18

481 33 1
                                    


დილით ადრევე ჯინმა დამირეკა დღეს მნიშვნელოვან კონტრაქტს განიხილავდნენ, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი იყო, მაგრამ რატომღაც გული ცუდს მიგრძნობდა თავს შორს ვიჭერდი და მსურდა ჩემს ძმასაც თავი შორს დაეჭირა. მას ვესაუბრებოდი და ვფიქრობდი რამე მიზეზი მომეძებნა და არ წავსულიყავი შეხვედრაზე ერთი კვირით შვებულებასავით ავიღე და დავპირდი ჯინს რომ კვირის შემდეგ შეხვედრაზე მივიდოდი. მანამდე კი მათზე ინფორმაციას მოვიძიებდი.

თიტქმის მთელი დღე ვეძებდი მათზე ინფორმაციას და ყველანაირად სუფთა იყვნენ ვერაფერი ვერ ვნახე რაც მაღიზიანებდა რატომ? არ ვიცი.

ლიზასგან არაფერი არ ისმოდა არადა საბუთებზე ხელი უნდა მოეწერა, მაგრამ არა და არ გამოჩენილა.

მინა და ქუქი ერთად ერთობოდნენ და დროს ატარებდნენ.

- რამოდენიმე დღით ბებიასთან მინდა რომ წავიდე.- ამბობს მინა და ბლინებს მიირთმევს.

- დარწმუნებული ხარ რომ ჩემი მარტო დატოვება გინდა?- ვეკითხები მას და თვალს ვავლებ.

- ქუქისთან ერთად დაგტოვებ, მე კი ბებიასთან წავალ გთხოვ სულ რაღაც რამოდენიმე დღით და მერე დავბრუნდები და აღარასოდეს აღარ მიგატოვებ სულ შენთან ვიქნები.- ამბობს ღიმილით მალევე მიახლოვდება კალთაში მიჯდება და ძლიერად მეხუტება.

- კარგი ხვალ წაგიყვან.

- მიყვარხარ.

- მეც ძალიან მიყვარხარ.

- მე უფრო.

- არა მე.- ვამბობ და ლოყებს ვუკოცნი.

- ქუქი ჩვენთან ერთად ხომ წამოხვალ?

- იუნგის დავურეკავ და ერთი დღით დავეთხოვები.- ამბობს ქუქი ღიმილით და მალევე მინაც მას ეხუტება.

ღამით ტრადიციული ზღაპრების შემდეგ მინას ეძინება და მეც ჩემს ოთახში გავდივარ, სამოს ვიცვილი და მალევე ქუქის ოთახში შევდივარ.

My Little Baby. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora