მონატრება ცუდი რამ არის, თუმცა დადებითი მხარეებიც აქვს: ამ დროს ხვდები როგორ გიყვარდა და აფასებდი იმ ადამიანს, რომელიც დაკარგე. გენატრება ამ ადამიანებთან ერთად გატარებული ყოველი წამი და გულში ფიქრობ "ნეტავ უფრო ბევრჯერ მოვფერებოდი".
აი, უკვე მერამდენედ მოვდივარ კაფეში, სადაც მე და ჩემი მშობლები უკანასკნელად გავერთეთ, სადაც ჩემი მე-16 დაბადების დღე გადავიხადეთ, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მენატრებიან თანაც ძალიან. ფიქრებში ვიყავი გართული როცა მიმტანი მოვიდა.
_ რას ინებებთ?_მკითხა და გამიღიმა.
_ ახალი ხარ?_ვუთხარი, რადგან ამ კაფეში თითქმის ყოველ დღე დავდივარ და ერთსა და იმავეს ვუკვეთავ
_ დიახ საიდან მიხვდით?_მკითხა გაოცებულმა.
_ მე აქ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვუკვეთავ ნაღების ლიმონათი და შოკოლადის ნამცხვარი თუ შეიძლება.
_ ახლავე_მითხრა და წავიდა.
მოდი გაგეცნობით მე იზი მარსელი ვარ 21 წლის მშობლები 16 წლის ასაკში დავკარგე, მას შემდეგ დეიდა და ბიძია მზრდიან ახლა კი მათ გარდა არავინ მყავს.
მიმტანმა შეკვეთა მოიტანა მე ყურსასმენები გავიკეთე და წერას შევუდექი.ყოველდღე ვწერ ჩემ გრძნობებზე.
უეცრად კაფეში ძალიან საყვარელი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ბიჭი შემოვიდა და იმდენად პოზიტიური გამომეტყველება ჰქონდა, რომ მის დანახვაზე გამეღიმა. ეს მანაც შეამჩნია ჯერ გაოცებული მიყურებდა შემდეგ კი მანაც გამიღიმა.ის ჩემ წინ მდგარ მაგიდაზე დაჯდა, მე კი წერა განვაგრძე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი როგორ აღიმართა ჩემ წინ ვიღაც. ავიხედე და ის ქერათმიანი ბიჭი დავინახე და ყურსასმენები მოვიხსენი.
_ გამარჯობა_მითხრა ღიმილით.
_ გაგიმარჯოს_ ვუთხარი და მეც გავუღიმე.
_ შენთვის შემოთავაზება მაქვს, თუ ოდესმე ფოტომოდელობას გადაწყვეტ ამ მისამართზე მოდი._ მითხრა და მაგიდაზე სავიზიტო ბარათი დამიტოვა.
_ კი მაგრამ..._ არ დამაცადა სიტყვის დასრულება.
_ უბრალოდ მოდი _მითხრა და წავიდა. მე კი გაოცებული დამტოვა.
ცოტა ხანი კიდევ გავჩერდი კაფეში და ჩემი დღევანდელი ჩანაწერები დავასრულე. სახლში დავბრუნდი სადაც დეიდაჩემის უგემრიელესი კექსები მელოდა. სამზარეულოში შევედი და მაშინვე ვიგრძენი არაჩვეულებრივი არომატი. დეიდას არ შევუმჩნევივარ ამიტომ ზურგიდან მივეპარე და ჩავეხუტე.
_ რას აკეთებს ჩემი დეიდუნა?
_ თავის ულამაზესი გოგოსთვის საჭმელს უფრო სწორედ კექსებს აცხობს_ ღიმილით მითხრა.
_ ძალიან კარგი მაშინ გელოდები თან სალაპარაკო მაქვს.
_ კარგი ჩემო გოგოვ_მითხარა და სამზარეულო დავტოვე სასტუმრო ოთახში გავედი,სავარძელში მოვკალათდი. მალე დეიდაც გამოჩნდა თავის კექსებით. სიმართლე გითხრათ მშიერი არ ვიყავი, მაგრამ, როცა საქმე დეიდაჩემის კექსებს ეხება მშივდება.
_ რა ხდება აბა ?
_ დღეს ფოტომოდელობა შემომთავაზეს და გასაუბრებაც დამინიშნეს.
_ იცი,ჩემი აზრით, ჯობს ფოტომოდელობა დაიწყო ვიდრე ის „ეშმაკის მანქანა" მართო._ალბათ გაგიკვირდათ, დიახ, მე მოტორბოლელი ვარ. ჩემი საქმიანობა ძალიან მიყვარს,მაგრამ ყოველ შეჯიბრზე დეიდაჩემს გული უსკდება. ალბათ გახარებულია შემოთავაზებაზე. არ დაგიმალავთ და მეც მუცელში სიხარულის გრძნობა მაქვს.პ.ს.__ მართალია პატარა თავია მაგრამ თუ მოგეწონათ შემდეგში უფრო დიდებს დავდებ. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი. 💖
YOU ARE READING
In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛
RomanceOne Direction Georgian fanfiction🌟 ∆∆ ისტორიის მთავარი გმირი, იზი მარსელი ფოტო მოდელად დაიწყებს მუშაობას,სადაც გაიცნობს ჰარი სტაილსს... მას რთული წარსული აქვს, მაგრამ ბედნიერი მომავალი ელის, რომელშიც რა თქმა უნდა გარკვეული სირთულეები იჩენს თავს...