დილით მაღვიძარამ გამაღვიძა⏰. მოვწესრიგდი და სამზარეულოში შევედი სადაც გოგონები უკვე ყავას მიირთმევდნენ.
-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობისა, აი აიღე ეს შენია.-მარტამ მომაწოდა ჩემთვის განკუთვნილი ფინჯანი.
-მადლობა.
-აბ არ გვეტყვი გუშინ რა მოხდა?-მკითხა ნისამ.
-რა უნდა მომხდარიყო?🤷🏻♀️
-ჩვენ მაინც რას გვიმალავ გოგო გვითხარი.
-კარგი ხო ის ბიჭი ვნახე.-ვთქვი მობეზრებით.
-ვინ ბიჭი?🤔😌
-ოოო ვითო არ იცით ვინ!
-ხო კაი😄და რატო წამოხვედი? თან არც დაგველოდე?
-ისევ გაკოცა და მაგიტომ?😄-მითხრა მარტამ სიცილით და ნისაც აყვა.
-ნუ იცინით არაფერი მომხდარა ამდაგვარი, ნერვები მომიშალა, თქვენ გეძებეთ და რომ ვერგიპოვეთ სახლში წამოვედი.
-რატომ გაურბიხარ?-მკითხა ნისამ.
-იმიტომ, რომ არ მინდა მასთან არანაირი ურთიერთობა. და წავედით არ დავაგვიანოთ სამსახურში თორე ხომ იცი ნისა ჩვენი უფროსი რა კაპასი ქალია, ერთი შეცდომა და გამოგვაგდებს, ეს კი ჩვენ არ გვაწყობს.
-ხო მართალი ხარ, წავედით.
სამსახურში მივედით. ჯერ კლიენტები არ გვყავდა ამიტომ ტობის ვეხმარებოდით(ბარმენს).
მე (ბარი-სტოიკა) დახლის ქვემოთა თაროებს ვწმენდდი, ნისა კი ჭიქებს ალაგებდა ზემოდან. ტობი გავიდა ცოტახნით და გვითხრა მიმიხედეთ აქაურობას სანამ მოვალო.
-თუ შეიძლება 3 საშუალო ყავა.-მესმის ნაცნობი ხმა. კიდევ კარგი ვერ მხედავს🤭. ნისას ხელებით ვანიშნებ, ეს ის არის და დამეხმარე თქო. ახლა რა ვქნა.
-ახლავე მოგიტანთ.-უთხრა ნისამ და მერე მე შემომხედა. მანიშნა ადექიო და მეც ზურგით ავდექი, რომ არ დავენახე.
-ტელეფონშია ჩამძვრალი სამივე.-მეუბნება და მეც მშვიდად მივდივარ, ამ დროს კი უფროსიც გამოჩნდა.
-სარა.
-გისმენთ ქალბატონო.
-10წუთში მანქანა მოვა ბანანს მოიტანს, გადი გარეთ დაელოდე და ყუთები შემოიტანე.
-კაგით,ახლავე.
გარეთ გავედი, მანქანა მართლაც 10 წუთში მოვიდა, ბანანის ორი ყუთი გამოვართვი და წამოვედი. კარებთან მივედი უნდა გამეღო, მაგრამ ამ დროს ბიჭებიც გამოდიოდნენ და ერთ-ერთმა მისმა ძმაკაცმა კარი გამიღო. რომ არ დავენახე სახეზე ყუთები ავიფარე, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოვკარი და წონასწორობა ვეღარ შევინარჩინე. ყუთები ხელიდან გამივარდა, მაგრამ ეს არც ისე მძიმე ყუთები მისმა მეორე ძმაკაცმა დაიჭირა უპრობლემოდ. მე კი პირდაპირ იმ იდიოტს შევეჯახე, ვიღაც სხვას, რომ დავენახეთ იფიქრებდა ერთმანეთს ეხუტებიანო.😅😕თავი ავწიე და შევხედე.
-შენ???-გაუკვირდა და გაეღიმა, როცა დამინახა.
