I თავი💫

28 5 2
                                    

🐚
სანაპიროსთან ახლოს ვსეირნობ, ვიღაც ბიჭი უკვე დიდი ხანია უკან მომყვება. ნერვები მომეშალა გავჩერდი და შევტრიალდი, რომ მეკითხა. ისიც გაჩერდა და შემომხედა. (ჩემზე ერთი თავით მაღალი ბიჭია, მოზრდილი, შავი თმა და შავი თვალები აქვს.)
-რატომ...-უეცრად ცუდად გახდა და გაითიშა. იმ წამსვე მივვარდი.
-რა დაგემართა? გაახილე თვალები? რა გჭირს?-მის გამოფხიზლებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, არ ახელს თვალებს. ძალიან ვნერვიულობ და პანიკა მეწყება, უკვე ყველაფერს ამღვრეულად ვხედავ.
-ვინმემ სასწრაფო გამოიძახეთ გთხოვთ😥🤯😵-ვყვირი, მაგრამ თითქოს არავის არ ესმის არც კი გვაქცევენ ყურადღებას. ჯანდაბა ტელეფონიც სახლში დამრჩა. რა ხდება კოშმარში ვარ თუ რა არის😵სადაცაა თავი გამისკდება, უკვე ვერაფერზე ვფიქრობ 🤯.

30 წუთით ადრე🕜

-ჯეის ამჯერად შენ წააგე, ბიჭებო რა შევასრულებინოთ?😈(ველოდები, როდის დამავალებენ რაიმე გიჟურის გაკეთებას ჩემი გიჟი ძმაკაცები😄).
-მოვიფირე.. 😈.. აი ამ შავგვრემან გოგოს შეაშინებ ჩვენს წინ, რომ მიდის.-(მისი იდეით აღტაცებული ალეკი გვიყურებს მე და ტაილერს)
-მივიდე და დავიყვირო..ბუუ🗣😂თუ რა გავაკეთო?
-არა უკან გაყვები იქამდე სანამ ნერვები არ მოეშლება და არ შემოგიტრიალდება მერე კი შეხედავ და თითქოს ცუდად გახდები და გაითიშები.-ეს ყველაზე გიჟური იდეა არის რაც ალეკისგან მომისმენია😂.
-ეს სრული სიგიჟეა. ცოდოა გოგო, რას ერჩი თან, რატომ ის და არა სხვა?-ეჭვნარევი თვალებით ვუყურებ ალეკს.
-ის მომეწონა შენთვის ძმაო და მაგიტო, ძალიან ლამაზია და საყვარელია🥰.
-ოჰ ეს ერთი შეხედვით დაასკვენი?😄....ჰო ისე არაუშავს ლამაზია🤗- ახლა დავაკვირდი გოგონას, რომელიმაც რამოდენიმეჯერ უკან შემოტრიალდა. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგონაა, შორიდან ვერ ვხედავ მაგრამ ყავისფერი თვალები აქვს მგონი. მართლაც ლამაზი ნაკვთები აქვს.
-ხალხმა სასწრაფო, რომ გამოიძახოს და წამიყვანონ მერე რა ვქნა? ჰაა?
-ამაზე მე ვიზრუნებ, ალეკ შენ კი ვიდეოს გადაიღებ, დასამახსოვრებელი კადრები იქნება😄-გვეუბნება ტაილერი.
-აბა წავედით შევუდექით საქმეს.-ვამბობ და იმ გოგოსკენ მივდივარ.

"Love is the answer"Where stories live. Discover now