ორშაბათს ჯიმინმა სამსახურში დააგვიანა იმის მიუხედავად, რომ ჩვეულებრივზე ადრე ადგა. მას მარშრუტიც გრძელი ჰქონდა და რთული. მთელი ღამე არ აძინებდა ფულზე და ჩერჩილზე ფიქრი და ზოგჯერ, მრავალფეროვნებისთვის, ჯონგუკზე.
პარკინგზე ოფისის წინ უკვე იდგა დირექტორის შავი მანქანა. ჩვეულებრივ დირექტორი თერთმეტის ნახევარზე ადრე არ ჩნდებოდა, განსაკუთრებით ორშაბათობით, მაგრამ დღეს ჯიმინს ისევ არ გაუმართლა. ბოლო სამი დღეა წარუმატებლობა ერთიანად დაატყდა თავს! წარმატებულად მხოლოდ ჯონგუკთან შეხვედრა შეიძლებოდა ჩათვლილიყო. მასზე გაფიქრებისგან ჯიმინის სითბო ჩაეღვარა, დილა კი აღარ იყო ისეთი საზიზღარი და უაზრო.
ჯიმინი თავის კაბინეტამდე არ იყო მისული, რომ სამზარეულოსკენ შეუხვია. კაბინეტში მუშაობას აზრი არ ჰქონდა ძლიერი შავი ყავის გარეშე.
სამზარეულოში ჩართული ტელევიზორის წინ დირექტორის მდივანი ჩანმი იჯდა.
-ო, როგორც იქნა! -წამოიძახა მან ჯიმინის დანახვისას. -მე უკვე დარეკვას ვაპირებდი, იქნებ დაგავიწყდა, რომ დღეს სამსახური გაქვს. როგორ იმოგზაურე?
-ნორმალურად, -ჯიმინმა ჭიქა აივსო, - აქ როგორ მიდის საქმე? დირექტორი კანი არ მეძებდა?
-სპეციალურად არ გეძებდა, მაგრამ თქვა, რომ როგორც კი მოხვიდოდი, მაშინვე მასთან შესულიყავი.
ჯიმინს ჩანმის ხმა საეჭვო ეჩვენა.
-რამე მოხდა? -იკითხა მან.
-ჯერ არავინ არ იცის, გარდა დირექტორის, ამიტომ არ თქვა, რომ მე შენ გითხარი.
-კარგი.
-შენი პროექტი იხურება. და მე მგონია, რომ კანი შენ მოგთხოვს...იმას... - ჩანმიმ სწრაფად შეხედა მას, შემდეგ კი ისევ აარიდა თვალი.
ჯიმინს მოეჩვენა, რომ გული გაუჩერდა. ის სკამიდან წამოხტა და ფანჯარასთან მივიდა.
YOU ARE READING
თეთრი სპილო 🔞 [JIKOOK] დასრულებული
Fanfictionჯიმინის აწყობილი ცხოვრება ერთ დღეში იცვლება: ყოფილი საყვარელი ცოლს ირთავს და ქუჩაში ტოვებს მდიდრული ტანსაცმელებით სავსე ხუთი ჩემოდნით, მანქანით და ცხენით.