-მაპატიეთ.-მისი კითხვა დავაიგნორე, ყუთები ავიღე და წამოვედი.
———————————————
გადიოდა დღეები, თვეები, მაგრამ ჯეისი სარას ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს არ ყოფილაო ისე გაუჩინარდა. უკვე ერთი წელი გავიდა. სარამ და ნისამ უნივერსიტეტი დაამთავრეს, ეს რათქმაუნდა აღნიშნა სამეულმა💫. ნისამ ახლახანს დაიწყო მუშაობა მისი პროფესიით, სარა კი სანამ სხვა სამსახურს იშოვნიდა ისევ იმ კაფეში მუშაობდა. მას ჯეისი საერთოდ აღარ ახსოვდა, სახელი კი ისედაც არ იცოდა.
ჩვეულებრივად გადიოდა დღეები სანამ ეს დღე არ დადგა.
—————————————
-ზზზზ...ზზზზზ-ვგრძნობ ტელეფონის ვიბრაციას და მესმის მასში ჩართული მაღვიძარას ხმა. ძალიან მეძინება და მყუდროებას მირღვევს ეს.😕
ტელეფონს ხელებით ვეძებ და ვერ ვპოულობ ახლა კი ვყვირი.
-გათიშეთ ეგ წყეული ტელეფონი..-ვამბობ ისე რომ თვალებს არ ვახელ.
-კარგი...მორჩა გავთიშე..-მესმის მამაკაცის ბოხი ბარიტონი, რომელმაც როგორც ჩანს გათიშა ტელეფონი. მეც ისევ ძილის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ უცებ გავიაზრე რაც მოხდა და იმწამსვე გავახილე თვალები. როგორც ჩანს მანქანაში ვზივარ და ჩემს გვერდით სავარძელზე უცნობ მამაკაცს ძინავს, უფროსწორად უკვე გაიღვიძა და სიტუაციის გაანალიზებას ცდილობს. მის თვალებს ვერ ვხედავ რადგან შავი სათვალე უკეთია.
-უკაცრავად თქვენ ვინ ხართ?ან აქ როგორ მოვხვდი?-ვკითხე მას.
-სარა?...შენ ხარ?-გაკვირვებული მიყურებს და მეკითხება.
-ჩემი სახელი საიდან იცით?გიცნობთ?-არანაკლებ გაკვირვებული ვეკითხები.
-..ჯეისი ვარ ..მე შენ პირველი კოცნა მოგპარე აღარ გახსოვს?-სათვალე მოიხსნა და შემომხედა. ეს შავი თვალები, რომ არა ვერც კი ვიცნობდი ისეთი შეცვლილია, უფრო გასიმპატიურებულია და დასერიოზულებილია. ულვაშიც ცოტა წამოზრდილი აქვს.
-შენნ?..ვერაფერს ვხვდები აქ რას ვაკეთებ? ან გუშინ რა მოხდა?-დავიწყე ფიქრი-მახსოვს, რომ ბარში წავედი დასალევად....სასმელი შევუკვეთე შემდეგ კი....შემდეგ.... არა არაფერი მახსოვს რაც ამის შემდეგ მოხდა.-თავი ამტკივდა ამდენი ფიქრისგან.
-შენ ჩუმად რატომ ხარ?გახსოვს რა მოხდა გუშინ?
-ვიხსენებ, მაგრამ უშედეგოდ.-ეს თქვა და გადავიდა მანქანანიდან, მეც გადავედი.
-სად მიდიხარ?
-ჩემს სახლში.-ამბობს უემოციოდ, არც კი მიყურებს და მიდის პირდაპირ ორსართულიანი სახლისკენ. მოიცა..სახლთან მოვედით და არც კი შევსულვართ??რა უცნაურია🤔.
-მოიცა..დამელოდე..მეც მოვდივარ.-უკან გავყევი, სანამ პასუხებს არმივიღებ არსად წასვლას არ ვაპირებ.
YOU ARE READING
"Love is the answer"
Storie d'amoreსარა არის ნორმალური გოგონა, ნორმალური ცხოვრებით. ერთ დღეს კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება....💙