Chapter 7

781 55 324
                                    

რა არის მონატრება? მონატრება განუზომელი ტკივილია,ტკივილი რომლის ჩაცხრობის იმედი ყოველთვის გაქვს მაგრამ არასდროს ქრება.

ეს არის სიყვარული.ვინმე უნდა გიყვარდეს რომ გენატრებოდეს,სხვანაირად არც შეიძლება.ნამდვილად,მონატრება ცოცხლად სიკვდილის ტოლფასია.

ცრემლები?მას ვერავინ ამჩნევს,რადგან ისინი სინამდვილეში სულში მიდიან და ავსებენ მათ ფიალას სევდით.

წვიმა? წვიმა ცრემლებია,ამას უნდა მივმხვდარიყავი.

დრო? დრო მიდის და გვტოვებს ხელცარიელს,შენ კი კვლავ გენატრება.

********

შუაგულ ტყეში მარტოდმარტო დავხეტიალებ,წვიმს,საშინლად ცივა,ერთიდაიგივე ადგილი მგონი უკვე ათასჯერ შემოვიარე,ვიფიქრე ისევ ჰარისთან დავბრუნებულიყავი მაგრამ არ შემიძლია! არ შემიძლია მუდმივად მონობაში ცხოვრება,მიუხედავად იმისა,რომ ჰარი ამას არ მაგრძნობინებდა.

უაზროდ ვიყურები ძირს და წინ მივიწევ,ყოველგვარი იმედი გადაწურული მაქვს მაგრამ რა არის იმედი?იმედი არის ის რაც ადამიანს ცხოვრების აზრს აძლევს, როდესაც ადამიანს იმედი აღარ აქვს,მისთვის ცხოვრება დამთავრებულია...

მუდმივად ჰარის ხმა ჩამესმის,რომელიც მეუბნება რომ დავემორჩილო. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მოვხვდი,ჩემს უკან ყველაფერი ჩამოვიტოვე და გავიქეცი. გავიქეცი ვიღაცისკენ,ვინც დამეხმარებოდა, ეს საშუალო ასაკის ქალი იყო. შეშინებული მიყურებდა,მე კი უბრალოდ ჩავეხუტე.

-უკაცრავად?-მითხრა მან.

-ბოდიშს გიხდით,შეგიძლიათ პოლიციას დაუკავშირდეთ?-შოკირებულმა ამომხედა.

-შენ ლენა ხარ?!-ჩემი სახელი საიდან იცის?

-ვერ მივხვდი?-დაბნეულმა შევხედე.

-უკვე რამდენიმე თვეა დაკარგულად გამოგაცხადეს,ყველგან გეძებდნენ მაგრამ ვერ გიპოვეს,თქვენს მშობლებს ძალიან გაუხარდებათ.-მე მეგონა ჩემს მშობლებს არ ვადარდებდი.მან მითხრა...რომ ჩემს გვერდით მხოლოდ ის იყო,ჯანდაბა!

Stockholm Syndrome| დასრულებულიHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin