4თავი

167 28 5
                                    

იმპერიაში სრული ქაოსი ატყდა.წამებში დაიცალა ხალხით სავსე დარბაზი და მხიარულება გაუგებარ წუხილმა ჩაანაცვლა.
ბავშვები ერთ ოთახში იყვნენ და ელოდებოდნენ ამბავს დედოფლისგან.
-რა მოხდა,შენ შიგნით იყავი.არაფერი დაგინახავს?ეკითხება იუნგჯონგი გოჯონგს.
-შენც იქ უნდა ყოფილიყავი და გვეცოდინებოდა.არა არაფერი დამინახავს.უხეშად უპასუხა გოჯონგმა.
-ახლა თქვენი კამათის დრო არ არის.აშკარაა რომ რაღაც სერიოზული მოხდა.მოვა დედა და ყველაფერს აგვიხსნის.უთხრა მათ თაეიანგმა.მალევე დედოფალიც შემოვიდა.მის დანახვაზე სამივე ფეხზე წამოდგა და გაოგნებული სახეებით ელოდებოდნენ იმას თუ რას იტყოდა დედა.
-ბავშვებო.წარმოთქვა დედოფალმა და ცრემლები წასკდა.მასთან თაეიანგი მივიდა და დასამშვიდებლად მოეხვია.
-დედა რაც არ უნდა მომხდარიყო,ყველაფერი კარგად იქნება.ჩვენ შენთან ვართ.უთხრა დედოფალს თაეიანგმა.
-ვიცი მძიმე იქნება თქვენთვის ამის მოსმენა,მაგრამ იძულებული ვარ გითხრათ.ლაპარაკი დაიწყო დედოფალმა.
-დედა დაიწყე გელოდებით.უთხრა გოჯონგმა.
-მოკლედ მტერმა დრო იხელთა ამ ხალხმრავლობაში და იმპერატორი მოწამლა.იმპერატორი გარდაიცვალა.უთხრა მათ დედოფალმა და თავი ვეღარ შეიკავა ტირილისგან.
-ვინ იყო,სად არის!ყვირილი დაიწყო გოჯონგმა.
-არ ვიცით მსახურებმა ვერ შეძლეს მისი პოვნა,ალბათ უკვე დატოვა სასახლე.
-კი მაგრამ როგორ.ეს როგორ შეძლო.თქვა იუნგჯონგმა.
-ახლა რა მოხდება.რა ბედი ეწევა იმპერიას იმპერატორის გარეშე.თქვა გოჯონგმა.
-ამაზე დედამ უნდა იფიქროს და არა შენ გოჯონგ.უთხრა მას თაეიანგმა.
-მისმინეთ  ხალხმა არ უნდა შეგვატყოს რომ ცუდად ვართ თორემ ნერვიულობას და ფორიაქს დაიწყებენ.ამან კი შეიძლება აჯანყება და კონფლიქტი გამოიწვიოს.ყველაზე მეტად კი თქვენ ორზე ვნერვიულობ.ხმა მალე გავრცელდება იმპერატორის სიკვდილთან დაკავშირებით,მტრები კი თქვეს მოკვლასაც შეეცდებიან,რადგან სწორედ თქვენ ხართ ტახტის მემკვიდრეები.უთხრა დედოფალმა ბიჭებს.
-დედა ამაზე ნუ ინერვიულებთ,ჩვენ არავის მივცემთ ამის უფლებას.უთრა იუნგჯონგმა.
-და რომელი ჩვენგანი დაიკავებს ტახტს?იკითხა გოჯონგმა.
-ნუთუ ახლა ამის დროა.გაბრაზდა თაეიანგი.
-მგონი ზედმეტად ერევი იმპერიის საკითხებში.უთხრა გოჯონგმა თაეიანგს.
-რას ნიშნავს ეს?!გოჯონგის სიტყვებზე დედოფალი განრისხდა.
-იმას რომ ის არ ეკუთვნის ამ იმპერიას.ის არ არის ჩვენი ოჯახის წევრი.მიუგო გოჯონგმა.ამ სიტყვების გაგონებაზე დედოფალი ფეხზე წამოდგა და გოჯონგს სახეში სილა უთავაზა.
-აღარ გაბედო მეორედ ამის თქმა.გასაგებია?!
-მე ხომ გითხარი რო თუ შენი პირიდან მსგავს რამეს კიდევ გავიგებდი არ გაცოცხლებდი.უყვირა იუნგჯონგმა გოჯონგს და საცემად გაიწია.ის თაეიანგმა დააკავა და სთხოვა რომ ყურადღება არ მიექცია.
-მოიცადეთ!ასეთი რამ პირველად არ გითქვამს თაეიანგისთვის?ჰკითხა დედოფალმა გოჯონგს.
ის კი პასუხს არ სცემდა.
-არა,ამ ნაძირალამ ეს უკვე მეორედ გააკეთა.უთხრა იუნგჯონგმა.
ამის გაგონებაზე დედოფალი თაეიანგს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.
-რატომ არ მითხარი ამის შესახებ.უთხრა თაეიანგს დედოფალმა.რის გამოც მას თვალები ცრემლით აევსო.
-შეიძლება ბრაზობთ,მაგრამ გოჯონგი მართალია.მე არ ვარ ამ ოჯახის წევრი და არც არასდროს ვყოფილვარ.მიუხედავად თქვენი ჩემდამი თბილი დამოკიდებულებისა ყოველთვის ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა.რაღაც რაც ქონდათ გოჯონგს და იუნგჯონგს.ეს ნამდვილი მშობლები იყო.დედოფალო ძალიან გთხოვთ ცუდად ნუ გამიგებთ რაც ახლა ვთქვი.თქვენ არასდროს არაფერი დაგიკლიათ ჩემთვის.არც სითბო,არც სიყვარული,არც განათლება...თქვენთვის ჩვენ სამნი ყოველთვის ერთი ვიყავით.მაგრამ ფაქტს ვერ შევცვლით მე არ ვეკუთნი  ამ ოჯახს,ამიტომ არ ვბრაზობ მის ასეთ სიტყვებზე და ნურც თქვენ გაუბრაზდებით მას.ამის მერე ვეცდები საკუთარი აზრი ჩემთვის შევინახო და თავზე არ მოგახვიოთ.თქვა თაეიანგმა.
-არა ასე ნუ ამბობ.შენ ძალიან ჭკვიანი ხარ და შენი რჩევები მე ყოველთვის მეხმარება.უთხრა მას იუნგჯონგმა.
-იუნგჯონგი მართალია.ასეთი რამ მეორედ აღარ გაიფიქრო.შენ ისევე გაქვს აზრის გამოხატვის უფლება როგორც მათ.უთხრა დედოფალმა და გულში ჩაიკრა.
-ჩემს ოთახში მინდა გასვლა.წამოიძახა გოჯონგმა.
-შეგიძლია გახვიდე.ცივად უპასუხა დედოფალმა.გოჯონგიც გამოვიდა და მას უკან იუნგჯონგი გაყვა.
-გაჩერდი!დაუძახა იუნგჯონგმა.
გოჯონგიც შეჩერდა და უთხრა.
-რა გინდა.
-ასე რატომ იქცევი.ყოველთვის რატომ ცდილობ თაეიანგს გული ატკინო.
-სიმართლე გაინტერესებს?უპასუხა გოჯონგმა.
-რათქმაუნდა.
-მაშინ გეტყვი.იმიტომ რომ ვიცი შენთვის ის რამდენად ძვირფასია.როცა მას გული სტკივა შენ უარესად იტანჯები,როცა ის ცუდ ხასიათზეა შენ უარესად ცუდ ხასიათზე ხარ,როცა მას რაღაც სტკივა შენ უარესად განიცდი ამას.სწორედ ამიტომ.უპასუხა გოჯონგმა.
-გამოდის რომ რადგან მე ვერაფერს მაკლებ ცდილობ თაეიანგი გამოიყენო ჩემს დასატანჯად?
-დიახ.ცინიკურად უპასუხა გოჯონგმა.
-კი მაგრამ რატომ,რა დაგიშავე ასეთი რომ ასე გძულვარ.
-ვერ ხვდები?შენ მართმევ ყველაფერს,მიუხედავად იმისა რომ არ გინდა.მაგრამ მე ვკარგავ ყველაფერს მიუხედავად იმისა რომ მინდა.ასე რატომ ხდება არ ვიცი მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება.გაღიზიანებით უპასუხა გოჯონგმა.
