ხმები მალე გავრცელდა ახალ იმპერატორთან დაკავშირებით.ყველამ გაიგო რომ გოჯონგი იმპერატორი გახდა, და გასაკვირიც არ იქნება თუ გეტყვით რომ ეს ამბავი არავის გახარებია.
დრო გადიოდა,ის უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა.ყველა თავიდან მოიშორა ვისაც კი ოდესმე მისთვის რაიმე უთქვამს ზედმეტად.ის მსახური რომელზეც დედოფალმა ბოდიშის მოხდა აიძულა,ყველა მსახურის თვალწინ სიკვდილით დასაჯა.მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით შეეჯახა.რათქმაუნდა ეს მიზეზი იყო იმისთვის რომ ადრინდელი წყენის გამო შური ეძია.და ხელიდან არც გაუშვია ეს შანსი. ხალხი ვეღარ ითმენდა მის ამგვარ სისასტიკეს,მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ რადგან ეშინოდათ.ეშინოდათ რომ სიცოცხლეს მსახურებივით დაასრულებდნენ.
ოთხი წელი ასე გრძელდებოდა,
გოჯონგი სასტიკად ბატონობდა იმპერიაზე,შეწინააღმდეგებას კი ვერავინ უბედავდა.ვერც მისი ძმა და ვერც თაეიანგი.ყველაფერი მაშინ აირია როცა ხალხმა ხმის ამოღება დაიწყო.ითხოვდნენ რომ გოჯონგს ტახტი დაეტოვებინა და იუნგჯონგი ასულიყო მის ნაცვლად.ამაზე კი რათქმაუნდა გოჯონგი მწარდებოდა.იმპერიის ეზოდან ყოველ დღე ყველაზე ცოტა ხუთი გვამი გაჰქონდათ.
მხოლოდ იმიტომ რომ ის ხალხი ითხოვდნენ ადამიანებივით მოპყრობას. მოკლედ მისი სისასტიკე უკვე ზღვარს გადავიდა,იმდენად რომ საკუთარი ძმაც კი ვეღარ იტანდა მას.
დღეს ძმებს ოცი წელი უსრულდებათ,ამის აღსანიშნავად გოჯონდგმა გადაწყვიტა ცოლი შეერთო.მისი სურვილი კი არც მეტი არც ნაკლები თაეიანგის ცოლად მოყვანა იყო.რაზეც ძმებმა სამკვდრო სასიცოცხლო ჩხუბი გამართეს.საბოლოოდ იუნგჯონგმა აღიარა რომ თაეიანგი უკვე მის ცოლად ითვლება რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.რაზეც გოჯონგი განრისხდა და მოითხოვა თაეიანგი იმპერიიდან გაეძევებინათ.მის ბრძანებას რათქმაუნდა შეეწინააღმდეგა იუნგჯონგი რამაც ძმებს შორის ურთიერთობა უარესად დაძაბა.
ძმასთან ჩხუბის შემდეგ იუნგჯონგი ოთახში ბრუნდებოდა რა დროსაც შენიშნა ბაღში მჯდომი თაეიანგი.მასთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა.
-შენი და გოჯონგის საუბარი გავიგონე.ჩუმად ჩაილაპარაკა თაეიანგმა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.ხო იცი რა გულქვა ადამიანად იქცა.უთხრა იუნგჯონგმა.
-რატომ მოატყუე.ჰკითხა თაეიანგმა მას.
-და რა მექნა,უფლება მიმეცა შენზე ექორწინა?განრისხებული ტონით უპასუხა იუნგჯონგმა.რაზეც თაეიანგმა თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო.
-რატომ მოხდა ასე ყველაფერი,არ შეიძლებოდა სამივე ისე ვყოფილიყავით როგორც ნამდვილ და ძმას შეეფერება?არ შეიძლებოდა დედას და მამას ასე ადრე არ მივეტოვებინეთ?არ შეიძლებოდა უბრალოდ მშვიდად გვეცხოვრა?განწირული ხმით დაიწყო ყვირილი თაეიანგმა.
იუნგჯონგმაც მის ასეთ მდგომარეობას ვერ გაუძლო და ძლიერად ჩაიხუტა გულში.
-ნუთუ ჩვენი ურთიერთობა შენთვის იმაზე მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე და ძმის ურთიერთობაა.იკითხა იუნგჯონგმა.
-და რა აზრი აქვს ამას,რა აზრი აქვს ჩვენს ურთიერთობას თუ ბედნიერების უფლებას არასდროს არ მოგვცემენ.
ტირილი გააგრძელა თაეიანგმა და იუნგჯონგს მოშორდა.
-გპირდები ყველანაირად ვეცდები რომ უკან დავაბრუნო ძველი დრო.დრო როცა ყველა ბედნიერი იყო და იმპერატორის არავის ეშინოდა.უთხრა იუნგჯონგმა და იქაურობა დატოვა.
თაეიანგისpov:ოთახში ვბრუნდებოდი როცა ყური მოვკარი გოჯონგისა და მრჩეველის საუბარს,რაღაცაზე კამათობდნენ და გადავწყვიტე ჩუმად მომესმინა.
-ბატონო ხალხი აჯანყებულია და ითხოვენ იუნგჯონგი ავიდეს ტახტზე.თუ ასე გაგრძელდა დანებება მოგიწევთ.ეუბნება მრჩეველი.
-ამ ტახტის მისაღებად უამრავი ტყუილის მოფიქრება დამჭირდა და ფიქრობ ასე ადვილად დავთმობ?უთხრა გოჯონგმა.
-ვიცოდი რომ რაღაც ჰქონდათ ჩადენილი,მაგრამ საქმე თუ ტყუილთან იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა.გავიფიქრე ჩემთვის და უფრო დაკვირვებით დავიწყე მოსმენა.
-ხო მართლა,ვაპირებ მრჩეველი შევიცვალო.უთხრა გოჯონგმა მრჩეველს.
-კი მაგრამ ამას ვერ იზამთ.ნაძალადევი ღიმილით მიუგო მრჩეველმა.
-და ვინ დამიშლის?ცინიკურად ჰკითხა გოჯონგმა.
-თუ ამას გააკეთებთ ბატონ იუნგჯონგს ყველაფერს მოვახსენებ.ვეტყვი როგორ გააყალბეთ დედათქვენის წერილი.
-ეგ მე კი არა შენ ქენი.უთხრა გოჯონგმა.
-ეს თქვენი სურვილი იყო.თქვენ დამპირდით რომ სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მრჩეველი ვიქნებოდი.ყვირილი დაიწყო მრჩეველმა.გოჯონგმაც მისი მოსმენა აღარ ისურვა და თვალის დახამხამებაში წააცალა თავი. გვამს კი დააყოლა.