ის ახლა ჯილიანის პალატის კარებთან ხილით სავსე პარკით დგას და თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ გრძნობს,რადგან ახალ მეგობრებთან გართობისას ძველი მეგობარი სულ გადაავიწყდა,თუმცა რაც მთავარია ის ახლა აქ არის და იცის რომ მისი სტუმრობით ჯილიანს გულს გაუთბობს თანაც მას ხომ მისთვის გუშინდელ ღამეზეც მოსაყოლი აქვს. კარები გაიღო.
-ქუქიი მოხვედი.პატარა ბავშვივით გაუხარდა ჯილიანს.
-მოვედი და არა ხელცარიელი.ჯანქუქმა პარისკენ ანიშნა.
-შენ იცი როგორ უნდა გაანებივრო მოხუცი მებია.-ჯილიან მასე ნუ ამბობ შენ ახლაც 16წლის თინეიჯერივით გამოიყურები. თბილად უთხრა ჯანქუქმა და ხილის გასუფთავებას შეუდგა.
-კარგი ხო.ახლა გუშინდელზე მომიყევი,როგორ გაერთე?
-ძალიან კარგად,ჩვენ კარაოკეში ვიყავით ბევრი ვიცეკვეთ და ვიმღერეთ, შემდეგ ბიჭებმა გამომაცილეს... ხო მართლა მათ შენ მოგიკითხეს.
-და საიდან იციან ჩემს შესახებ?!ჯილიანმა გაკვირვებისგან ოდნავ პირი დააღო
-როგორ შეიძლება ჯონ ჯანქუქის
მეგობრებმა შეუდარებელი ჯილიანის შესახებ არ იცოდნენ? გაიცინა ჯანქუქმა და სანაცვლოდ ჯილიანისგან მიიღო კიდეც.-მე უკვე მომწონს... ისინი...
-თეიონი და ჯიმინი
-ხო მართალია.დარწმუნებული ვარ რომ ისინი მუდამ იზრუნებენ შენზე რადგან გუშინ არ დაავიწყდი და დაგირეკეს,მიხარია ის ფაქტი რომ ვინმესთვის ძალით დევნა არ გიწევს და შენ ნამდვილად იმსახურებ მათთნაირ მეგობარს.-მარალია,ისინი სულ მირეკავენ.ოდნავ ჩაფიქრებით თქვა ჯანქუქმა.-მაგრამ მე არასდროს დამირეკავს და დამიპატიჟებია ისინი სადმე.
-მე ზეგ გამწერენ ამიტომ შეგიძლია ისინი შენთან დაპატიჟო და მეც გამაცნო.თვალი ჩაუკრა ჯილიანმა.-ხო ისინი აუცილებლად უნდა გაიცნო ჯილიან,ისინი არაჩვეულებრივები არიან.
YOU ARE READING
თვალები რომლებიც უბრალოდ არ იხატება✨
Random-და რას ამბობენ შენი თვალები? -ისინი უსიტყვოდ მეყტველებენ ამიტომ ამის თქმა შეუძლებელია ეს უნდა დაინახო და შეისწავლო.