First Snow ❄️

90 13 25
                                    

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩანგიუნმა შეყვარებული წყვილი აეროპორტში გააცილა, ჯუჰონი კი პროდუქტებით დატვირთული სახლში დახვდა მეგობარს.

- აბა, ვინ მოამზადებს? - ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს - მე არ ვიცი მომზადება - ჩანგუნმა ხელები ასწია - სამზარეულოს დავწვავ.

- სიმღერები ჩართე და ერთად გავაკეთოთ რამე - პროდუქტები ამოალაგა და ტელევიზორის იუთუბში ჩართულ სიმღერას აჰყვა.

- მოდი უბრალოდ პიცა გამოვიძახოთ - ლეკვის თვალებით სთხოვა აიემმა.

- კიჰიონმაც პიცის პროდუქტები გამომატანა, აი მწარე სოუსიც აქაა - ხელში პატარა ბოთლი აათამაშა - მოდი ნუ გეზარება ცომი მოზილე.

- იმედია ტკბილეული იყიდე, ახალა უკვე ყველაფერი დაკეტილი იქნება - აიემმა შავი სვიტრის სახელოები აიკეცა, წინსაფარი გაიკეთა და ჯუჰონს ფქვილის შეკვრა სთხოვა.

- ათი სხვადასხვა სახეობის შოკოლადი ვიყიდე, ორი სახის სასმელი, დიდი ქათამი გვაქვს და მაცივარში რამოდენიმე ნაჭერი შოკოლადის და ხილის ნამცხვრები - ჯუნჰონმაც გაიკეთა წინსაფარი და პიცისთვის ბულგარულის და პამიდვრის დაჭრა დაიწყო - ამას სოკოსაც დავამატებ.

- ამდენი რამ რათ უნდოდა იმ სულელს, ერთი კვირა არ იქნებიან და მაქამდე გაფუჭდება.

- ნუ ღელავ ყველაფერს შევჭამთ, მთავარია პიცა იყოს ბლომად.

რამოდენიმე საათიანი მზადების შემდეგ, როგორც იქნა დაასრულეს საჭმლის კეთება, სასტუმრო ოთახში პატარა მაგიდა პიცით და სასმლით გადატენეს და თავად სავარძელზე დაეცნენ.

- ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი - ამოიწუწუნა აიემმა და ცხვირიდან ფქვილი მოიწმინდა.

- პიცა კიდევ რა ადვილია და წარმოიდგინე ჩვენი დედები ტკბილეულსაც და ტრადიციულ საჭმელებსაც ერთ საღამოში, მარტონი აკეთებენ - ჯუჰონმა ქვედა ტუჩი გამობრიცა - სულ ცოტახნის წინ ვნახე ჩემები და უკვე მენატრებან.

Naabot mo na ang dulo ng mga na-publish na parte.

⏰ Huling update: Dec 15, 2020 ⏰

Idagdag ang kuwentong ito sa iyong Library para ma-notify tungkol sa mga bagong parte!

My Property [დასრულებული]Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon