13

499 39 1
                                    


- ლიზა დავიღალე უკვე ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნები მაგრამ უკვე წელზე მეტია ისევ მასთან ხარ.

- ხომ იცი რომ მიყვარხარ.

- ვიცი მაგრამ ვეჭვიანობ, არ მინდა რომ მასთან იყო.

- მაგრამ მას ვერ მივატოვებ.

- გთხოვ ლიზა ახლა მაინც ნუ დაუშვებ იგივე შეცდომას, შენ ჯერ კიდევ მაშინ არ უნდა გაყოლოდი მას ცოლად.

- შენ მიმატოვე გახსოვს.

- ვიცი და ვნანობ ძალიან ვნანობ ლიზ, გთხოვ დამიბრუნდი.

- არ ვიცი ჯეი არ ვიცი. ასე მარტივად ვერ დავანგრევ ოჯახს და თან ის ძალიან საყვარელია.

- მოკლედ ან ის ან მე.- ამბობს და თვალს მავლებს.

- ეს რას ნიშნავს?

- იმას რაც გაიფიქრე, არჩევანის წინაშე გაყენებ ლიზა ან მე ან შენი ქმარი რომელიც საერთოდ არ გიყვარს.

- ჯეი...

- მე მოვრჩი.- ამბობს და ოთახიდან გადის.

რამოდენიმე დღე და სახლში დავბრუნდები... იმ სახლში სადაც ჩემი ქმარ-შვილი მელოდება.

ჯეისთან ერთად დროს ვატარებდი და ვფიქრობდი თუ როგორ მეთქვა თაესათვის ეს ყველაფერი...

****************

- რა ხდება? თქვი რომ სასწრაფო იყო.- ამბობს ჯიმინი და სახლში შემორბის.

- ასეცააა.

- კარგი რა ხდება?

- მოკლედ ჩიმ რა გავაკეთო ვიტანჯები.

- და რატომ? რა გტანჯავს?

- მოკლედ იცი რომ მე და თაე ერთად ვართ, ერთმანეთს ხშირად ვეხუტებით, ვეფერებით რამოდენიმე კოცნასაც ვცვლით მაგრამ...

- მაგრამ?...

- ჩემთან სერიოზულ კონტაქტზე უარს ამბობს.

- სექს გულისხმობ?

- მაგ სიტყვას ნუ ამბობ.

My Little Baby. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora