16ოქტომბერი/ორშაბათი
წვიმის წვეთების მიერ გამოცემული ბგერებით სავსე ოთახში მაღვიძარის მკაცრი ხმა გაისმა რომელიც ქუქიმ მარტივად,ერთი მოძრაობით გამორთო. სწრაფად წამოდგა ლოგინიდან და უნივერსიტეტში წასასვლელად გაემზადა. სასაუზმოდ გამოსულს კი მისაღებში,დივანზე მძინარე მეი დახვდა, რომელსაც ღამენათევი თვალები ოდნავ დასიებოდა. ჯანქუქი დედას მიუახლოვდა და კოცნა დააპირა თუმცა გაახსენდა რომ დედამისმა ძალიან ფრთხილი ძილი იცოდა ამიტომ გადაიფიქრა და მას მხოლოდ თბილი ღიმილი დაუტოვა. ხო, შეუძლებელია მშვიდი ძილი გქონდეს როდესაც ექიმი ხარ. მეი სეულის ერთ ერთი დიდი კლინიკის დამხმარე ქირურგი იყო და ხშირად უწევდა საავადმყოფოში დარჩენა რასაც ჯანქუქი 15წლიდან შეეჩვია და ეს კარგიც იყო რადგან მეის და ჯანქუქს ესაჭიროებოდათ ხშირად ცალცალკე ყოფნა ეს მათ მშვიდი ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარებოდათ. ჯანქუქმა საუზმობა გადაიფიქრა და პირდაპირ უნივერსიტეტისკენ გაიმართა. სადარბაზოში თავის მეზობელს ჯილიანს შეხვედა რომელიც მას ძალიან უყვარდა.ის 60წელს გადაცილებული ძალიან თბილი ქალბატონი იყო და მას ყოველთვის შეეძლო ქუქის გაგება,ქუქიც ხშირად რჩებოდა მასთან პირველ პერიოდში,როდესაც დედამ მუშაობა დაიწყო.
-დილამშვიდობისა ლედი. უკნიდან მიეპარა ჯანქუქი
-ოჰ ღმერთო, ქუქი ჩემო ბიჭო. თბილიად ჩაიხუტა ქალმა ბიჭი.
-როგორ ხარ ბებია ჯილიან
-ბებია? ცოტა ხნის წინ დელივიყავი.
-ბოდიშს ვიხდი მადმუაზელ.
-კარგით ოღონდ შემდეგში ნუ დაუშვებთ მსგავს შეცდომას.თავაწეულმა უთხრა ქალმა შემდეგ კი თბილად გაუღიმა და ლოყაზე კოცნაც დაუტოვა. -წარმატებულ დღეს გისურვებ ჩემო საყვარელო.
არც ქუქიმ დააკლო ხვევნა-კოცნა და მხიარული სახით განაგრძო გზა. მას მართლაც ძალიან უყვარდა ჯილიანი რადგან მის ყოველ სიტყვაში უზომო სიათბოს და სიყვარულს გრძნობდა. უნივერსიტეტში ყველაფერი ძველებურად იყო ჯანქუქი მხოლოდ ორ ლექციას დაესწრო შემდეგ კი კაფეში წავიდა სადაც ჩაი და ორცხობილა შეუკვეთა კარამელით. ყურებზე ყურსასმენები მოირგო და შეკვეთას დაელოდა ამასობაში კი ჩანთიდან ფურცლები და ფანქარი ამოაძვრინა. მას ახლა რაღაც განსაკუთრებულის დახატვა მოუნდა თუმცა დასახატი ჯერ ვერაფერი ნახა. მალე შეკვეთაც მოიტანეს, ახლა კი ჯანქუქი მიხვდა რაც უნდა დაეხატა.ეს მიმტანი იყო რომელსაც თეთრ უნიფორმაზე შავი ასოებით ეწერა კიმ თეიონი. ჯანქუქმა საბოლოოდ მიაგნო ხატვის საგანს და თითქოს მიზნადაც კი დაისახა მისი დახატვა. ქუქი მიმტანს თვალის არ აშორებდა და თითქოს შენელებულად ხედავდა მის ყოველ მოძრაობას.ის არასდროს ერიდებოდა არაფრის ხატვას მათ შორის არც სიმპატიური ბიჭების თუმცა თეიონის სახე თითქოს სპეციალურად დასახატად შეიქმნა. მიმტანმა სწრაფად დაალაგა შეკვეთა და ჯანქუქს დაღლილი თვალები წამიერად დაანათ რომელიც მის ნატიფ სახეს უფრო ამშვენებდა და ბოლოს ოდნავ გაუღიმა კიდეც თუმცა ეს მისი სამსახურეობრივი მოვალეობა იყო.ეს არ გავდა მიმტანის სახეს ეს იყო ყველაზე სათუთი რამ მთელს მსოფლიოში ნატიფი და წმინდა რომელსაც თითქოს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებოდა.რაღაც საუკუნოდ ჭეშმარიტი.ასე ხედავდა ჯანქუქი თეჰიონს. მას ახლა მხოლოდ ერთი აზრი ჰქონდა რომელიც მოსვნებას არ აძლევდა კარგად დაკვირვებოდა თეიონის სახეს და საბოლოოდ მარტო დარჩენილიყო ფურცლებთან.მის გარშემო მართლაც ყველა და ყველაფერი გაქრა მისი და თეიონის გარდა თუმცა მას არც თეიონის თვალწინ შეეძლო ხატვა.სასწრაფოდ გადაიხადა ანგარიში და სახლისკენ გაემართა.
ჯანქუქი ხატავდა,ხატავდა და თან დეტალურად იხსენებდა მას,რასაც ბავშვური ღიმილის თანხლებით აკეთებდა. მაგრამ თეიონის ერთი ნახვით დახატვას ჯანქუქი შეუძლებლად თვილიდა რადგან დარწმუნებული იყო რომ ეს ნახატი უბრალოდ შეუდარებელი უნდა ყოფილიყო
და იმედოვნებდა რომ ეს მართლაც ასე იქნებოდა რადგან მასზე კიმ თეიონი გამოისახებოდა.
————————————————————————
ნელ-ნელა უფრო საინტერესო გახდება. კვლავ ველი თქვენს კომენტარებს☺️❤️
YOU ARE READING
თვალები რომლებიც უბრალოდ არ იხატება✨
Random-და რას ამბობენ შენი თვალები? -ისინი უსიტყვოდ მეყტველებენ ამიტომ ამის თქმა შეუძლებელია ეს უნდა დაინახო და შეისწავლო.