
"ახლა არა"
ხვეწნა აღარ დავუწყე ცოტა არ
იყოს და მომბეზრდაAfter school
"ჰიონჯინ მოდი ამ კაფეში შევიდეთ"
"კარგი რა პრობლემაა"
კაფეში შევედით და მაგიდა დავიკავეთ მალევე მოვიდა ოფიციანტი და ჩვენი შეკვეთა მიიღო ორი ყავა,საკმაოდ სასიამოვნო სიჩუმე იყო მაგრამ ამასაც აფუჭებს ვიღაცია ყვირილი
"ჩემი შეკვეთაა სადაა ერთი საათია გელოდებით" ჰიონჯინი მისკენ იყურებოდა თითქოს და იცნო ვიღაცო
"რას მიაშტერდი?"
"მგონი ჯიმინია"
"რა?"
უკან მივიხედე და მართალი აღმოჩნდა ეს დანამდვილებით ჯიმინი იყო
აქ რას აკეთებს?
"წამო მასთან დავამშვიდოთ სანამ დაულეწია ყველაფერი"
მისი მაგიდისკენ დავიძარით და ალკოჰოლის გარდა იქ სხვა ვერაფერს ნახავდით
"ჯიმინ აქ რა დაკარგე?!"
"აა? ოო მია! გართობა მომინდა და დასალევად შემოვედი"
"სახლში წასვლის დროა" თქვა ჰიონჯინმა და ჯიმინს ხელი მოკიდა მაგრამ მეორემ მალევე მოიშორა მისი ხელი
"ოეე წიგნის ჭიავ სულ დაკარგე საღი აზრივნება?!"
"ჯიმინ ნასვამი ხარ და ნება მიეცი დაგეხმაროს"
"არა"
"მია სახლში წადი რამენაირად მოვიყვან"
"ჩემს შეყვარებულს მითითებებს რა პონტში აძლევ?"
"ბატონო?"
"ჰოო მიყურე ეხლა ჩემი შეყვარებულია და ნუ მიუთითებ რა გააკეთოს გასაგებია?!"
"მგონი სიმთვრალესთან ერთად შეიშალა კიდევაც სახლამდე მიიყვან?"
"კი ნუ ნერვიულობ,შეხვედრამდე" ჰიონჯინი დამემშვიდობა და კაფედან შოკირებული გავიდა.****
"ერთი შეხედვით ძალიან მსუბუქი ჩანხარ მაგრამ საქმეზე საკმაოდ მძიმე ხარ!"
"მია იცი როგორი ბედნიერი ვარ შენ რომ მყევხარ,მადლობა რომ არსებობ"
"არაფრის"
"სერიოზულად გეუბნები ძალია ძალიან მიყვარხარ აი მამაჩემს კი არასდროს ვყვარებუვარ"
"რას გულისხმობ?"
"უბრალოდ მიყენებს, ბინძურ საქმეს მაკეთებინებს ზოგჯერ მინდა რომ თავი მოვიკლა და დავისვენო,მაგრამ ვერ ვბედავ მშიშარა ვარ მინდა რომ გავიქცე აქედან მაგრამ ვერ ვახერხებ"
"რატომ?"
"იმიტომ რომ ახლა შენ მყევხარ და მარტო ვერ დაგტოვებ"
ავტობუსის გაჩერებამდე მივედით და ტრანსპორტშიც მალევე ჩავსხედით ჯიმინს ეგრევე ჩაეძინა მე კი მის სიტყვებზე დავიწყე ფიქრი მთვრალია და სავარაუდოდ არც იცის რას ბოდავს მაგრამ ამ კოშმარის შემსწრე ვარ და მის სიტყვებში ეჭვი არ მეპარება.