ამ პატარა ფიკს @anniebightwood13-ის დაბადების დღისთვის საჩუქრად ვთარგმნი და მას ვუძღვნი.😍😍🎁🎁
სულ რვა თავიანი იქნება და ყოველ დღე დავდებ. ასევე Sapatare, us death-ის ავტორისაა. იმედია ისიამოვნებთ და ბოლომდე წაიკითხავთ. 😘😘
-ჯიმინ, ხომ გესმის... რატომ დუმხარ?
ჯიმინი დივნის კიდეზე ჩამოჯდა, ფეხები გამართა და ხელის გულები მუხლებს შორის მოაქცია:
-და რა ვთქვა?
-ესეიგი, კარგად ხარ? - ნამჯუნი არ უყურებდა მას: დაბნეული მზერით ათვალიერებდა სასტუმრო ოთახს.
-არა, არ ვარ კარგად, -თქვა ჯიმინმა დაუფარავი გაღიზიანებით: -ფანჯრის რაფაზე!
ორი წლის განმავლობაში მან ნამჯუნის ჩვევები შეისწავლა. ის, როდესაც ლინზებს იხსნიდა, გამუდმებით ვერ პოულობდა სათვალეებს, ამიტომ ყოველ ჯერზე სხვა ადგილზე ტოვებდა. შემდეგ მთელ სახლში დაბოდიალობდა და სათვალეებს ეძებდა.
ჯიმინმა მჭიდროდ მოუჭირა მუხლებს ხელები: ჯერ კიდევ წინა წელს ეს საცოდავი ძიებები საყვარლად ეჩვენებოდა...
-სხვა რაფაზე, -წარმოსთქვა მან, როდესაც ნამჯუნი იქ არ მივიდა.
ნამჯუნი სასტუმრო ოთახის ბოლოში გავიდა და აღარ დაბრუნდა - გადაწყვიტა საუბარი ჯიმინის ზურგს უკნიდან გაეგრძელებინა. თვალებში შეხედვის ეშინია? ასეთ სენტიმენტალურობას ჯიმინი ნამჯუნისგან არ ელოდა. მას კი თითქმოს მართლაც რცხვენოდა.
-იმედი მაქვს, არ იტყვი, რომ... მოკლედ, არ მოაწყობ სცენებს. ადამიანები შორდებიან, ეს ნორმალურია.
ჯიმინმა ნაძალადევად გაიცინა:
-სადმე ხედავ სცენას?
-მე ვხედავ, რომ ბრაზობ.
-ეს ნორმალურია, არა? მართალია, მე ვბრაზობ, რადგან... რადგან ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად გვქონდა. ჩვენ ხომ ლამის ყოველ დღე ვურეკავდით ერთმანეთს! არ შეგეძლო თქმა? -ჯიმინმა თავი ნამჯუნისკენ მიატრიალა და დაამატა: -როგორი მშიშარა ნაბიჭვარი ხარ!
YOU ARE READING
თეთრი სპილო 🔞 [JIKOOK] დასრულებული
Fanfictionჯიმინის აწყობილი ცხოვრება ერთ დღეში იცვლება: ყოფილი საყვარელი ცოლს ირთავს და ქუჩაში ტოვებს მდიდრული ტანსაცმელებით სავსე ხუთი ჩემოდნით, მანქანით და ცხენით.