alcohol

80 10 8
                                    

ბიჭებმა სამზარეულოდან დიდ სავარძელზე გადაინაცვლეს და მაგიდაზე სასმელები და საჭმელი დაალაგეს, აიემი და კიკი მაგიდის გარშემო ხალიჩაზე იატაკზე დასხდნენ.

- მოდით აქ დასხედით - თავის გვერდით ადგილზე ანიშნა ჯუჰონს, მაგრამ შონუმ დაასწრო და კიკის გვერდით მიუჯდა რაზეც ბიჭი გაწითლდა.

"სირცხვილო, ამხელა კაცი რას წითლდები" - საკუთარ თავს ეჩხუბებოდა კიკი შინაგანად.

- ხო ხო მოდი - თავი გააქნია აიემმა.

ჯუჰონი აიემის და შონუს შორის ჩასკუპდა და სასმელისთვის თავსახურების დახსნა დაიწყო.

- ხორცს დაგიჭრით - სპეციალური მაგრატელით ხელში სტეიკის დაჭრა დაიწყო კიჰიონმა, მაგრამ შონუმ შეაჩერა.

- მოდი მე დავჭრი არ შეწუხდე - მაგრამ კიჰიონმა უბრალოდ ჩაიცინა და შონუს მიუბრუნდა.

- რაღაც ვერ გავიგე რა თქვი, გთხოვ გაიმეორე... შენი აზრით ქალს ვგავარ?! - ყბა დაეჭიმა დაბალს.

- ჰიონ დამშვიდდი, მიხედე ხორცს, ჩვენ დავლევთ უკვე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- ჰიონ დამშვიდდი, მიხედე ხორცს, ჩვენ დავლევთ უკვე.

- რა ფეთქებადი ხასიათი აქვს - გადასჩურჩულა ჰანიმ აიემს.

- რას ლაპარაკობთ თქვენ მანდ?! - ახლა წყვილს მიადგა და თან მაკრატელს არ უშვებდა ხელიდან.

- და ვინ თქვა რომ ვლაპარაკობთ? - ჰანიმ ჩანგიუნს ლოყაზე აკოცა - კოცნა მინდოდა - მათ შემხედვარე კიჰიონი ცეცხლზე დადებული ყინულივით გადნა.

- უი... მაპატიეთ - გაწითლდა და მაკრატელი შონუს მისცა - შეგიძლია დაჭრა, არაა პრობლემა.

My Property [დასრულებული]Where stories live. Discover now