თავი: 4

1.8K 179 104
                                    

სახლი, რომელიც იდუმალმა არაბმა თემინს უყიდა, რამდენიმე ქუჩის დაშორებით იყო ნამჯუნის სახლიდან, ასე რომ ჯიმინი ნაცნობ უბანში მიდიოდა თავდაჯერებული -როგორც საკუთარ სახლში.

გზაში ჯონგუკმა ცოტა მოუყვა თავისი ძმის შესახებ, რომელმაც ამ ზაფხულში იურისტის დიპლომი მიიღო  და რამდენიმე თვით სამოგზაუროდ წავიდა, რომ აგვისტოში მშობლების  საადვოკატო ფირმაში სამსახური დაეწყო. ჯიმინმა საპასუხოდ გაიგო, რომ მის მშობლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ.

-მე ვფიქრობ, -ჯონგუკმა მოულოდნელად სერიოზულად  დაილაპარაკა და ჯიმინისკენაც კი მიტრიალდა, -რომ ეს კარგია, როდესაც ჩვენ დაახლოებით ერთი წრიდან ვართ. მგონია, რომ ჩვენ ბევრ რამეში ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს.

-შესაძლოა, ასეც არის, -უპასუხა ჯიმინმა.

-ფინანსურ მდგომარეობაში სხვაობა ყველაფერს აფუჭებს. ურთიერთობა პირადულიდან ყოველთვის ეკონომიკურში იზრდება. მე გამოცდილება მქონდა... მძიმე, როდესაც შენი პარტნიორი გაფასებს  საფულის სისქით, ელოდება, რომ შენ გადაიხდი ყველაფრისთვის. მე ვიცი, უფრო სწორად, ვხედავ, რომ ბევრს ეს აწყობს. ისინიც არ ელიან, რომ მათ მიმართ გულწრფელები იქნებიან, უბრალოდ ყიდულობენ ლამაზ სხეულს, ისინი კი თავს იკატუნებენ. ზოგჯერ არც იკატუნებენ, ყველაფერს ღიად ამბობენ. ეს ფაქტიურად შანტაჟია: თუ შენ მე არ მაძლევ ამას, მე წავალ იმასთან, ვინც მომცემს.

ჯიმინი, რომელსაც ჰქონდა  ასეთი გამოცდილება, ოღონდ საპირისპირო, დაიძაბა. მას არ მოსწონდა ეს საუბარი. მას არ მოსწონდა მორიგი გახსენება იმის, თუ ვინ იყო ის ნამჯუნისთვის, და ჯონგუკისთვისაც კი - ოღონდ ჯონგუკმა ეს არ იცოდა.  ჯონგუკთან სიმართლის გამჟღავნებით  ყველაფერი უარესად იყო, ცინიკურად და გამყიდველად.  ნამჯუნთან მას ურთიერთობა უნდოდა, ჯონგუკთან კი მას შეთანხმების გაფორმება უნდოდა ცხენის გაყიდვაზე. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავდა, რომ მას არ სურდა ურთიერთობა!

თეთრი სპილო 🔞 [JIKOOK] დასრულებულიWhere stories live. Discover now