თავი 11

370 42 2
                                    

- კი მაგრამ ისეთი რა დაუშავა ჰოსოკმა მამამისს, რომ ასე მოექცა? - გაოცებით იკითხა ჯიმინმა, როცა ყველაფერი მოვუყევი მას. - და ღმერთო, საერთოდ რანაირი ურთიერთობა გაქვთ ახლა?

- არაფერი დაუშავბია.. ის ვერ იტანდა თავის შვლის, ბავშვობაში როცა დედა დაკარგა ჰოსოკმა, მამამისი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თითქოს მისი შვილი არ ყოფილიყო, სულ ეჩხუბებოდა. და მაშინ კიდევ უფრო შეიზიზღა ჰოსოკი, როცა გაიგო, რომ გეი იყო. თითქოს სიძულვილის საბაბი მოძებნა და ყოველ ჩხუბზე მაგას უხსენებდა. მე ვერ მიტანდა, ვერ იტანდა როცა ბედნიერს ხედავდა ჰოსოკს ჩემთან და ალბათ მაგიტომაც აიძულა ჩემგან შორს ყოფნა. არ ვიცი ეს როგორი გზით გააკეთა და სიმართლე გითხრა, არც მინდა ვიცოდე. - გამცრა როცა წარმოვიდგინე, ისეთი რამ რა შეიძლება გაეკეთებინა, რომ ჰოსოკი დანებებულიყო და ჩემზე უარი ეთქვა. ცრემლები მომადგა და წამით ჩემს თავზე ნერვები მომეშალა, თითქოს მხოლოდ მე მივიღე ამ წლის მაძილზე ტკივილი. ახლა რომ ვუფიქრდები წარმომიდგენია რამხელა ტკივილს განიცდიდა ჰოსოკი. ჯერ მარტო როგორ იკავებდა იმ დღეს თავს, როცა ჩემგამ წავიდა. წარმომიდგენია რას გრძნობა იმ წუთას იგი და ნერვები მეშლება ჩემს ეგოისტურ საქციელზე. მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად. მხოლოდ მე არ მტკიოდა. ეს ტკივილი ორივე მხარეს თანაბარი იყო და ამას ახლა ვაცნობიერებ. ვიგრძენი როგორ ამითრთოლდა სხეული.

- იუნგი, კარგად ხარ? - მომესმა ჯიმინის ხმა და ვიგრძენი როგორ ჩამკიდა მკლავში ხელი. მეც მას დავეყრდენი. - მოდი დაჯექი. - ამბობს და იქვე მდგარ სკამზე მსვავს. - კარგად ხარ? რა დაგემართა?

- წარმოგიდგენია რას გრძნობდა ჰოსოკი ამ ხნის განმავლობაში? - ცრემლიანი თვალებით ავხედე შეშინებულ ჯიმინს. - მე კი მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ. იქნებ რის გადატანა მოუწია? იქნებ რამეს უშავებდა ის კაცი მას? მე კი ამ დროს მხოლოდ ჩემს ტკივილზე ვლაპარაკობ. ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ. - ამოვიტირე და თავი ხელებში ჩავირგე.

Pain - Sope Where stories live. Discover now