Chapter 1

1.3K 76 19
                                    

მე და ლიზი სავაჭრო ცენტრიდან დახუნძლულები გამოვედით, დაღლილებმა მოსასვენებლად ჩვენს საყვარელ კაფეს მივაშურეთ.

ლიზი იმ იდუმალ ბიჭზე მიყვებოდა,რომელსაც რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

ინტერესი დავკარგე, უბრალოდ ყურადღება მოვადუნე და უაზროდ მივაშტერდი.

-ლენა!-ხელი ცხვირწინ ამიფრიალა

-საერთოდ მისმენდი?-თვალები დამიბრიალა

-ბოდიში

-ლენა მიყვარხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ მაგრამ ამავდროულად საშინელი მსმენელი!

არ შევედავე, რადგან სიმართლეს ამბობს.
ცუდი მსმენელი მხოლოდ მაშინ ვარ როცა განსახილველი თემა არ მაინტერესებს.

მაგალითად: ბიჭები ან უბრალოდ მოდა და ყველაფერი მის გარშემო. მაგრამ თუ საუბარი ინგლისურ ლიტერატურას ან ჩემს რომელიმე საყვარელ ნოველას ეხება, გაჩერება მიჭირს.

ლიზიმ ისევ დაიწყო საუბარი, არც ამჯერად დავინტერესდი.

გარემოს მოვავლე თვალი, პატარა ბავშვები მშობლებთან ერთად, შეყვარებული წყვილები, მხოლოდ ერთმა ბიჭმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.

ჩემზე რამდენიმე წლით იყო დიდი, ხუჭუჭა თმებით და ულამაზესი მწვანე თვალებით.

სხვა მხარეს მინდოდა გახედვა მაგრამ არ შემეძლო, დაჟინებით მიყურებდა, მისი გამოხედვა შიშს მგვრიდა, ისე მიყურებდა თითქოს მისი მსხვერპლი ვიყავი.

-ლენა, ის შენ გიყურებს- მითხრა ლიზიმ. სწრაფად გამოვიხედე.

სახის თმით დაფარვა ვცადე, დარწმუნებული ვარ ახლა ლოყები პომიდორივით წითელი მაქვს, ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს.

-ვინ არის?- მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, რომელიც თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.

-უბრალოდ დაივიწყე, მისგან თავი შორს დაიჭირე, მორჩი და სწრაფად წავიდეთ აქედან!

Stockholm Syndrome| დასრულებულიDonde viven las historias. Descúbrelo ahora