Ramen

89 15 38
                                    

რამოდენიმე საათში ჯუჰონი, აიემი, კიჰიონი და შონუ ერთმანეთს საერთო საცხოვრებლის შესასვლელთან გადაეყარნენ.

- კიჰიონ, აიემ - შონუმ ბიჭებს ხელი დაუქნია და ძმაკაცთან ერთად მათთან მივიდა - გაიცანით ეს ჩემი ძმაკაცი ჯუჰონია, ჯუჰონ ეს აიემი და კიჰიონი თეატრალურიდან.

- სასიამოვნოა - ისევ ლოყების ჩაჩხვლეტამდე გაიღიმა - ესეიგი ცხრაზე?

- კი, გელოდებით - დაეთანხმა კიჰიონი და შონუსთან ერთად ლიპტში შევიდა - შემოდით.

ჯუჰონი ზედაც არ უყურებდა ჩანგიუნს, უემოციოდ აშტერდებოდა ლიფტის შავ კარს, მისი სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა, კიჰიონი და შონუ კი მორცხვად, ისე რომ მზერას ვერ უსწორებდნენ, მომენტებში გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. ლიფტი გაჩერდა და ყველა აიემის კართან ოდნავ მოშორებით დადგა.

- ჯერ ადრეა ამიტომ რამოდენიმე საათში შევხვდებით - შონუ და ჯუჰონი თავიანთ ოთახებში შევიდნენ, კიჰიონი კი აიემთან შევარდა და საწოლზე დაეცა.

- ორი წამით ამოვისუნთქებ მისი სისაყვარლის ზეწოლისგან და ყველაფერი ისე უნდა დავაწკრიალო რომ კრემისფერი კედლები გამჭირვალე გავხადო.

- ვსიო ამას დაეწყო ისევ - შუბლზე ხელი შემოირტყა აიემმა - ეს სიყვარული როგორ ადებილებს თურმე ხალხს...

- პატარავ, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა - საწოლიდან წამოხტა და საწოლის ალაგება დაიწყო - რა საღორეში ხარ შვილო ჩემო.

- სად მცალია დასალაგებლად ახალ სიმღერაზე ვმუშაობ - ხელი ჩაიქნია ბიჭმა და სამზარეულოს დალაგებას შეუდგა - მოდი ამ საღორეს ნუ დავახვედრებთ, დაგეხმარები რაშიც დაგჭირდება.

მიდი შენ ჭურჭელი დარეცხე, მე ტანსაცმელს მივხედავ.
ერთ საათში სახლი ისეთი გაწკრიალებული იყო რომ იატაკიდანაც შეგეძლოთ ჭამა.

- არ მჯერა რომ დასალაგებელ საწოლზე წამოვგორდი - გაწკრიალებულ საწოლზე წამოჯდა და "ფჩოლკა" უკან გადაისწორა.

My Property [დასრულებული]Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin