თავი 3

356 48 2
                                    

- იუნგი ადექი სწრაფად! - ძილში მესმის ჯიმინის წიკვინი. რაღაც ამოვილუღლუღე და გვერდი ვიცვალე რა წამსაც ვიგრძენი როგორ დამარტყა ვიღაცამ მკლავში ხელი და თვალები გავახილე. ჯიმინს გაბრაზებულმა შევხედე და ნატკენ ადგილას ხელი მოვისვი.

- რა გინდა ჯიმინ? - გაბრაზეულმა ვკითხე.

- გვაგვიანდება. ძლივს გაგაღვიძე, იცი რამდენი ხანია გეძახი?! - მანაც შემომიბღვირა და ჩემი ტანსაცმელი გადმომიგდო. ამოვიოხრე და მომზადება დავიწყე. ყოველ წუთს მახსენდება რომ გავგვიანდებოდა. ზოგჯერ ძალიან აუტანელია. ნახევრად მძინავს მაგრამ მისი წიკვინი მაიძულებს გამოფხიზლებას. ოთახიდან გავედით და თეჰიონს შევეჩეხეთ.

- დილამშვიდობისა. მიდიხართ?

- კი. - სწრაფად პასუხობს ჯიმინი და ფეხსაცმელს იცვამს.

- თუ გინდათ წაგიყვანთ, მეც უნდა გავიდე. - თეჰიონს საწყალი თვალებით გადავხედე რადგან ახლა ძალიან მეზარებოდა ფეხით სიარული. მან ჩემი მზერა შეამჩნია და გაიცინა. ჯიმინიც მიხვდა და თვალები გადაატრიალა, რადგან მას ფეხით სიარული ერჩივნა ყოველთვის. მაგრამ ჩემი საწყალი თვალების გამო საბოლოოდ მანქანით წავედით, რის გამოც მადლობელი ვარ.

- დღეს შეიძლება ბიჭები მოვიდნენ სახლში. - სიჩუმე თეჰიონმა დაარღვია.

- ყველა? -იკითხა ჯიმინმა. თეჰიონმა მას გახედა და ჩაიცინა.

- შენ ვინ გაინტერესებს? - დავინახე ამის თქმაზე როგორ გაწითლდა ჯიმინი და თვალი აარიდა ძმას.

- ვინ უნდა მაინტერესებდეს. - ჩაიბუზღუნა და ფანჯარაში გაიხედა. თეჰიონს კი გაეღიმა ძმის საქციელზე და გზას გახედა. აი მე კი ნამდვილად ძლივს ვიკავებდი თავს რომ კითხვები არ დამეყარა მისთვის რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ ვიღაც მოსწონდა. მე კი არაფერი ვიცოდი. თეჰიონმა მალევე გააჩერა მანქანა. მადლობა ვუთხარი და უკვე კაფის კარებთან მისულ ჯიმინს დავეწიე. ის თვალს მაშორებდა. სწრაფად შევიდა კაფეში და ფორმა გადაიცვა. მეც მას მივბაძე და უკვე მოსულ მზარეულებს მივესალმეთ. შემდეგ კი კაფის მოწესრიგება დავიწყეთ სანამ კლიენტები მოვიდოდნე.

Pain - Sope Where stories live. Discover now