თავი 1

517 47 2
                                    

Yoongi's POV

სიჩუმეა.
ამ სიჩუმეს თითქოს შევეჩვიე თუმცა ძნელია. ძალიან ძნელია. საწოლზე ვზივარ და ჩემს მუხლებში მდომ დღიურს ვუყურებ. ფსიქოლოგის რჩევით კარგი იქნება თუ ჩემს ფიქრებს ფურცელზე გადმოვიტან, ეს უფრო შვებას მომცემს. მაგრამ არ ვიცი რა დავწერო, თუმცა თუ ჩემს ფსიქოლოგს დავუჯერებ წერას როცა დავიწყებ სიტყვები თავისით მოვა. ამოვიოხრე და დღიური გადავშალე. იქვე მიგდებული კალამი ავიღე და წერა დავიწყე.

" 1 დეკემბერი 2018 წელი

გამარჯობა.
სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ დავიწყო დღიურის წერა რადგან არასდროს მქონია. თუმცა არც არასდროს მჭირდებოდა, რადგან ადამიანი მყავდა ვინც მისმენდა. თუმცა იცი, ზუსტად ამ ადამიანმა გამომკეტა აქ. უკვე 3 თვეა აქ ვარ. მაგრამ მგონია რომ წლებია აქ ვიმყოფები. აქ იმაზე ნელა გადის დრო ვიდრე გარე სამყაროში. ერთადერთი საშუალება რითაც ვერთობი ეს ფიქრია. მაშინ როცა წამლებისგან ძალა გამოცლილი არ ვარ და არ მძინავს. მაგრამ რაც აქ ვარ თითქმის სულ მძინავს. რადგან ძალიან ძლიერი წამლებია.
თუმცა როცა ფიქრს ვიწყებ, გულის არეში ტკივილს ვგრძნობ. რადგან ჩემი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანთანაა. იმასთან ვინც აქ მომიყვანა.
შეიძლება სულელი გეგონო და გაბრაზდე ჩემზე, რადგან ამის გამო მტკივა გული. ამ სამი თვის განმავლობაში იმდენი ფიქრის საშუალება მქონდა, რომ გამეაზრა ის ჩემს გამო აკეთებდა ამას. რადგან მას ვუყვარვარ. უნდა, რომ კარგად ვიყო. თუმცა თავიდან არ ამომდის იმაზე ფიქრი, რომ მან აქ მიმატოვა და ამის გამო ძალიან ვბრაზობ ჩემს თავზე. მე მას ვუთხარი, რომ არასდროს ვაპატიებდი. ვიცი რომ ვერ გაიგო, მაგრამ იცოდა, რომ ამას ვფიქრობდი. ვფიქრობ თუ ასე გავაგრძელებ მის გამართლებას მალე ვაპატიებ.
შეიძლება ვბრაზობ, მაგრამ მე ის მაინც მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს? ის ხომ ჩემი იმედია? მის გარეშე არავინ ვიქნებოდი. მან გადამრჩინა. მან მასწავლა სიყვარული. მაგრამ რატომ არ მოდის? ალბათ არ უშვებენ. დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე ღელავს. ალბათ როგორ ვენატრები. არაუშავს. უკეთ რომ გავხდები მაშინ მომცემენ უფლებას ვნახო. ამიტომ მისთვის უნდა ვეცადო, რომ მალე გამოვკეთდე და დაველოდო მის მოსვლას. ამ დღიურს დღეიდან ჰოსოკს დავარქმევ და წარმოვიდგენ, რომ მას ვესაუბრები.
ახლა უნდა წავიდე რადგან ცოტა ხნით გარეთ უნდა გამიყვანონ. იცი როგორ მეშინია? რადგან აქ ვინც არის ყველა შეშლილი თვალებით მიყურებს. მგონია ყველას ჩემი მოკვლა უნდა. თუმცა ამასაც ავიტან ჰოსოკის გამო. ამასაც გადავიტან და დაველოდები.
გელოდები.
მიყვარხარ.
გპატიობ. "

Pain - Sope Where stories live. Discover now