8თავი

139 26 4
                                    

-ძმაო იქნებ გეყოს ყველაფრის ხმლით მოგვარება.ხმამაღლა მიმართა იუნგჯონგმა.
-გამეცალე.უხეშად უთხრა გოჯონგმა და ხელი ჰკრა.
-შენ არ ხარ ჩვენი იმპერატორი.
დაიღრიალა იუნგჯონგმა და ფეხზე წამოდგა.
ამის გაგონებაზე გოჯონგი შეჩერდა,ხალხი კი დაბნეული სახით აკვირდებოდა ძმების კამათს.
-რა თქვი?მიუტრიალდა გოჯონგი იუნგჯონგს.

-რაც გაიგე,შენ არ ხარ ჩვენი იმპერატორი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-რაც გაიგე,შენ არ ხარ ჩვენი იმპერატორი.ყველაფერი ვიცი გოჯონგ,ყველა შენი განხორციელებული გეგმა ვიცი.
იუნგჯონგის სიტყვებზე გოჯონგს ფერი დაეკარგა,მიხვდა რომ მართლა ყველაფერი იცოდა მის ძმამ,მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია.
-რაზე ლაპარაკობ არ მესმის.უთხრა გოჯონგმა.
-მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ,გავაგრძელო ხალხთან ლაპარაკი თუ ცალკე გირჩევნია.უთხრა იუნგჯონგმა ირონიულად.
გოჯონგს არც კი უპასუხია ისე გაეცალა იქაურობას.
-მადლობა ბატონო რომ გადამარჩინეთ.უთხრა მსახურმა იუნგჯონგს და მის ფეხებთან დაემხო.
-არ არის საჭირო.მიუგო იუნგჯონგმა და მსახური თბილი ღიმილით ფეხზე წამოაყენა,
შემდეგ კი გოჯონგის სანახავად წავიდა.
გოჯონგისpov:გამწარებული ოთახში წამოვედი და ხმალი კარებთან დავაგდე.შემდეგ კი აქეთ-იქით დავდიოდი და საკუთარ თავთან ვლაპარაკობდი.
-რა ჯანდაბა მოხდა,საიდან გაიგო მან ეს ყველაფერი.ახლა რა ვქნა,როგორ დავაღწიო ამ ყველაფერს თავი.მალევე ოთახში იუნგჯონგიც შემოვიდა...
-რა იყო ძმაო,ღელავ და ფიქრობ როგორ დაიძვრინო თავი ჩემგან?უთხრა იუნგჯონგმა გოჯონგს.
-საიდან გაიგე ეს ყველაფერი.უთხრა გოჯონგმა.
-არ კი უარყობ?ირონიით ჰკითხა იუნგჯონგმა.
-გეკითხები და მიპასუხე.უხეშად მიუგო გოჯონგმა.
-გეგონა ისეთი დებილი ვარ რომ ვერ მივხვდი რატომ მოკალი მრჩეველი?იმ დღეს ოთახში მივდიოდი როცა თქვენი ლაპარაკი შემომესმა და გადავწყვიტე მომესმინა.ყველაფერი გავიგე და ისიც დავინახე როგორ უმოწყალოდ გააგდებინე თავი მრჩეველს,მხოლოდ იმიტომ რომ შენი გამოაშკარავებით დაგემუქრა.მიუგო იუნგჯონგმა.
-როგორ დაამტკიცებ ამას.ირონიით იკითხა გოჯონგმა.
-არ ვიცი,მაგრამ ყველაფერს ვიზამ რომ ეს დავამტკიცო და ტახტი დაგატოვებინო.
-თუ ამას იზამ თაეიანგს მოვკლავ.დაუფიქრებლად უთხრა გოჯონგმა.
-სერიოზულად ძმაო,ამით მემუქრები?
-სხვა გზა არ დამიტოვე.უპასუხა გოჯონგმა.
-იცი რა საცოდავი დასანახი ხარ ახლა?ნეტავ საკუთარ თავს ხედავდე.შეშინებული და დაბნეული ხარ ისე როგორც არასდროს.დამცინავი სახით უთხრა იუნგჯონგმა.

《სასტიკი იმპერატორი》✔Where stories live. Discover now