1
მე სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში ვიზრდებოდი. იმის და მიუხედავად რომ ბევრმა არც იცოდა ჩემი სოფლის არსებობის შესახებ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილრიცხვოვანი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი გახლდათ. მე მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი სიყრმისეული სახლი მაგრამ აღარასდროს ვაპირებ დაბრუნებას თუ ჩემი ოჯახის წევრები ჩემში პატარა ბავშვის დანახვას არ შეწყვეტენ. იმ პატარა ბაბისგან არაფერია დარჩენილი ისინი რომ ჩემში დღემდე ეძებენ.
ასაკის მატებასთან ერთად იცვლებოდა ჩემი შეხედულება და დამოკიდებულება ჩემს გარშემო მყოფ საზოგადოებისადმი და ეს ძალიან აღიზიანებდა ჩემს ოჯახს. ძალიან კონსერვატიული მშობლების გამო ხშირად ჩემი სწორი აზრის დაფიქსირება მიჭირდა, გრძელი ენა არ უნდა ჰქონდეს გოგოსო დედა სულ იმას მარიგებდა ბავშვობაში, ხოდა აქამდე მეც უჭკუო, ჩუმი და დამჯერი ბაბი ვიყავი.
2014 წლის მარიამობა იყო, მე ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მაშინ დიდ სანათესაო და საახლობლო სუფრაზე მამაჩემმა ჩემი ლოცვა რომ დაიწყო უკვე მივხვდი კარგი არაფერი მოყვებოდა, უფრო სწორად კარგს არაფერს მოვაყოლებდი რომ გამეგონა ის დასაწყევლი და ჩემთვის საძულველი ფრაზები "როდის ათხოვებთ ამ ანგელოზივით გოგოს", "შეყვარებული გეყოლება შენ ბუძი" "ბუძას ლამაზი გოგო, ისეთი ბიჭი ვნახე შენთვის ზედგამოჭრილი..." და მსგავსი უამრავი. თავიდან არაფერი მითვქამს, თავაზიანად ვპასუხობდი და ვიმორცხვებდი, მაგრამ შემდეგ მამაჩემმა რომ თქვა მოვა დრო და გავათხოვებო იქ უკვე ვეღარ მოვითბინე და ძალიან მშვიდად ვკითხე მამას გამათხოვებ რას ნიშნავს, ჩემით არ შემეძლება გათხოვება თქო? და ყველა გაისუსა, მივხვდი რომ მამაჩემის, დიდი ანზორ ბერიას სახელი ურჩი ქალშვილის გამო ნელ-ნელა შსუსტდებოდა და სალაპარაკო გახდებოდა სოფლისთვის მაგრამ ყველაფერი იმ დღიდან არ დაწყებულა. და თან როგორი ალოგიკური დიალოგის გამო, ჩვიდმეტი წლის გოგოს წინა საქორწილოდ მზადება რომ არასწორი იყო იმას კი ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ის მაინც უნდა შეემჩნიად როგორ არაკომფორტულ სიტუაციაში მაგდებდა მათი გაუჩერებელი ლაპარაკი ჩემს მომავალზე. რომელიც ჯერ ისევ შორეულ მომავლად მიმაჩნდა, მათგან განსხვავებით.
YOU ARE READING
შემიყვარე
RomanceDreamgirl and Nightboy - 1 ოჯახის უნდობლობას და ღალატს გამოქცეული ბარბარე ბერია შეუპოვარი და ძლიერი გოგოა, მეგობრების გარემოცვაში დარჩენილს ისღა დარჩენია თბილისის სწრაფ ტემპს ფეხი მოხერხებულად აუბას. მაგრამ არსაიდან გამოჩენილი მაღალი და საიდუმლოებე...