ჯუჰონი და შინი თავიანთ სახლებში გავიდნენ რომ მოწესრიგებულიყვნენ, კიჰიონმა პირველმა მიიღო შხაპი და სამზარეულოში გაექანა საუზმის მოსამზადებლად, აიემი კი საშინლად ცხელი წყლის ქვეშ იდგა და შხაპის მიღებასთან ერთად პირადი სოლო კონცერტიც ჰქონდა გამართული. ჯუჰონი და შონუ მალევე დაბრუნდნენ აიემის სახლში და კიჰიონის გამზადებული საჭმლის სუნზე სამზარეულოსთან პირ დაღებულები დაეყუდნენ.
- დასხედით რა ჯორებივით დგახართ - ბარის მაგიდასთან მდგარ მაღალ სკამებზე მიუთითა დაბალმა.
- კიჰიონ თქვენ რა ერთად ცხოვრობთ? - იკითხა ჯუჰონმა და პირი ბრინჯით გამოიტენა.
- არა, ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ დასასვენებლად, სახლში მარტო ყოფნა ძალიან მოსახერხებელია ამიტომ ამ ბოლო დროს ჩანგიუნთან ვრჩები ხოლმე - ხელები დაიბანა, წინსაფარი მოიხსნა და მაგიდას მიუჯდა.
- ვის ატყუებ, აქ შენი საყვარელი ქრაშისთვის მოდიხარ - უცებ სააბაზანოდან წელს ზემოთ შიშველი აიემი გამოვიდა, მარჯვენა ხელში პირსახოცი ეჭირა და თმას იმშრალებდა მარცხენა კი კიჰიონს დაადო მხარზე - გამარჯობა ბიჭებო, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დღეს არ შევხვედრივართ.
ჯუჰონს ხველება აუტყდა და გაწითლდა, საცოდავი ყველანაირად ცდილობდა რომ ბრინჯი უკან არ გადმოეღო, კიჰიონმა წყალი მიაწოდა, შონუმ კი ისე ჩაათხლიშა ბეჭებში გაშლილი ხელი რომ უმცროსს ცრემლები წამოუვიდა.
- შონუ, ძალა გაზომე როდესაც ადამიანს ზურგში სარტყავ თორე ერთხელაც შემოგეინვალიდება ვინმე - მხარში ჩაარტყა კიჰიონმა.
- კარგად ხარ - აიემი წელში მოიხარა რომ მზერა თავ ჩახრილი ჯუჰონისთვის გაესწორებინა და ამით ისედაც დაზარალებულს თავისი ლავიწები "ატაკა" თვალში.
- კი - გაწითლებული ლოყებიდან ცრემლები მოიწმინდა საწყალმა - ზედმეტად მწარე იყო.