დილას მკაცრ ხმიანი მაღვიძარის ხმა გალობას ჰგავდა თითქოს მძინარე ჯანქუქი მოუთმენლად ელოდა მის ხმას.მხიარულად და თითქმის ცეკვით შევიდა სააბაზანოში, შხაპი მიოღო და ახლა დრო სახის მოვლას დაუთმო რასაც არანაკლები ხალისით აკეთებდა თუმცა წამით სარკის წინ შეჩერდა, თავის თავს ასეთს პირველად ხედავდა და მიხვდა რომ ახლა მის ცხოვრებაში ის ბედნიერი მომენტი იყო რომელიც მის ცუდს მოსდევდა. თუმცა წამით წყენაც გამოჩნდა რადგან ეს თანმიმდევრობა მისთვის ნაცნობი იყო ცუდს კარგი მოსდევდა კარგს კი ისევ ცუდი. ახლა კი წარმოდგენა არ ჰქონდა ამ კარგს რა ცუდი უნდა მოჰყოლოდა ამიტომ წინასწარმეტყველებას შეეშვა და სახეზე უწინდელი ღიმილი დაიბრუნა. სადარბაზოში რამდენი მე კიბეს ერთდროულად ახტებოდა და როდესაც ჯილიანს გადაეყარა ის საცეკვაოდაც კი გამოიწვია.ისე ატრიალებდა ქალს როგორც პრინცი კონკიას თავის სასახლეში. ჯილიანიც მაშინვე აყვა და მანამ იცეკვეს სანამ ორივეს თავბრუ არ დაეხვათ. ჯილიანმა ქუქის ლოყაზე უჩქმიტა და ასე შესანიშნავად ცეკვისთვის შეაქო. მან კარგად შეამჩნია რომ მისი საყვარელი ბიჭი უზომოდ ბედნიერი იყო თუმცა ჯერ არ ჩაეძია რადგან ელოდა თვითონ როდის მოუყვებოდა. ჯანქუქსაც სწყუროდა მისი ერთგული მეგობრისთვის ყველაფრის მოყოლათუმცა რადაგან ეს გრძნობა მასში ძლივს ეტეოდა,მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდა სიხარულის მიზეზს და იმის თქმა რომ ბედნიერებას უბრალოდ ბიჭის დახატვა ჰგვრიდაუბრალო თავის მართლებად თვლიდა.ამიტომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით საიდუმლოდ დატოვა. ბოლოს ჯილიანს ვითომ ქუდის მოხდით და თავის დაკვრით დაემშვიდობა და მოუთმენლად გასწია იმ კაფისაკენ სადაც მის მისი ბედნიერების მიზეზი ელოდა. ჯანქუქი არ განიცდიდა სასიყვარულო გრძნობებს თეიონისადმი უბრალოდ მისი ხატვა მიზეზს აძლევდა ყოველ დღე ასადგომად და საცხოვრებლად. ჯანქუქი ხშირად სტუმრობდა კაფეს და მის და გასაკვირად მას მუდამ თეიონი ემსახურებოდა, ყოველ შეხვედრაზე დიდი მონდომებით აკვირდებოდა მას და ცდილობდა დეტალებში დაემახსოვრებინა ყველაფერი.აი საღამოს კი თითები ააშკარავებდნენ თვალების ნანახს. არც თეიონი ტოვებდა ყოველდღიურ სტუმარს გულგრილს და ყოველ მოსვლაზე უღიმოდა მაგრა არა სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდით არამედ გულწრფელად. ჯანქუქის ნახატი დასასრულს უახლოვდებოდა. ფურცელზე გამოსახული იყო გამოკვეთილი ცხვირი,ლამაზი ყურები,ოდნავ აჩეჩილი შავი თმა და მომღიმარი ტუჩები რომლის დახატვაც ჯანქუქმა მოგონების იმ ნაწილიდან შეძლო სადაც არა მიმტანმა არამედ თეიონმა გაუღიმა თუმცა იყო პრობლემა რომლის მოგვარებასაც ჯანქუქი უკვე 5 დღე და ღამეა ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ. ეს თვალები იყო, თეიონის თვალები რომელიც მას არ გამოსდიოდა, ის მას ბევრნაირად ხატავდა თუმცა არცერთი გავდა მისას საბოლოოდ გაღიზიანებული ჯანქუქი ნახატს შეეშვა.
———————————————————————-
ჯერჯერობით ცოტა კითხულობდ მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერი ვარ არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიზამდი ამიტომ ცოტა დაუჯერწბელია🙈❤️
YOU ARE READING
თვალები რომლებიც უბრალოდ არ იხატება✨
Random-და რას ამბობენ შენი თვალები? -ისინი უსიტყვოდ მეყტველებენ ამიტომ ამის თქმა შეუძლებელია ეს უნდა დაინახო და შეისწავლო.