თავი 2

29 0 0
                                    

***
ლონდონში ჩასვლის და კოლეჯში მოწყობის პირველი დღეები საშინელება იყო ერიკა მორგანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გოგო საკმაოდ კონტაქტური იყო, ადამიანების ამოცნობა კარგად ეხერხებოდა და სწორედ ამიტომ, საკმაოდ გვიან გაიჩინა მცირერიცხოვანი მეგობრების ჯგუფი.
ერიკა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა სწავლას მანამ, სანამ იანს არ შეხვდა. არა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ერიკა ბიჭის წყალობით სწავლას ჩამორჩა, უბრალოდ, იანის მიმართ გაჩენილი გრძნობა სტიპენდიისთვის საჭირო ქულების დაგრობევაში უშლიდა ხელს.
იანი სამხატვრო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ ფოტოგრაფიის საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. კადრები, რომლებიც მისი ფოტოაპარატის ობიექტივით იყო დაფიქსირებული, ხშირად მოხვედრილან საკმაოდ სერიოზულ გამოფენებზე. უფრო მეტიც, მისი რამდენიმე სურათი საკმაოდ სოლიდურ ფასადაც გაიყიდა.
ისინი ერთმანეთს ფაკულტეტებს შორის გამართულ შჯიბრებებზე შეხვდნენ. შეჯიბრი გულისხმობდა იმ საერთო პროექტს, რომლებზეც განსხვავებული ფაკულტეტების წარმომადგენლები იმუშავებდნენ. თემა, რომელიც ერიკამ და იანმა ერთი თვის მანძილზე იმუშავეს და შეჯიბრის გამარჯვებულიც გახდა, სიზმარი იყო. სიზმართან დაკავშირებით ერიკას მიერ წარმოდგენილმა თეორიულმა მასალამ და იანის მიერ ფუნჯით შესრულებულმა წარმოსახვითმა სამყარომ შეჯიბრის კომისიის წევრებში დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები თემის შინაარსს მისი არარეალურობიდან გამომდინარე უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ.
ერიკას და იანს შორის არსებულ გრძნობას ერთი ნახვით შეყვარება არ ერქვა. მათი სიყვარული ურთიერთობამ და დრომ წარმოშვა და უკვე ხსენებულ „ერთი ნახვით შყვარებაზე" ძლიერი აღმოჩნდა.
მათი საერთო ინტერესები და გემოვნება 50/50-ზე იყო. ერიკა RNB-ს უსმენდა, იანს კი როკი ერჩივნა გოგო ვერ იტანდა სპორტს, ბიჭი კი საკმაოდ კარგად თამაშობდა კალათბურთს. სამაგიეროდ, ორივე სიამოვნებით უყურებდნენ სათავგადასავლო ფილმებს, ერთად ამზადებდნენ გემრიელ ვახშამს, იღებდნენ უამრავ ფოტოს და შემდეგ ერთმანეთისას ადარებდნენ.
ერიკა საკმაოდ მშვიდი ხასიათის ადამიანი იყო. არასოდეს უშინდებოდა პრობლემებს და არც მათი გადაჭრის გზებს პოულობდა რთულად. ცუდზე არასოდეს ფიქრობდა, მაგრამ რეალისტი უფრო იყო, ვიდრე ოპტიმისტი. ერთადერთი ტყუილი და უყურადღებობა იყო, რომლებსაც შეეძლოთ მისი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ იანთან არასოდეს უკამათია ამ ორი მიზეზის გამო. მათი საკამათო თემა და ამასთანავე ერიკას სუსტი წერტილი საწოლში გვიანობამდე ნებივრობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ იანი დინჯი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, საკმაოდ აქტიური და მოხერხებული იყო. მისი დაკვირვებული თვალი და ინტუიციის საოცარი ალღო ბუნებისგან ნაჩუქარი ჯილდო იყო. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო მუშაობა და მის არც ისე შეძლებულ ოჯახს ფინანსების მხრივ კისერზე ტვირთად არასოდეს აწვა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კოლეჯში მოხვედრილიყო. ბიჭი ჭკვიანი და მხიარული იყო, მიუხედავად ამისა ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, განსაკუთრებით საკუთარ თავზე. ფრთხილი და ყურადღებიანი იყო. მასში ამ თვისებებს ყველაზე მეტად აფასებდა ერიკა. მას არასოდეს უნახავს წყობიდან გამოსული იანი, მაგრამ დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბიჭს განრისხებაც ისევე შეეძლო, როგორც სიმშვიდის შენარჩუნება.

ნუ გეშინია Where stories live. Discover now