ერთ უდიდეს იმპერიაში ცხოვრობს იმპერატორი,სახელად სუნჯონგი.მას ჰყავს მეუღლე სანჯონგი,და ასევე ორი ტყუპი ვაჟი,გოჯონგი და იუნგჯონგი.თავად იმპერატორი მკაცრი,მაგრამ სამართლიანია.არ აინტერესებს პოლიტიკა და გადაწყვეტილებებს ყოველთვის იმპერიის სასიკეთოდ იღებს.რაც შეეხება დედოფალს,ის ზედმეტად მგრძნობიარე და თბილი დედაა.ორივე ვაჟს ყოველთვის ერთმანეთის და ხალხის სიყვარულისკენ მოუწოდებს.ყოველთვის ეუბნება რომ ერთ დღეს რომელიმე მათგანი იმპერატორი გახდება და თუ მათ თავიანთი ხალხის სიყვარული არ ექნებათ ვერც კარგი მართველები და ვერც ხალხისთვის საყვარელი იმპერატორები გახდებიან.დედოფალი ასევე ზრდის გოგონას სახელად თაეიანგი რომელიც იმპერატორმა ბრძოლის ველზე გადაარჩინა.ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო როდესაც იმპერიაში მოხვდა ამიტომ დედოფალი მასზე ისე ზრუნავდა როგორც მის ტყუპ ვაჟებზე.თაეიანგი ბიჭებზე ერთი წლით უმცროსია.ის ძალიან ლამაზი და კეთილი გოგონაა.დედოფალმა მას მისი იმპერიაში მოხვედრის ისტორია რვა წლის ასაკში მოუყვა.რადგან არ უნდოდა გოგონა ტყუილში გაზრდილიყო.გადავიდეთ ძმებზე.იმის მიუხედავად რომ ისინი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გვანან,ხასიათებით ისე განსხვავდებიან როგორც ცა და დედამიწა.გოჯონგი ამბიციური და ლიდერობის ნიჭით დაჯილდოებული ბიჭია.უყვარს როცა ყველაფერში პირველია და არასდროს კმაყოფილდება მინიმუმით.მას სჯერა რომ მომავალში იმპერატორი სწორედ ის გახდება. ხოლო იუნგჯონგი,მას არასოდეს სდომებია იმპერატორობა.არც ბრძოლა და ვარჯიშები იზიდავს მისი ძმისგან განსხვავებით.იმიტომ რომ რამდენჯერაც გოჯონგთან ბრძოლა მოუწია ყოველთვის გამარჯვებული აღმოჩნდა,ამის გამო კი გოჯონგი ყოველთვის ეუხეშებოდა.იუნგჯონგს ბრძოლას და ვარჯიშებში დროის ფლანგვას ყოველთვის ურჩევნია თაეიანგთან გაატაროს დრო.ისინი ბავშობიდან ახლოს არიან ერთმანეთთან.როცა გოჯონგი ვარჯიშებით იყო გართული, ისინი იმპერიის ეზოში დარბოდნენ და შენიშვნებს იღებდნენ.როდესაც ძმები თხუთმეტი წლის გახდნენ მათ თაეიანგმა თავის ხელით ორი ერთნაირი ყელსაბამი გაუკეთა და აჩუქა.განსხვავება მხოლოდ იეროგლიფებში იყო.გოჯონგის კულონს მთვარე ეხატა.იუნგჯონგისას კი მზე.როდესაც დედოფალმა თაეიანგს სთხოვა მისი საჩუქარის მნიშვნელობა აეხსნა მან თქვა,რომ მზე და მთვარე ინდივიდებისთვის წარმოადგენს ერთიან არსებას,მთლიანობას და არა განსხვავებულ "ადამიანებს"ზრდასრულ ასაკში მზისა და მთვარის შეერთება ხშირადაა მოუმწიფებელი გრძნობების მიზეზი.ამ დროს მთვარე გაუცნობიერებლად,უნებლიედ ცდილობს უარყოს მზე,მაგრამ მის გარეშე ის არარაობაა...ამიტომ როგორც მთვარე ვერ იარსებებს მზის გარეშე ისე ვერ იარსებებს მზე მთვარის გარეშე.ეს საჩუქარი კი იმის ნიშანია რომ ისინი შეიძლება განსხვავებულები არიან,მაგრამ რეალურად ორივე ერთია.და ისინი ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებენ.დედოფალიც და იმპერატორიც ამ სიტყვებით აღფრთოვანებული დარჩა.გოჯონგი თაეიანგის მინიშნებას მიხვდა.მინიშნება იყო რომ სამომავლოდ მან როგორც არ უნდა ეცადოს მისი ძმის უარყოფა არაფერი გამოუვა.ამან გოჯონგი ძალიან გააღიზიანა.როდესაც საჩუქრების მიღება დასრულდა დაიწყო წვეულება...იუნგჯონგმა თაეიანგი საცეკვაოდ გაიწვია.
