Chapter 4

930 56 112
                                    

სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა და ამავდროულად ყველაზე მტკივნეული,მისი ახსნა შეუძლებელია,თუმცა,ყველა ცდილობს აღწეროს ის თავისი სიტყვებით.

სიყვარული,თვითონ სიყვარულია... ის ვერცერთ გრძნობას ვერ შეედრება,ყველაზე წმინდაა ამ ქვეყნად.

თუ ადამიანმა სიყვარული არ იცის,მაშინ მას არც პატიება ეცოდინება,არც მეგობრობა,არც ზიზღი...

სიყვარულიდან მოდის ყველა სხვა დანარჩენი გრძნობა და მის გარეშე ადამიანი უბრალოდ არარაობაა. სიყვარულია ის,რაც აიძულებს დედამიწას იბრუნოს...

მაგრამ სიყვარული და მონატრება? ამ გრძნობებს იკლავდა ლიზი გულში, ის უსაზღვრო მონატრებასა და სიყვარულს გრძნობდა ზეინის მიმართ,მაგრამ თვითონ ზეინი?

მის ორგანიზმში სრული ქაოსი იყო,გული გაშმაგებით უძგერდა საყვარელი ქალის დანახვისას.

მათ ხომ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ, ეს მათ გარდა სხვამ არავინ იცოდა,მათ შორის არც ჰარიმ და ლენამ...

ლიზი ზეინს ხომ სწორედ ლენას გამო დაშორდა? როცა მისგან ჰარის გეგმაზე შეიტყო,მაშინვე მიატოვა.

განა მისთვის ეს მარტივი იყო?არა! რა თქმა უნდა არ იყო! მაგრამ მას ხომ ლენას გარდა სხვა არავინ ჰყავდა?

მისი დაკარგვა არ უნდოდა,ამიტომ აფრთხილებდა რომ ჰარისგან თავი შორს დაეჭირა.

ახლა კი როცა ამდენი ხნის შემდეგ საყვარელი მამაკაცის წინ იდგა თავის შეკავება ძალიან უჭირდა.

ზეინი მას გიჟივით მივარდა და ტუჩებზე დააცხრა,ენა კბილებს შორის შეუცურა... ლიზი გაოგნებისა და ნეტარებისგან წინააღმდეგობას ვერ უწევდა.

მისი ალერსი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა გოგონების მშრალი და უემოციო კოცნისგან. უკვე აღარც ახსოვდა,ბოლოს როდის კოცნიდა ასე და უკვირდა,რომ მის ცხოვრებაში ეს ისევ ხდებოდა.

Stockholm Syndrome| დასრულებულიDonde viven las historias. Descúbrelo ahora