Prologue

1.5K 87 64
                                    

... მთელს სახლში სინათლე ჩაქრა. ლუკასმა ტირილი დაიწყო მაგრამ როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა დამშვიდდა.

ბნელ დერეფანში გავედი. 

კარამდე გზა თითქოს გაიწელა. 

ლუკასი სხეულზე ავიკარი.

ამით მის დაცვას ვცდილობდი იმისგან რაც იმ კარს იქით იყო..

კარი გავაღე და სხეული გამეყინა..

მთვარის შუქი ადამიანის სილუეტს ენათებოდა და მისი სახის ნაკვთების გარჩევაში მეხმარებოდა.

სიბნელე თავისი კლანჭებით ჩემი პატარას წართმევას ცდილობდა. ხელები ჩემს შვილს მოვხვიე რომ არავის წაერთმია.

წყვდიადი

სულის შემძვრელი სიბნელე

ამ სიბნელეს მხოლოდ 'ცამეტის' თვალები ანათებდა რომელიც ჩემს გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა...

უკან დავიხიე და ძალაუნებურად უფლება მივეცი სახლში შემოსულიყო.

ბნელ დერეფანში შემოვიდა

არაფერი უთქვამს ისე დაიწყო ჩემკენ სვლა.

ადგილზე გავიყინე.

მხოლოდ ლუკასის ხმა მესმოდა როგორ მეძახდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი რომ მისთვის მეპასუხა.

- დავბრუნდი ჰელენ... შენს გამო დავბრუნდი...

მისმა მშვიდმა ხმამ ამაფორიაქა.

მუცელში წვის შეგრძნება გამიჩნდა და თვალები ამიცრემლიანდა.

ლუკასი ჩემი ხელებიდან გავნთავისუფლე.

- ოთახში გაიქეცი პატარავ..

თავი გააქნია და ფეხზე მომეკრო.

- ჩემგან საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია, სხვას როგორ დაიცავ?

ახლოს დამიდგა.

- მე რაც გინდა ის გამიკეთე.. მაგრამ ლუკასს არ შეეხო!

მტკიცედ ვუთხარი.

- გაიქეცი ჰელენ! გაიქეცი!

13  Z O D I A C 🔞Where stories live. Discover now