სამი დღეა თაეს დანარეკებს არ ვპასუხობ რატომ? არ ვიცი უბრალოდ დრო მჭირდება მაგრამ მის გარეშე საშინლად ვარ, ძალიან მენატრება. თითქმის მთელს დღეებს სახლში ვატარებ და მასზე ფიქრებში მეძინება.
დედამ რაღაც ფილმის საყურებლად ძალით წამიყვანა კინო თეატრში. მიუხედავად იმისა რომ სადღაც 45-ის მაინცაა ისე იქცევა როგორ თინეიჯერი გოგონა, მასთან შედარებით მე უფრო ვგავარ ბებერ მძორს.
ფილმის შემდეგ ჩვენს ფავორიტ კაფეში შევედით და ბოლოს სახლისაკენ წამოვედით.
- პატარავ მოდი ცოტა ხნით ვისაუბროთ.- ამბობს დედა და თვალს მავლებს მე კი ამ საუბრის ცოტა არ იყოს და მეშინია.
დივანზე ვჯდებით და მას თვალს ვავლებ.
- კარგი აბა მეტყვი თუ არა აქ რატომ ხარ? ვის ემალები? და რა მოხდა შენსა და თეჰიონს შორის. დღეს დილით დამირეკა და მკითხა კარგად იყავი თუ არა შენზე საშინლად ნერვიულობდა.- ამბობს თუ არა დედაჩემი თვალს ვავლებ, ოდნავ მეღიმება როდესაც თაეზე და მის ზარზე მითხრა რაც არ გამოჰპარვია თვალთახედვის არედან დედაჩემს.
- აბა ქუქი მომიყვები თუ არა რა მოხდა შენსა და თეჰიონს შორის?
- დედა რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო.- ვჩურჩულებ და თავს დაბლა ვხრი.
- შენ ის შეგიყვარდა ხომ ასეა?- ამბობს და სწრაფად თავს მაღლა ვწევ.
- რაა?
- დეიდაშენმა დარეკა ერთ ამბავში იყო.- ამბობს და ხელებზე მეფერება.
- ყველაფერი ისე არაა როგორც მან თქვა.
- ვიცი, მისი ერთი სიტყვაც კი არაფერს ნიშნავს, მან რაც არ უნდა თქვას მე ჯერ ყოველთვის შენ მოგისმენ.
- მე ის მიყვარს დედა არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ეს არასწორია ამავდროულად ყველაზე სწორი რამ არის. ყველაზე ლამაზი რამ რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობს.- ვამბობ ტირილით და მას ძლიერად ვეხუტები.
YOU ARE READING
My Little Baby. / Completed / ✔️
Fanfiction- ვერ ვხვდებბი როგორ შეიძლება რომ თქვენ... - ისევვ არ დაიწყო. სიყვარული მრავალფეროვანია ძამიკო და ამას იმედია ერთ დღეს მიხვდები. - ჰოოო და მერე ყოველდღიურად ცისარტყელას დავინახავ ცაზე.- ვამბობ სიცილით. - სწორედაც. --------------------------- ფიქცი...