გარეთ ისევ გადაუღებლად წვიმდა,რასაც ჯანქუქის შინაგან ბუნებაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით,მასში სრული დარი იყო, მას ჯერ კიდევ ისე უხაროდა ახალი მეგობრების გაჩენა.ნუთუ არასდროს დაგმართნიათ ასეთი რამ ბავშვობაში, როდესაც ახალ სათამაშოს გყიდულობდნენ და ისეთი შეგრძნება გქონდათ რომ ის არასდროს მოგბეზრდებოდათ და მართლაც მას ყოველ დღე ისე უყურებდით როგორც პირველად.სწორედ ასე ფიქრობდა ჯანქუქი მათზე და დარწმუნებული იყო რომ მათთან მეგობრობა არასდროს მობეზრდებოდა.ის საკმაოდ ადრე ადგა დილას და ახლა მას ყველაზე მეტად ყავა უნდოდა,მას ტკბილი ყავა უყვარს რაც მგონი თეიონის გარდა არც არავინ იცის.სამზარეულოსკენ მიმავალმა ფეხქვეშ რაღაცის დაჭმუჭვნა იგრძნო.ეს მისი ნახატი იყო თეიონის გამოსახულებით. ახლა ის ნამდვილად არ აპირებდა ნახატის დასრულებას თუმცა ამისგამო ნახატი არ სძულდა, როგორც ადრე,პირიქით ღიმილითაც კი შეხვდა ამ ამბავს,ამ ნახატმა ხომ მას თეიონი და ჯიმინი აპოვნინა,მაგრამ მის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა,მართალია მას მის ხატვა თეიონის თვალებმა აიძულა თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,ის უკვე იცნობდა თეიონს და ჯიმინსაც ამიტომ ნახატი დიდად არ აინტერესებდა,თუმაცა რათქმაუნდა არც გაანადგურებდა,ეს მისი ხელების მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევარი იყო რომელსაც ნამდვილად შეიძლება ,,ნამუშევარი''ვუწოდოთ ჯანქუქის ნერვებისა და თეთრად ნათევი ღამის ფონზე.ჯანქუქმა ნახატი უჯრაში ფრთხილად შეინახა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება.
-დღეს დალევას ვაპირებთ და ხომ წამოხვალ?
-სხვა დროს იყოს თემინ დღეს სხვა გეგმები მაქვს
-ბატონო ჯონ გირჩევნიათ ლექციაზე ჩურჩულს შეეშვათ და გაცდენილი მასალა კვირის ბილომდე ჩამაბაროთ.არც ისე დიდი დრო გაქვთ.ბოლო სიტყვები ლექტორმა განსაკუთრებული სიმშვიდით თქვა.
-დიახ
-ბებერი იდიოტი,ისე ლაპარაკობს თითქოს მაგ ნაჯღაბნის დახატვა არ შეგეძლოს,ზუსტად ვიცი ერთ ღამეშიც კი დაასრულებ.
ჯანქუქი და თემინი თავჩაღუნულები იცინოდნენ რის გამოც ლექტორის კიდევ ერთი,მეწველი მზერა მიიღეს. ჯანქუქი მართლაც საუკეთესო მხატვარი იყო მთელს უნივერსიტეტში თუმცა არა საუკეთესო მოსწავლე, მოცემულ დავალებას კი ეშმაკური ღიმილით უყურებდა როგორც გამოწვევას და მართლაც ფიქრობდა მის ერთ ღამეში დასეულებაზე.
YOU ARE READING
თვალები რომლებიც უბრალოდ არ იხატება✨
Random-და რას ამბობენ შენი თვალები? -ისინი უსიტყვოდ მეყტველებენ ამიტომ ამის თქმა შეუძლებელია ეს უნდა დაინახო და შეისწავლო.