დილით ადრევე ავდექი, თავი მოვიწესრიგე და მინა სკოლისაკენ წავიყვანე. დღეს სამსახურში არ მივდიოდი და აეროპორტისაკენ წავედი. რამდენადაც მახსოვს ქუქი საკმაოდ უშნო იყო პატარაობისას საიდან მოუვიდა იდეა რომ მოდელი გამხდარიყო არ ვიცი. ვიჯექი და ველოდებოდი თუ როდის გამოჩნდებოდა. ლიზას ნათესავებს ყველას კარგად ვიცნობდი, ოჯახში ყველანი საყვარლები იყვნენ, ლიზას და როუზი ულამაზესი ქალია.
წამიერად ვბრუნდები და მალევე ვხედავ ჩემსკენ მორბენალ ბიჭს. თვალს ვავლებ და რაც ორი წუთის წინ ვთქვი უკან მიმაქვს, მართლაც რომ შეცვლილა.
- თეჰიონ?
- ჯანქუქ, როგორ ხარ?
- მეგონა ლიზა.
- დაკავებულია არ ეცალა, ნუთუ ასე ძალიან არ გესიამოვნა ჩემი ნახვა.
- არა ეგ ასე არაა, მართლა...
- კარგი დამშვიდდი ნუ პანიკიორობ.- ვამბობ სიცილით და მასთან ერთად გასასვლელისაკენ მივდივარ.
სახლამდე ისე მოვედით რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. სახლში შევედით თუ არა სამზარეულოში გავედი და წვენი ჩამოვასხი ჭიქებში ჩვენთვის.
- მადლობა.
- ანუ დამწყები მოდელი?
- ჰო ასე გამოვიდა, მიუხედავად იმისა რომ საშინლად მახინჯი ვიყავი პატარაობისას.
- ჰოო ამას ვერ ვუარყობთ.
- რა ბოროტი ხარ.
- სულაც არა თავად არ თქვი რომ უშნო იყავი.
- ერთია როცა ამას მე ვამბობ და მეორე როცა ვიღაც ხაზს უსვამს ამ ფაქტს.- ამბობს სევდიანი სახით.
მიუხედავად იმისა რომ არ უნდა გამეცინოს თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
- ბოროტო.
- მაპატიე.
- დავფიქრდები.
- კარგი მოდი შენს საძინებელს გაჩვენებ.
იმ ოთახისაკენ მივდივარ რომელიც მისთვის გავამზადე ღამით რადგან როგორც ყოველთვის უძილობა მაწუხებდა.
- იმედია მოგწონს?
- ყველაფერი ბრწყინვალედაა.
- კარგი მაშინ დაისვენე, აღარ შეგაწუხებ.
- მადლობა ყველაფრისათვის.- ამბობს ღიმილით და საწოლზე მოწყვეტით ვარდება კარს ვხურავ თუ არა მესმის მისი ხითხითი და მეღიმება. ბოლოს არც მახსოვს ასეთ კარგ ხასითზე როდის ვიყავი, თითქოს და ობი მომცილდა.
სკოლისაკენ წავედი მშობელთა კრებას დავესწარი და მინასთან ერთად ნაყინის საყიდლად ჩვენს საყვარელ სანაყინეში გავიარეთ.
სახლში მივედით თუ არა მარტო ჩვენ ვიყავით.
- და მასწავლებელმა თქვა რომ მე ყველაზე ჭკვიანი ბავშვი ვარ მთელს კლასში გესმის მამა ყველაზე ჭკვიანი.
- რათქმა უნდა ხარ, შენ ჩემი შვილი ხარ ეს მოსალოდნელიც კი იყო.
- მიყვარხარ მამიკო.
- მეც მიყვარხარ პატარავ.
- კაი წავალ სანამ შენ საჭმელს გააკეთებ მე გამოვიცვლი.
- კარგი მიდი გაიქეცი, მაგრამ კიბეებთან ფრთხილად.
- კარგი.
სუფრასთან ვიჯექით და მივირთმევდით, მინა რათქმა უნდა გაუჩერებლად საუბრობდა რაზეც ქუქიც ბანს უბამდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ერთის მაგივრად ორ ბავშვს ვუვლიდი. საძინებელში მინასთან ერთად ვიყავი და ვმეცადინეობდით.
- მაა.
- გისმენ.
- ქუქი ლამაზია არა?
- რაა?
- გკითხე ქუქი ლამაზი არის თუ არა?
- არაა.
- ამას როგორ ამბობს, იტყუები ის ძალიან ლამაზია.
- მოიცადე შენ თვლი რომ ლამაზია?
- კი ძალიან ლამაზია.
- ჩემზე ლამაზიც.
- არა შენ ხომ ერთადერთი მყავხარ, შენზე ლამაზი არავინ არ არის მამიკო.- ამბობს და პატარა თითებით ლოყებზე მეფერება.
ტრადიციული ზღაპრის შემდეგ საძინებელს ვტოვებ და მისაღებში ჩავდივარ სადაც ქუქი და ლიზა ერთმანეთს ესაუბრებიან. ცოტა ხნით მათ მეც ვუერთდები და შემდეგ დასაძინებლად ოთახში ავდივარ.
--------------------------------------------------------------
YOU ARE READING
My Little Baby. / Completed / ✔️
Fanfiction- ვერ ვხვდებბი როგორ შეიძლება რომ თქვენ... - ისევვ არ დაიწყო. სიყვარული მრავალფეროვანია ძამიკო და ამას იმედია ერთ დღეს მიხვდები. - ჰოოო და მერე ყოველდღიურად ცისარტყელას დავინახავ ცაზე.- ვამბობ სიცილით. - სწორედაც. --------------------------- ფიქცი...