-მე რა, ახლა შენთან ერთად, ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვრო?
-მისმინე, ჩვენს შესახებ უკვე ყველამ გაიგო. მათ ასე პირდაპირ ვერ ვეტყვით, რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ და ჩვენი დაქორწინების მიზეზი სიყვარული კი არა ალკოჰოლი გახდა .
-აბა რას მთავაზობ? რა გავაკეთოთ? იცი, რომ ამის გამო მშობლები მომკლავენ?
დედაჩემისგან ერთი გამოტოვებული ზარიც კი არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან ცოფებს ყრის და ამის გამო, ჩემთან დალაპარაკებაც კი არ უნდა
-არ ვიცი, მართლა ძალიან ჩახლართული სიტუაციაა -ხელები თავზე ნერვიულად გადაისვა ჯეისმა -იქნებ გარკვეული პერიოდი ერთად ვიცხოვროთ? არა ასეთი სახე ნუ გაქვს, არ მითქვამს, რომ როგორც ნამდვილმა ცოლ-ქმარმა. მერე კი, რაღაცას მოვიმიზეზებთ და გავეყრებით
-და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ფარსი?
-მოკლედ მისმინე, ახლა ამ თამაშს ვითამაშებთ სხვა გზა არ გვაქვს. ხოლო ერთ წელიწადში, ავდგებით და ერთმანეთს დავშორდებით. თუ იმაზე ნერვიულობ, რომ რაიმე ურთიერთობას ვეცდები, გარანტიას გაძლევ ეგ არ მოხდება. ახლა მთავარი ისაა, რომ შენებთან ყველაფერი მოაგვარო. როგორც წესი გოგოს მშობლები ამ მხრივ უფრო ჭირვეულები არიან ხოლმე
-კარგი.-ტელეფონი ავიღე და გოგონებს დავურეკე.
-გოგონებო სანამ ჩემს ლანძღვას დაიწყებთ, მომისმინეთ. ახლა მისამართს გამოგიგზავნით და იქ მოდით კარგით.?-ვეუბნები მათ სწრაფად.
-კარგი მოვდივართ.-მეუბნებიან და იმწამსვე მითიშავენ ტელეფონს.
-წამოვედი სახლში შევიდეთ, იქ დაველოდოთ ბიჭებიც მოვლენ
და ვისაუბროთ-მითხრა ჯეისმა. თანხმობის ნიშნათ თავი დავუქნიე და სახლში შევედით.
-მე ზევით ვიქნები. ბიჭები, რომ მოვლენ უთხარი ამოვიდნენ.
-კარგი.-კიდევ კარგი წავიდა თორემ უხერხულად ვიქნებოდი. რაღა ეს კაბა ჩავიცვი...შარვალი მაინც ჩამეცვა🙄
10 წუთის შემდეგ ისმის კარზე ზარის ხმა.კარები გავაღე მეგონა გოგონები იყვნენ, მაგრამ შევცდი.
-გამარჯობა სარა.-მითხრა ქერა ბიჭმა.-მე ტაილერი ვარ, ეს კი ალეკია.-მიმანიშნა მის გვერდით მდგარ შავგვრემან ბიჭზე.
-გამარჯობა რძალო.-მითხრა ხუმრობით ალეკმა.
-გამარჯობა მაზლო, როგორ ხარ.-ავყევი ხუმრობაში მეც. ალეკისგან რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური აურა მოდიოდა.😇
-მომწონს უკვე ეს გოგო.-თქვეს ორივემ ერთად.
-ხო მართლა ბიჭებო ჯეისმა მითხრა, რომ მოვლენ ზევით ამოვიდნენო.
-კარგი მაშინ ავალთ ჩვენ.-მითხრეს და ზევით ავიდნენ. კარების დახურვას ვაპირებდი, მაგრამ ნისას ხმა გავიგონე და ისევ გავაღე.
-სარა.
-გოგოებო.-მივედი და ორივეს ჩავეხიტე.
-რომ იცოდე შენზე გაბრაზებულები ვართ.-მითხრა გაბრაზებული სახით მარტამ.
-ვიცი, ვიცი, მეც გაბრაზებულივარ საკუთარ თავზე. როგორ შეიძლება უცნობ მამაკაცს ცოლად გაყვე და არც კი გახსოვდეს ეს.-ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და ორივე გაშეშებული დავტოვე.
-რაა?-ორივე გაკვირვებული მიყურებს.
-შემოდით და აგიხსნით.-მათ ყველაფერი მოვუყევი და ახლა მათ რეაქციას ველოდები.
-ასეთი რა დალიეთ გოგო?-იცინოდა ნისა.
-ჩვენ, რომ დაგვმართნოდა ასეთი რამ არგამიკვირდებოდა, მაგრა შენ? როდის დაგილევია ამდენი გოგო?-სიცილში აჰყვა მარტაც.
-გეყოთ ნუდამცინით.-ბალიში ვესროლე მათ.
-ისე ახლა დავაკვირდი და რამხელა სახლია და რა ლამაზი, ალბად უკანა ეზოში აუზიც იქნება 🤔🏠😅.
-ხო მართლაც. რა მაგარი ავეჯია, ინტერიერი. ისე რა გამძრალი ხარ პირდაპირ მდიდარს გაყევი ცოლად. ნწ ნწ😂
-გეყოთ😅. ახლა სერიოზულად შეხედეთ ამ ამბავს. დედაჩემი გაგიჟებულია ალბად. თქვენ დაგირეკათ?
-ოჰჰჰ კი გაგიჟებულია თან როგორი.- მეუბნება ნისა სიცილით.
-მერე რა გაცინებს გოგო.-🤔🤔
-გაგიჟებულია, მაგრამ სიხარულისგან.
-მოიცა, მოიცა გაბრაზებული არ არის ჩემზე?
-ის ისედაც ეძებდა შენთვის საქმროს, ჩვენც გვითხრა ეს, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ შენთვის არ გვეთქვა. გუშინ აგვიფეთქა ტელეფონი ვინ არის ის ბიჭიო? საიდან არისო? რატომ არ მითხარითო? არვიცოდით რა გვეპასუხა და ვუთხარი, რომ შენ ეტყოდი ყველაფერს. ცოტა გაბრაზებულია, რომ ასე ჩუმად გათხოვდი.
-ღმერთო, რომ გაიგოს ეს ქორწილი ტყუილია, წარმომიდგენია, როგორ დაწყდება გული.
-ამიტომაც არ უნდა გაიგოს.
-არ მჯერა, რომ ახლა გათხოვილი ხარ.
-ოჰჰ მე ხომ მჯერა რაა.
-რა არ გჯერათ?-კიბეებიდან ჩამოდის ალეკი და უკან მოჰყვება ბიჭებიც.-ოჰ ჯეისს შენი ცოლის დები მოსულან.
YOU ARE READING
"Love is the answer"
Roman d'amourსარა არის ნორმალური გოგონა, ნორმალური ცხოვრებით. ერთ დღეს კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება....💙