2თავი

244 37 0
                                    

ეს დღეც გათენდა.მაგრამ იუნგჯონგს ლოგინიდან ადგომაც კი არ უნდოდა.კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მობრძანდით.გასძახა გოჯონგმა.
კარი გაიღო და დედოფალი შევიდა.
-იუნგჯონგ რას შვრები,ერთ საათში ბრძოლა გაქვთ შენ კი ჯერ ლოგინიდანაც არ ამდგარხარ.ეუბნება დედოფალი.
-დედა კარგად იცი არასდროს მიზიდავდა ეს ბრძოლები და შეჯიბრებები.ცალყბად პასუხობს იუნგჯონგი.
-კარგი მორჩი წუწუნს და მოემზადე.ნუ ალოდინებთ ხალხს.უთხრა დედოფალმა და ოთახი დატოვა.
იუნგჯონგსაც სხვა გზა არ ქონდა,ადგა და მომზადება დაიწყო.როდესაც დაასრულა გარეთ გავიდა.უამრავი ხალხი შეკრებილიყო სასახლის ეზოში.იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე.
-ნეტავ რის სანახავად მოვიდნენ,რა არის ბრძოლაში საინტერესო.თავისთვის ჩაილაპარაკა იუნგჯონგმა.
-ხალხს აინტერესებს რამდენად ძლიერი იმპერატორი ეყოლება მომავალში იმპერიას.რადგან მათი ბედი სწორედ მომავალი იმპერატორის ხელში იქნება.უპასუხა მის უკან მდგომმა თაეიანგმა.
-ოჰ  ვერ შეგამჩნიე მაპატიე.გაკვირვებით უთხრა იუნგჯონგმა.
-არაფერია.და რას აპირებ დღეს,უნდა გაიმარჯვო?ღიმილით ეკითხება თაეიანგი.თან გზას მიუყვებიან.
-არ ვიცი,შეიძლება გავიმარჯვო შეიძლება არა.წელს გოჯონგი თავდაუზოგავად შრომობდა,ალბათ გამიჭირდება მისი დამარცხება.ეუბნება იუნგჯონგი.მის ნათქვამზე თაეიანგს ჩაეცინა.
-რატომ იცინი?ეკითხება იუნგჯონგი.
-უბრალოდ გოჯონგის რეაქცია წარმოვიდგინე თუ წელსაც შენ გაიმარჯვებ.სიცილით პასუხობს თაეიანგი.
-ღმერთო წარმოდგენაც არ მინდა.ეუბნება იუნგჯონგი და ორივე სიცილს იწყებს.ამ დროს მათ გზაზე გოჯონგი შეეფეთათ.
-ვატყობ დილიდან კარგ განწყობაზე ხართ.ეუბნება გოჯონგი.
-და გვაქვს მიზეზი რომ არ ვიყოთ?ეკითხება იუნგჯონგი.
-ნუ გამაღიზიანებ შენი პოზიტიური ხასიათით ახლა.ეუბნება გოჯონგი.
-პოზიტიურობა მხოლოდ დაძაბულ ხალხს აღიზიანებს.რამეზე ნერვიულობ გოჯონგ?ირონიულად ეკითხება თაეიანგი.
-სულაც არა.თავდაჯერებულად უპასუხა გოჯონგმა და გაიარა.
-ძმაო თუ გავიმარჯვე ისევ გაიბუტები?მიაძახა იუნგჯონგმა.
-თუ ისევ გაიმარჯვებ თავს მოვიკლავ..
უკან მიუხედავად მიაძახა გოჯონგმაც.რაზეც იუნგჯონგს ისევ გაეცინა.
-წამოდი მამასთან წავიდეთ.უთხრა თაეიანგმა იუნგჯონგს.
-სად მიდიხართ?მოესმათ ხმა.შეტრიალდნენ და დაინახეს იმპერატორი.
-მამა.როგორ ბრძანდებით.ჰკითხა თაეიანგმა.
-მშვენივრად როგორც ყოველთვის.ღიმილით უპასუხა იმპერატორმა.
- მამა წელს რატომღაც იმაზე მეტი ხალხი შეიკრიბა ვიდრე ოდესმე.რატომ?ეკითხება იუნგჯონგი.
-ადრე პატარები იყავით და იმდენად ყურადღების ცენტრში არ ექცეოდით.ახლა უკვე 15 წლისები ხართ.ოთს-ხუთ წელიწადში რომელიმე თქვენგანი  იმპერატორი გახდება.ამიტომ ხალხს აინტერესებს რამდენად ძლიერი მმართველი ეზრდება იმპერიას.უპასუხა იმპერატორმა და თავზე ხელი გადაუსვა.
-გასაგებია.უპასუხა იუნგჯონგმა.
-კარგი წავიდეთ,ნუღარ ვალოდინებთ ხალხს.თქვა იმპერატორმა და გზას გაუდგნენ.როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო იმპერატორმა ხალხს სიტყვით მიმართა.
-მოგესალმებით.ყველას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.დღეს ის დღეა რომელსაც ყოველწელს  მოთმინებით ველი.ალბათ გაგიკვირდებათ რატომ და გიპასუხებთ,იმიტომ რომ მიხარია როცა ჩემი ხალხი იმედის თვალებით უყურებს მათ მომავალ იმპერატორს,მიხარია რომ თქვენს თვალებში შიშს ვერ ვხედავ.როცა ჩემი ვაჟების ბრძოლას უყურებთ ყოველთვის თქვენს თვალებში ცეცხლი ინთება, მომავლის ხედვა და ახალი იმედები გეძლევათ.ეს კი მე მახარებს.ახლა კი დავიწყოთ ბრძოლა.წესები უცვლელია,ვინც პირველი მოახერხებს მოწინააღმდეგის კუთხეში მოქცევას გამარჯვებულად ის ჩაითვლება.იმპერატორმა ლაპარაკი დაასრულა და მის ტახტზე დაჯდა,დედოფლისა და თაეიანგის გვერდით.მალევე ძმებიც გამოვიდნენ რამაც ხალხის ხმაური გამოიწვია.ისინი იმპერატორისა და ხალხს შორის მოქცეულ მრგვალ სივრცის შუა  ნაწილში  დადგნენ.

《სასტიკი იმპერატორი》✔Where stories live. Discover now