დავიღალე ყოველთვის ერთი და იგივე მუდამ ჩხუბი. ხშირად ვფიქრობ თუ რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე არადა თითქოს არაფერი აქ გვაკლია, ბრწყინვალე კარიერა სამსახური, სახლი ფული ყველაფერი გვაქვს ყველაფერი მაგრამ ერთმანეთს მაინც ყველდღიურად ვეჩხუბებით. ცუდად ვარ უკვე მასთან ერთად ყოველდღე გაღვიძებაც კი აუტანელია ჩემთვის. ერთადერთი რაც მაბედნიერებს ის არის რომ პატარა გვყავს, ჩემი ულამაზესი მინა ჩემი პატარა გოგონა. ძალიან მიყვარს რასაც დედამისზე ვერ ვიტყვი, ხშირად ვფიქრობ რომ ერთმანეთი არც არასოდეს არ გვყვარებია და მგონი ეს ასეცაა.
დილით ადრევე ვდგები თვას ვიწესრიგებ და მინას ოთახში ვიპარები, ვუყურებ მას და მენანება მისი გაღვიძება.
ცოტა ხნის შემდეგ მივირთმევთ და ვსაუბრობთ, სკოლის თემას განვიხილავთ. მინა მიყვება თუ როგორ იპოვა მისი საუკეთესო მეგობარი და მიხარია რომ ბედნიერია.
სკოლაში ვტოვებ და შემდეგ სამსახურში მივდივარ სადაც ჩემი ყველანაირად უნაკლო ძმა მხვდება, კიმ სოკ ჯინი. ჩემგან განსხვავებით ბედნიერი ოჯახი აქვს, მამას აზრები ფეხებზე დაიკიდა და მშვენივრად ცხოვრობს მის მეწყვილესთან ერთად. ვაღიარებ მიუხედავად იმისა რომ არ მესმის მისი მაინც მიხარია რომ კიმ ნამჯუნი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დიახ არ მოგესმათ ჩემს ძმას მისივე სქესის წარმომადგენელთან აქვს კავშირი და ძალიან ბედნიერიცაა ამით.
მე კიდევ სულ რაღაც 25 წლის ასაკში უკვე უბედურების ბოლო ეტაპზე ვარ. ჩემი ქორწინება კრახის ქვეშ არის, ცოლს არ ვუყვარვარ და ყველაზე ცუდი ისაა რომ მგონი მეც იგივეს ვგრძნობ მის მიმართ. იყო დრო როდესაც დაშორება გადავწყვიტეთ მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა რომ მინა გვეყოლებოდა. ბოლოს ისევ ბავშვის გამო გადავწყვიტეთ რომ ერთად ვყოფილიყავით და თავიდან თითქოს და ყველაფერი კარაგად იყო. ლიზაც ბედნიერი ჩანდა მაგრამ ბოლოს ისევ მის ცხოვრებას დაუბრუნდა. მას ჩემი ფული უფრო უყვარს ვიდრე მე და ჩვენი პატარა. საბედნიეროდ არ მღალატობს, მაგრამ არც ცოლის მოვალეობებს ასრულებს.
ESTÁS LEYENDO
My Little Baby. / Completed / ✔️
Fanfic- ვერ ვხვდებბი როგორ შეიძლება რომ თქვენ... - ისევვ არ დაიწყო. სიყვარული მრავალფეროვანია ძამიკო და ამას იმედია ერთ დღეს მიხვდები. - ჰოოო და მერე ყოველდღიურად ცისარტყელას დავინახავ ცაზე.- ვამბობ სიცილით. - სწორედაც. --------------------------- ფიქცი...