3თავი

187 30 5
                                    

-თაეიანგ...თაეიანგ!სასახლეში გაჰყვიროდა იუნგჯონგი.
-რა ხდება პატარა ბატონო.თბილი ღიმილით ჰკითხა ერთ-ერთმა მსახურმა.
-ამას რაღაც სჭირს,შეგიძლიათ უშველოთ?უთხრა იუნგჯონგმა და პატარა ბაჭია გაუწოდა.
მსახური იქვე კიბეზე ჩამოჯდა და ბაჭია კალთაში ჩაისვა.
-სერიოზული არაფერია,
უბრალოდ ფეხი აქვს ნაღრძობი.
მალე კარგად გახდება.მიუგო მსახურმა.
-მართლა?გახარებული სახით ჰკითხა იუნგჯონგმა.
-დიახ ბატონო.და თქვენ სად ნახეთ ის.ჰკითხა მსახურმა.
-მე არ მინახია გოჯონგმა ნახა და აწვალებდა.მგონი ეგონა რომ კვდებოდა.უპასუხა იუნგჯონგმა.
-აჰ გასაგებია.და თქვენ ის გადაარჩინეთ.
-დიახ.და შეძლებთ მას მიხედოთ?ჰკითხა იუნგჯონგმა.
-რათქმაუნდა.დიდი სიამოვნებით.თბილად გაუღიმა მსახურმა.
-თქვენ გიყვართ ცხოველები?ჰკითხა იუნგჯონგმა,თან ბაჭიას ეფერებოდა.
-დიახ.ყველა ცხოველი მიყვარს ადამიანის გარდა.უპასუხა მსახურმა და ჩაიცინა.
-ადამიანი ცხოველი ხომ არაა.დაბნეული სახით მიუგო იუნგჯონგმა.
-ჩემო პატარა ბატონო.იცოდეთ რომ ადამიანზე საშიში ცხოველი არ არსებობს ქვეყანაზე.
-რატომ ამბობთ ასე.თქვენ არ გიყვართ ადამიანები?
-არასწორად არ გამიგოთ,მაგრამ ადამიანებზე მეტად ვენდობი ცხოველებს.მიუგო მსახურმა.
-და რატომ?
-თქვენ ჯერ პატარა ხართ ამის მისახვედრად.როცა გაიზრდებით მიხვდებით.ყველას ნდობა არ შეიძლება,მაგრამ არავის ნდობა საშიშია.მიუგო მსახურმა.
-ვერ გავიგე რის თქმას ცდილობთ.უთხრა იუნგჯონგმა.
-დაივიწყეთ.თქვენს საქმეს მიხედეთ და ამ პატარა ბაჭიაზე ნუ იდარდებთ,მას მე მოვუვლი.
-მადლობელი ვარ.
-რას ბრძანებთ.თბილად გაუღიმა მსახურმა და იქაურობა დატოვა.
იუნგჯონგი კი თაეიანგის სანახავად გაიქცა.როდესაც მირბოდა გზად იმპერატორს შეეფეთა.
-ოჰ მაპატიეთ.თავის დაკვრით მიუგო იუნგჯონგმა.
-სად მიგეჩქარება ასე.ღიმილით ჰკითხა იმპერატორმა.
-თაეიანგი უნდა ვნახო.
-ის დედაშენთანაა და საღამოსთვის მომზადებაში ეხმარება.
-და რა ხდება საღამოს?
-შენი ძმის პირველ გამარჯვებას ავღნიშნავთ.დაგავიწყდა?
-მაპატიეთ.
ამასობაში მათთან გოჯონგიც მოვიდა.იმპერატორს მიესალმა და იკითხა:
-რატომ დგახართ აქ?
-ვლაპარაკობთ.უპასუხა იუნგჯონგმა.
-მამა სალაპარაკოდ შუა გზაში უნდა გააჩერო?უხეშად უთხრა გოჯონგმა.
-ძმაოძალიან გთხოვ ახლა ნუ დამიწყებ იმის ახსნას  რა არ შეეფერება მომავალ იმპერატორს.უპასუხა იუნგჯონგმა.რაზეც იმპერატორს და დანარჩენ მსახურებს გაეცინათ.
-კარგით გეყოფათ კამათი.წადით და საღამოსთვის მოემზადეთ.უთხრა მათ იმპერატორმა.
როცა ტყუპები მიდიოდნენ იმპერატორმა გოჯონგს გასძახა.რაზეც ორივე შეჩერდნენ.
-გისმენთ მამა.მიუგო გოჯონგმა.
-ნუ მოდუნდები მხოლოდ იმის გამო რომ დღეს შენ გაიმარჯვე,იუნგჯონგმა კი ვერა.გაითვალისწინე რომ ის პირველად დამარცხდა,იმის მიუხედავად რომ არც კი უვარჯიშია,შენგან განსხვავებით.ამიტომ ამის გამო ამაყი ნუ იქნები.
-გასაგებია.უპასუხა გოჯონგმა იმპერატორს,იუნგჯონგს ცივად გახედა და იქაურობა გაბრაზებული სახით დატოვა.
იუნგჯონგი კი დედოფალთან წავიდა თაეიანგის სანახავად.
როცა მათთან მივიდა დედოფალი და თაეიანგი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
-იუნგჯონგ,რამე გინდოდა?ჰკითხა დედოფალმა.
-არაა,უბრალოდ მოგინახულეთ.უპასუხა იუნგჯონგმა.თან თაეიანგს უღიმოდა.ეს დედოფალმაც შეამჩნია და ჩაეღიმა.
-ბავშვებო დღესაც გაიქცევით წვეულებიდან როგორც ყოველთვის თუ ბოლომდე დარჩებით.იკითხრა დედოფალმა.
-მე არც ვაპირებ გამოსვლას.თქვა იუნგჯონგმა.
-რატომ?ჰკითხა თაეიანგმა.
-ხო იცი არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები.თან ძალიან დავიღალე დღეს,და ადრე დავიძინებ.
-გასაგებია მაგრამ ცოტახნით მაინც იყავი.მარტო უნდა დამტოვო?მოწყენილი სახით უთხრა თაეიანგმა.
-მართალია,ცოტახნით დარჩი.უთხრა დედოფალმაც.
-კარგი.დავრჩები ერთი პირობით.
-რა პირობით.ჰკითხა დედოფალმა.
-თუ თაეიანგი მეტყვის ჩემი საჩუქრის მეორე მნიშვნელობას.მიუგო იუნგჯონგმა.
ამის გაგონებაზე თაეიანგი შეცბა და გაწითლდა.
-ამ საჩუქარს მეორე მნიშვნელობაც აქვს?გაიკვირვა დედოფალმა.
-კი ოღონდ მხოლოდ ჩემსას.ღიმილით უპასუხა იუნგჯონგმა.რაზეც თაეიანგმა მხარი გაკრა,გაჩუმების მიზნით.
-გასაგებია.ჩაეცინა დედოფალს.
-დედოფალო შეიძლება ცოტახნით გავიდეთ?ჰკითხა თაეიანგმა.
-რათქმაუნდა.მაგრამ არ დაიკარგოთ.მალე ხალხი მოვა.
-კარგით.უპასუხა თაეიანგმა და იუნგჯონგთან ერთად ბაღში გავიდა.

《სასტიკი იმპერატორი》✔Where stories live. Discover now