თავი 9

394 52 3
                                    

როცა ორივეს სუნთქვა გვიჭირს სწრაფარდ ვშორდებით ერთმანეთს. ცრემლები რომელმაც ჩემი სახე დაასველეს სახეზე შემშრალა. თუმცა როცა უკვე ნათლად ვიაზრებ ყველაფერს, კვლავ ახალი ნაკადით მევსება თვალები და აცრემლებული თვალებით შევყურებ ჰოსოკს.

- ეს ყველაფერი უნდა გეთქვა. - ვეუბნები და ვცდილობ ხმა ვაკონტროლო. - ეს რომც არ გეთქვა, ჯობდა შენთვითონ დამშორებოდი.

- არ შემეძლო.

- არ შეგეძლო? შენ რომ მოსულიყავი და დამშორებოდი ისე ცუდად აღარ ვიქნებოდი, ისე აღარ მეტკინებოდა. ყოველ შემთხვევაში ყოველ დღე შენს მოლოდინში არ გავატარებდი! - საბოლოოდ მაინც გამიტყდა ხმა. დავინახე როგორ შეცბა ჩემს სიტყვებზე. - ერთადერთი რასაც ვერ გპატიობ ეგ არის ჰოსოკ. ახლა ვხვდები უფრო რის გამოც წამიყვანე იქ, რომ ჩემგან შორს ყოფილიყავი. ვხვდები, იმასაც რომ იძულებული გახდი ასე გაგეკეთებინა. მაგრამ შენ რომ შენთვითონ დამშორებოდი, და არა უსიტყვოდ მიგეტოვებინე შეიძლება ეს ყველაფერი მეპატიებინა შენთვის. ყოველ შემთხვევაში ახლა, რომ გავიგე სიმართლე, ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გაპატიებდი, მაგრამ მარტო, რომ გამწირე და უსიტყვოდ დამტოვე... იცი რა ცუდად ვიყავი? - ხმა ჩამიწყდადა წამით გავჩუმდი. მის სახეს ვაკვირდებოდი, რომელშიც ახლა ნათლად ჩანდა ის ტკივილი რაც ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია. - ყოველ დილით როცა ვიღვიძებდი ვიღიმოდი, რადგან მეგონა, რომ გნახავდი, მაგრამ ასევე ყოველ ღამე ტირილში ვიძინებდი, რადგან არ მოდიოდი. - ცრემლების შეკავება უკვე ძნელი იყო. - ყველა დღესასწაულზე გელოდი. შობას.. ახალ წელს. მაშინ უკვე გავიფიქრე, რომ დამივიწყე. ეს ჩემთვის საშინლად მტკინვეული იყო. მაგრამ ყოველთვის გამართლებდი. არცერთი წამით არ შემპარვია შენში ეჭვი. ახლა როცა ყველაფერი გავიგე ახლაც არ მეპარება შენს სიყვარულში ეჭვი მაგრამ, ვერ გპატიობ რომ ასეთი ტკივილისთვის გამწირე. შენ რომ დაგეტოვებინე მარტო ნელ-ნელა შევეგუებოდი მაგ ფაქტს და ყოველ დღე არ დაგელოდებოდი. მეცოდინებოდა, რომ აღარ მოხვიდოდი, და ასე მტკინვეულად აღარ გავიდოდა წელი. - ამოვიქვითინე და მუხლები მკერდზე მივიდე. - ვერ გეტყვი იმდენჯერ მქონდა შეტავა, როცა ვიაზრებდი რომ არ მოხვიდოდი. რომ დამივიწყე. აღარ გიყვარდი. ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ რამე ისეთი გავაკეთე რაც ვერ აიტანე და იმდენად შეგძულდი, რომ ერთი სიტყვის ღირსიც არ გამხადე. - უკვე გულამოსკვნილი ვტიროდი. ისევ. მის წინ ისევ სუსტი ვიყავი. ის კი ისევ ჩუმად იყო. ოთახში მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა ისმოდა. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა მისი სხეული და წამში ჩამიკრა გულში. ხელები ძლიერად მომიჭირა, თითქოს სადღაც გავექცეოდი, და თავი კისერში ჩამირგო. მის ასეთ საქციელზე გული უფრო მომივიდა და მისი მაისური მთლიანად დავასველე. მის სუნთქვას ყელში ვგრძნობდი, რაც მამშვიდებდა. ნელ-ნელა ცრემლები მიწყდებოდა და მხოლოდ ვსრუტუნებდი.

Pain - Sope Where stories live. Discover now