ჯიმინმა ყველაფერი ჩაალაგა, რაც ყუთიდან ამოაწყო, და სწრაფად ჩაიცვა, შემდეგ ყუთი ხელში აიღო და დერეფანში გავიდა. სასტუმრო ოთახის ორმაგი კარები გაღებული იყო, და ჯონგუკი იქ კუთხიდან კუთხეში დადიოდა.
ის შეჩერდა, როდესაც ჯიმინი შეამჩნია. მან მაგიდაზე დადგა ყუთი და დაილაპარაკა, ჯონგუკისთვის თვალებში შეხედვა ვერ გაებედა.
- იქნებ, ახლოს რომელიღაც მაღაზიაა ან ყვავილების სალონი? მე შეფუთვა გავაფუჭე. რა აღარ ვთქვი... მაპატიე.
ის ჩუმად ლაპარაკობდა და უემოციოდ, როგორც რობოტი.
ჯონგუკმა ხელში დაატრიალა მოგლეჯილი ბანტი.
-ვერ მოვასწრებთ, თან დიდი არაფერია. მომისმინე, ეს შენ მაპატიე, მე სიურპრიზზე გითხარი, ოთახში შეგიყვანე და.. დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან მნიშვიშვნელოვან პროექტს დამკვეთთან. დამკვეთი ამერიკიდანაა. და იქ... მნიშვნელობა არ აქვს. მომიწია ნოუთბუქთან დაჯდომა...-ჯონგუკმა კეფა მოიწმინდა თითებით. -მოკლედ, ეს მე ვარ დამნაშავე.
ჯიმინმა თავი გააქნია და ტუჩებს მოუჭირა. მოქმედება რაღაც ბავშვურ წყენას ჰგავდა.
-წებოვანი ლენტი გაქვს? -იკითხა მან. -ვეცდები დავაწებო.
- კარგი არაუშავს... შემიძლია უბრალოდ ყუთი მივცე. ეს მდივანმა წაიღო და შეაფუთინა, მე თვითონ არ დავიწყებდი, -ჯონგუკმა სახეში შეხედა ჯიმინს, და ვერ შეძლო მის მზერას შეხვედროდა, დაამატა: -ჯონჰიონს ერთი კომპლექტი დაეკარგა თავისი აღჭურვილობის, როდესაც რომელიღაც კანიონზე წავიდა.
-მოკლედ, გაქვს წებოვანი ლენტი?
ჯონგუკმა მხრები აიჩეჩა და სამზარეულოს უჯრაში ქექვა დაიწყო.
-აი, -გაუწოდა მან ლენტი და მაკრატელი.
ჯიმინმა აიღო ისინი და დივანთან მივიდა. ჯონგუკი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და თვალს ადევნებდა მას, სანამ ქაღალდს აწებებდა. საბოლოოდ საკმაოდ კარგი გამოვიდა, თუმცა საჩუქარს მაინც ჰქონდა ოდნავ დაკუჭული და შელახული შეხედულება.
YOU ARE READING
თეთრი სპილო 🔞 [JIKOOK] დასრულებული
Fanfictionჯიმინის აწყობილი ცხოვრება ერთ დღეში იცვლება: ყოფილი საყვარელი ცოლს ირთავს და ქუჩაში ტოვებს მდიდრული ტანსაცმელებით სავსე ხუთი ჩემოდნით, მანქანით და ცხენით.