თავი 2

360 46 2
                                    

3 თვის შემდეგ

მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა არ მაძლევს ძილის გაგრძელების უფლებას. თვალებს ზანტად ვახელ და სწრაფად ვუთიშავ ხმას რა წამსაც სიჩუმე ისადგურებს ოთახში.

- მიდიხარ? - გვერდიდან ისმის ბიჭის ჩახლეჩილი ხმა.

- კი. - ვამბობ და ფეხზე ვდგები. მისკენ ვიხედები ის კი ერთი ხელით საწოლს ეყრდნობა და ჩემსკენ იხედება.

- ძალიან კარგი იყავი, პატარავ. - ტუჩს კბენს და თავიდან-ბოლომდე მავლებს თვალს. თვალებს ვატრიალებ და მაისურს ვესვრი.

- ვიცი. ახლა კი შეგიძლია წახვიდე, მეჩქარება. - უემოციოდ ვამბობ და სააბაზანოსკენ მივიწევ. მისი ჩაცინების ხმა მესმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და სააბაზანოში კარებს ვხურავ.

წყალს ვუშვებ და მის ქვეშ ვდგები. მსიამოვნებს როდესაც წყლის თბილი წვეთები სხეულზე მეცემა. თვალებს ვხუჭავ და ყოველ წყლის წვეთს სიამოვნებით ვხვდები. თუმცა მახსენდება, რომ ბევრი დრო არ მაქვს, რადგან სამსახურში დამაგვიანდება. სწრაფად ვბანაობ და ოთახში პირსახოც შემოხვეული გავდივარ. როგორც ჩანს ის ბიჭი წავიდა, იქვე თაროზე წერილს ვამჩნევ. მწერს რომ როცა მოუნდება შემიძლია შევეხმიანო ქვევით კი მისი ნომერი წერია. დაუფიქრებლად ვაგდებ ნაგვის ურნაში და გასასვლელ ტანსაცმელს ვიღებ.

სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ახალი ცხოვრება დავიწყე. ცოტა ფული მქონდა შენახული და იმით სახლი ვიქირავე რადგან წასასვლელი არსად არ მქონდა. მუშაობა კი აქვე ახლოს რაღაც კაფეში დავიწყე. ჯერ-ჯერობით მაკმაყოფილებს ის რაც მაქვს და მერე ალბათ ყველაფერი დალაგდება. შემიძლია ჩემი ახლანდელი ცხოვრება სამი სიტყვით დაგიხასიათოთ. მუშაობა, სექსი და ძილი. სხვა ჯერ არც არაფერი მჭირდება ამ ცხოვრებისგან. ან სხვა რაზე უნდა ვიოცნებო? სახლი მაქვს. შეიძლება ქირით, თუმცა ყოველ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ არ მძინავს. ვმუშაობ, სადაც საკმაოდ კარგად მიხდიან, მე მყოფნის. და თითქმის ყოველ ღამე კლუბი, საიდანაც მარტო არასდროს წამოვსულვარ და დამიჯერეთ ეს ძალიან სასიამოვნოა.

Pain - Sope Where stories live. Discover now