-მადლობა ასეთი ორიგინალური საჩუქრისთვის.ძალიან მომეწონა როგორც ყელსაბამი,ასევე მისი მნიშვნელობაც.ეუბნება იუნგჯონგი თაეიანგს.
-მიხარია თუ მოგეწონა.იმედია გოჯონგი მინიშნებას მიხვდა.უპასუხა თაეიანგმა.
-მინიშნება?შეგიძლია განმიმარტო?
-ვფიქრობ უფრო დაკვირვებული უნდა გახდე იუნგჯონგ.
-რეალურად მე ყველაფერს მივხვდი,მაგრამ მინდოდა შენი განმარტებაც მომესმინა.ღიმილით პასუხობს იუნგჯონგი.
-ვიცი რომ რაც ღიად გამოვხატე იმას ისედაც მიხვდებოდი,მაგრამ შენს საჩუქარს კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს.
-ო მართლა?
-დიახ.და რომ ვერ შეამჩნიე ძალიან მეწყინა.დამწუხრებით პასუხობს თაეიანგი.
-კარგი რაა.ხომ იცი შენნაირი ჭკვიანი არ ვარ.ამიტომ გთხოვ მითხრა.
-მაპატიე,მაგრამ არა.მინდა თავად მიხვდე.
-კარგი ვიფიქრებ.უპასუხა იუნგჯონგმა.როდესაც ისინი ცეკვავდნენ მათ მიუახლოვდა გოჯონგი და ძმას სთხოვა ცოტახნით თაეიანგთან ცეკვის უფლება მიეცა.იუნგჯონგიც დათანხმდა,ცეკვა შეწყვიტა და მის ტახტს დაუბრუნდა.
-თაეიანგ მადლობას გიხდი საჩუქრისთვის.მაგრამ მაინტერესებს კულონი მთვარის გამოსახულებით მაინცდამაინც მე რატომ მომეცი?ეკითხება გოჯონგი.
-ოჰ გოჯონგ...შენ არ იცვლები.ღიმილით პასუხობს თაეიანგი.
-იუნგჯონგის საჩუქარს სხვა ახსნაც აქვს ხო?
-კი ასეა.უპასუხა თაეიანგმა.
-ვიცოდი.თქვენ ორი ბავშვობიდან ძალინ ახლოს იყავით ერთმანეთთან.რატომ?
-იმიტომ რომ შენ ჩვენთან ერთად გართობას ყოველთვის ვარჯიშს ამჯობინებდი.ირონიით პასუხობს თაეიანგი.
-იმიტომ რომ მე იმპერატორი უნდა გავხდე.
-ასე დარწმუნებით რატომ ამბობ?იმპერატორი შეიძლება იუნგჯონგიც გახდეს.გაღიზიანებით პასუხობს თაეიანგი.რაზეც გოჯონგმა ირონიულად უპასუხა.
-იუნგჯონგი?ის ზედმეტად კეთილი და უინტერესოა ამისთვის.
-გეთანხმები,მაგრამ რამდენჯერაც თქვენს შორის ბრძოლა გაიმართა იმდენჯერ იუნგჯონგმა მოიგო.ამიტომ თუ ის დაინტერესდება ვარჯიშებით და იმპერიის საკითხებით ვფიქრობ შესანიშნავი იმპერატორი დადგება.ამაყად უპასუხა თაეიანგმა.
-ყოველთვის მის მხარეს რატომ ხარ?!კითხულობს გოჯონგი.
-გახსოვს?ათი წლის რომ იყავი ლაშქრობაში ვიყავით წასული.შენ სადღაც ძალიან ლამაზ მდელოზე წამიყვანე.ვთამაშობდით,ხოლო როდესაც უკან ვბრუნდებოდით მითხარი რომ როცა იმპერატორი გახდებოდი ცოლად მომიყვანდი.მე კი გიპასუხე რომ ცოლად მხოლოდ იუნგჯონგს გავყვებოდი...სწორედ ამიტომ.
-მახსოვს.ამის შემდეგ შენთან აღარასდროს მითამაშია.ღიმილით პასუხობს გოჯონგი.
-კი სამწუხაროდ ასეა.
-და იგივე ახლა რომ გითხრა რას მეტყოდი?ეკითხება გოჯონგი.
-იმას რომ ხუთი წელი გავიდა და შენ მხოლოდ ძალა მოგემატა.
-რას გულისხმობ?
-მაშინ ბავშვები ვიყავით და ჩვენს სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხს არ ვაგებდით.ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით და ვამბობდით რაც გვინდოდა.ის სულელური კითხვაც და პასუხიც ამის ბრალი იყო.მაგრამ თუ თხუთმეტი წლის ასაკში იგივეს მკითხავ ჩავთვლი რომ ტვინი საერთოდ არ მოგმატებია.ირონიით პასუხობს თაეიანგი.
-ამ ნათქვამის გასაანალიზებლად დრო მჭირდება.ასევე ირონიით ეუბნება გოჯონგი.
-ნუ ხარ ცინიკოსი.მშვენივრად იცი რომ მიხვდი რაც გითხარი.
-კარგი,კარგი ნუ ბრაზდები.თემა შევცვალოთ.
-ვფიქრობ საკმარისად ვისაუბრეთ.შენისნებართვით ჩემს ადგილს დავუბრუნდები.ეუბნება თაეიანგი და ცეკვას წყვეტს.
-მეწყინა.ეუბნება გოჯონგი თავს უკრავს და ორივე მის ადგილს უბრუნდება.
-ხო არ დაიღალეთ.ეკითხება დედოფალი ბავშვებს.
-სიმართლე გითხრათ ძილი მომერია.პასუხობს თაეიანგი.
-დედოფალო მეც აღარ შემიძლია ამდენი ხალხის ყურება.შეიძლება გავიდეთ?ეუბნება იუნგჯონგი.
-ისევ თქვენ ორი უჩინარდებით და მე მიწევს ყველაფრის ატანა?ეუბნება მათ გოჯონგი.
-ძმაო შეგიძლია შენც წამოხვიდე.პასუხობს იუნგჯონგი.
-ხალხის წვეულებაზე მიტოვება უპატივცემულობაა.შეგიძლია ერთხელ მაინც მოიქცე ისე როგორც იმპერატორს შეეფერება?უხეშად ეუბნება გოჯონგი.ამაზე კი იუნგჯონგი სიცილს იწყებს და პასუხობს:
-არა!იმიტომ რომ ჯერ არც მე ვარ იმპერატორი და არც შენ.ამაზე გოჯონგი ძალიან გაღიზიანდა.როდესაც დედოფალმა დაძაბულობა შეამჩნია შეწუხდა.თაეიანგს და იუნგჯონგს უფლება მისცა წვეულება დაეტოვებინათ.გასვლისას იუნგჯონგმა ისევ სიცილი დაიწყო და გაბრაზებულ გოჯონგს მხარზე ხელი დაარტყა "გამძლეობას გისურვებ"-ის ნიშნად.როდესაც გარეთ გავიდნენ და სეირნობა დაიწყეს თაეიანგმა იუნგჯონგს კითხა:
-კიდევ ვერ მიხვდი შენი საჩუქრის მნიშვნელობას?
-ვერა.როდესაც გოჯონგს ეცეკვებოდი მაგაზე ვფიქრობდი,მაგრამ ვერ ამოვხსენი.
-კარგი.იმედია მალე მიხვდები.ღიმილით პასუხობს თაეიანგი.
-თუ ვერ მივხვდი ხომ მეტყვი.
-არა!მტკიცე უარით უპასუხა თაეიანგმა.
-კარგი მთელი ღამე ამაზე ვიფიქრებ მაშინ.
-ჯობს დაისვენო.ხომ იცი ხვალ გოჯონგს უნდა შეებრძოლო.
-ხო იცი როგორ არ მინდა ეს.დამწუხრებული ეუბნება იუნგჯონგი.
-კი ვიცი.რომ მოიგებ გოჯონგი კიდევ ერთი კვირით არ დაგელაპარაკება.სიცილით პასუხობს თაეიანგი.
-კი ასეა.სიცილს იწყებს იუნგჯონგიც.
-მალე წვეულება დამთავრდება.აჯობებს დაისვენო.მეც ძალიან დავიღალე და მეძინება.
-კარგი მაშინ ძილინებისა.ხვალ შევხვდებით.უთხრა იუნგჯონგმა თაეიანგს და დაემშვიდობა...გადავწყვიტე ახალი ფიკი დამეწყო.არავითარი სპოილერით.იმედია მოგეწონებათ და კარგი გამომივა.😊💜