თავი: 3

1.3K 184 41
                                    

კვირა საღამოს - როდესაც ის აღნიშნავდა უმუშევარის სტატუსის შეძენის ერთი კვირის თავს  და ათი დღის უსახლკაროს სტატუსის  - ჯიმინს რვა უარი ჰქონდა საკადრო სააგენტოებიდან და ერთადერთი სამსახურის შემოთავაზება. ის შეიძლება აეყვანათ მარკეტოლოგად სამიათას ხუთასად გამოსაცდელი ვადით. თუმცა ხელფასი ძალიან ცოტა იყო: ჩერჩილის შენახვა უფრო ძვირი უჯდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ საჭმელზე, მობილურზე და საწვავის ფულზე. ხო კარგი, მეტროთიც შეიძლება.

დამსაქმებლები არ ჩქარობდნენ მასზე გამოკიდებას, სამაგიეროდ <მწვანე ხავერდის> ბუღალტერია განსაკუთრებული დაჟინებით ურეკავდა ჯიმინს დღეში სამი-ოთხჯერ. ჩვეულებრივ ის არ იღებდა ყურმილს, ხვდებოდა, რა თქმა უნდა, რომ მათგან გამუდმებით ვერ დაიმალებოდა: ბოროტ ბუღალტერს ტყვედ ჩერჩილი ჰყავდა. 

შაბათ-კვირა ჯიმინა თითქმის ჯინის სახლში გაატარა. სამაგიეროდ სახლის პატრონი მთელი შაბათი დღე არ გამოჩენილა სახლში  და ვიღაცას შეხვდა კლუბში.

ჯიმინის ფიქრები ხშირად ტრიალებდა ჯონგუკის გარშემო. ეს ცუდის ნიშანი იყო. ძალიან  ცუდის. როდესაც საარსებო ფული გჭირდება და მალე ყველაფერს დაკარგავ,თუ არ იპოვი სამსახურს, ამის მაგივრად კი მამაკაცზე ფიქრობ და ასჯერ ატრიალებ თავში, თუ როგორ კოცნიდი მას, ეს ძალიან ცუდის ნიშანია.

 ჯიმინს არც კი წარმოედგინა ჯერ, რამდენად ცუდი, რადგან მას ადრე მსგავსი რამ არასოდეს შემთხვევია. კოცნები  იყო, მაგრამ შემდეგ რომ ისინი ამდენჯერ გაეხსენებინა... ასეთი რამ არასოდეს ყოფილა.

 თუმცა არა... იყო, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ. მეათე კლასში ჯიმინი კლასელზე იყო შეყვარებული. ნათელია, რომ კოცნამდე საქმე მაშინ არ მისულა: ჯიმინს მასთან სულ სამჯერ ჰქონდა ნალაპარაკები, მაგრამ ასეთი მიუწვდომლობა და სიშორე  ვნების ობიექტისგან  რაღაც გიჟურ ფორმებს იღებდა. ჯიმინი მასზე ფიქრობდა გაკვეთილებზე, სიზმარში ხედავდა მას, ასამდე სცენარს იგონებდა, თუ როგორ მივიდოდა მასთან და დაელაპარაკებოდა... მაგრამ ის მიეჩვია იმ აზრს, რომ მსგავსი შეპყრობა მოზარდობის ასაკთან იყო დაკავშირებული და ჰორმონებთან, მაგრამ ახლა ის სრულიად ზრდასრული ადამიანი იყო და ისევ შეემთხვა რაღაც მსგავსი. ჯონგუკის ყოველ ნახვაზე მის შიგნით რაღაც იხვეოდა  ძლიერად, ისე რომ სხეული ფეთქავდა დაძაბულობისგან.

თეთრი სპილო 🔞 [JIKOOK] დასრულებულიOnde histórias criam vida. Descubra agora