.1.

3.4K 206 65
                                    

             ჯეონ ჯონგუკი გამოიყურებოდა როგორც ჩვეულებრივი ცუდი ბიჭი; ბიჭი რომელზედაც დედები გაფრთხილებდნენ; ბიჭი რომელიც სამეზობლოში მუდმივი  განკითხვის  საკითხი იყო, ბიჭი რომელსაც ეტყობოდა ყოველ კვირას ჩხუბში ერეოდა. მართალია; მას ყავდა შავი მოტოციკლეტი, ჰქონდა ტატუები, დამოკიდებული იყო სიგარეტზე, მაგრამ ნიშნავდა კი  ეს ყველაფერი   იმას რომ ის  ადამიანს რამეს დაუშავებდა ?

ბიჭი წითელ შუქზე გაჩერდა, ნიავი მის შავ თმას აფრიალებდა, ოფლი შუბლზე ეწვეთებოდა, რა ექნა  ცხელი ღამე იყო,
მალევე სინათლე მწვანეზე გადაერთო და ჯონგუკმა სისწრაფეს მოუმატა, ქარი მის მაისურს ტანზე აკრობდა რაც სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა მას. ჯონგუკს ადარდებდა. შეიძლება არა მაშინ როცა საქმე საკუთარ თავზე იყო, მაგრამ როცა საქმე სხვა ადამიანებს ეხებოდა მას ყოველთვის ადარდებდა, როდესაც მან დაინახა ბიჭი შუა ქუჩაზე კინაღამ გულის შეტევა დაემართა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა ხელით ტორმუზს დააჭირა და ადამიანთან გაჩერდა რომელსაც სახეზე შოკი და შიში ჰქონდა აღბეჭდილი.

"რა ჯანდაბაა?" ჯონგუკმა დაიყვირა და ჩაფხუტი თავიდან მოიძრო მოტოციკლეტიდან გადმოვიდა რომ სხეული ახლოდან დაენახა,
"სულ გაგიჟდი? მწვანე ფერი იყო შუქნიშანზე! შემეძლო დაგჯახებოდი რომ არ შემემჩნიე,სიკვდილი გინდა-"

გაჩერდა როდესაც ახლოს მივიდა და გაიაზრა ძირს ბიჭი იწვა. ბიჭს ქერა თმები, მრგვალი ყავისფერი თვალები ჰქონდა, ის ჯონგუკის ასაკისას გამოიყურებოდა, ნათურები მის სახეზე ეცემოდა რაც ნათლად გამოხატავდა მის თვალებში ცრემლებს.

ჯონგუკმა ამოიოხრა და დაიხარა რომ ბიჭის სიმაღლეზე ყოფილიყო. შესამჩნევი იყო ბიჭი დაღონებული სახე, მისი სხეული გაინძრა როდესაც მან ჩუმად ტირილი  დაიწყო, ხელებს ერთმანეთზე ისე ძაან უჭერდა რომ ჯონგუკი დარწმუნებული იყო შრამი  დარჩებოდა. როდესაც  ხელი დასახმარებლად გაუწოდა ნამდვილად არ მოელოდა რომ ბიჭს შეეშინდებოდა და უკან დაიხევდა.

"ყველაფერი კარგადაა" შეეცადა რაც შეეძლო თბილი ხმით ეთქვა
"არაფერს დაგიშავებ, მაპატიე რომ გიყვირე."

ბიჭმა ცრემლები მოიწმინდა და ჯონგუკს შეხედა. ჯონგუკს კინაღამ გული გაუსკდა რადგან,ბიჭს ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა რაც კი ოდესმე ენახა რომელიც ცრემლების გამო ანათებდა და უფრო ლამაზს ხდიდა.უსიტყვოდ, ჯონგუკმა ისევ გაუწოდა ხელი, მალევე იგრძნო პატარა ხელის შეხება, ბიჭი წამოაყენა, რომელმაც ისევ გაიწმინდა ლოყებზე შემორჩენილი ცრემლები და ჯონგუკს შეხედა რომელიც უკვე მას უყურებდა.

"ცოტა ფრთხილად იყავი ხოლმე"ჯონგუკმა დაილაპარაკა , ხმა ისევ ისეთი თბილი ჰქონდა, ეშინოდა ბიჭი არ შეეშინებინა.

"არ შეგიძლია გზაზე გადაირბინო როდესაც მწვანეა."

ბიჭმა ნერწვი გადაყლაპა და ტანსაცმლით თამაში დაიწყო, ჯონგუკმა დახედა და ეგრევე შეამჩნია ბიჭის საყვარელი მაისური.

"მაპატიე," თაფლივით ტკბილი ხმა ჯონგუკის ყურამდე მისწვდა "მე არ- მე არ შემიმჩნევია.  ბოდიში."

ჯონგუკმა ამოიოხრა და თავის მოტოციკლეტს გახედა.

"გინდა სახლამდე მიგიყვანო? მემგონი გჭირდება"

ბიჭმა თვალები რამოდენიმეჯერ საყვარლად დაახამხამა, ცოტახანს დაფიქრდა და დათანხმდა, მთელი გზის განმავლოვაში ჯონგუკის ტვინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორი თბილი იყო ბიჭის ხელები მისი წელის გარშემო.

"სად ჩამოგსვა?"

ჯონგუკი გაყვა ბიჭის მიმართულებას და მოტოციკლეტი პატარა კორპუსის წინ გააჩერა.

"მადლობა დიდი- ამმ- მოყვანისთვის," ბიჭმა გასაღები ამოიღო და მოტოციკლეტიდან გადმოვიდა "მაპატიე კიდევ ერთხელ უყურადღებობისთვის."

ჯონგუკი თავის მოტოციკლეტს მიეყრდნო. უყურებდა როგორ ამოიღო ბიჭმა გასაღები რომელსაც ბრელოკად სახელი 'ჯიმინი' ჰქონდა დაკიდებული ,  გაეღიმა.

"ღამემშვიდობისა, დიდი მადლობა" ბიჭმა გაიღიმა და დაიფიცებოდა  ჯონგუკი რომ ეგონა ყველაფერი განათდა რადგან მისი ღიმილი ნათელი და თბილი იყო.

ჯონგუკი უცდიდა სანამ ბიჭი სახლში არ შევიდოდა, ამოიოხრა და სიგარეტი ამოიღო როდესაც დაავიწყდა რომ სანთებელა არ ჰქონდა, თვალები აატრიალა და თავზე ხელი შემოირტყა.

"მშვენიერია."

Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡Where stories live. Discover now