-თავში ქვა გიხლია,რაც გინდა ის ქენი,მაგრამ თუ თაეიანგს ზედმეტად შეეხები ვფიცავ ჩემზე დიდი მტერი არ გეყოლება.უთხრა მას იუნგჯონგმა და წამოვიდა.
გოჯონგისpov:კამათის შემდეგ ოთახში შემოვედი და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რომელი ჩვენგანი შეიძლება ავიდეს ტახტზე.მერე ჩავფიქრდი საკუთარ თავზე.ნუთუ ასე ძალიან მსურს ტახტის დაკავება რომ მამის გარდაცვალების შემდეგაც კი ამაზე მეფიქრება.არადა ის ჯერარც არ მიგვიბარებია მიწას.და თუ ტახტზე მე ავალ როგორი იმპერატორი ვიქნები.შევძლებ ისე მიყვარდეს ჩემი ხალხი როგორც მამას უყვარდა,შევძლებ ისე ვიზრუნო მათზე როგორც მამა ზრუნავდა...ამაზე ფიქრებში ჩამეძინა.
როდესაც იუნგჯონგი ოთახში დაბრუნდა თაეიანგი უკვე მარტო იყო და ტიროდა,მაგრამ როცა დაინახა რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა ცრემლები მოიწმინდა და ისეთი სახე მიიღო თითქოს არაფერი მომხდარა.
-არ გინდა,ჩემთან ცრემლებს ვერ დამალავ.უთხრა თაეიანგს იუნგჯონგმა და ჩაიხუტა.
-უკვე ძალიან მენატრება მამა.მის გარეშე რა გვეშველება.ისიც კი არ შეგვიძლია ჩვენი ტკივილი გამოვხატოთ იმისთვის რომ ხალხს იმედი არ დაეკარგოს.ტირილი გააგრძელა თაეიანგმა.
-დამშვიდდი დედა ყველაფერს გაუმკლავდება,მთავარია ჩვენ მის გვერდით ვიყოთ.უთხრა იუნგჯონგმა.
-მართალი ხარ,ახლა მას ისე ვჭირდებით როგორც არასდროს.უპასუხა თაეიანგმა და ცრემლები მოიწმინდა.
-რაღაც მინდა გკითხო.უთხრა იუნგჯონგმა.
-გისმენ.
-როდესან გოჯონგი შენს დამცირებას ცდილობს რატომ არ უბრუნებ  პასუხს  საკადრისად.
-შეიძლება ზოგჯერ გინდა ძალიან ბევრი რამ უთხრა ადამიანს,მაგრამ მერე ხვდები რომ ის შენთვის არაფერს ნიშნავს. ამიტომ თავს ძალას ატან რომ გაჩუმდე.უპასუხა თაეიამგმა.
-დავიჯერო არც კი გწყინს მისგან ასეთი სიტყვები?
-წყენას ჯობს სიკეთე დაიმახსოვრო.ღიმილით უპასუხა თაეიანგმა.
-და აქვს გოჯონგს შენთვის რაიმე სიკეთე გაკეთებული?ჰკითხა იუნგჯონგმა.
-კი.რვა წლის რომ ვიყავი ტბაში ვიხრჩობოდი,მან კი გადამარჩინა.რამდენადაც არ უნდა მეუხეშებოდეს ვიცი არ ვძულვარ.ასე რომ იყოს მაშინ მომცემდა უფლებას მოვმკვდარიყავი.
-ამაზე მე რატომ არაფერი ვიცოდი.უთხრა იუნგჯონგმა.
-შეიძლება მოყოლა დამავიწყდა.უპასუხა თაეიანგმა.
-კარგი ხვალ რთული დღე გვექნება ამიტომ ჯობს დაისვენო.ნურაფერზე იდარდებ ეცადე კარგად გამოიძინო.უთხრა თაეიანგს იუნგჯონგმა და დაემშვიდობა...

ვიცი ეს ფიკი ძალიან მიგდებული მაქვს ამისთვის მაპატიეთ.ვეცდები გამოვასწორო💜იმედი მაქვს ახალი თავი მოგეწონებათ.

《სასტიკი იმპერატორი》✔Where stories live. Discover now