"უკვე ზედიზედ ორი ღამეა არ მძინავს, ცოტახანში მოთმინება ამომეწურება და ჩემს კარის მეზობელს ოთახს დავუწვავ..."
აიემი საწოლში შეუჩერებლად წრიალებდა და ყურებზე ბალიშს იჭერდა იმის იმედით რომ ოდნავ მაინც ჩაახშობდა ხმას, მაგრამ მოთმინება უკვე აღარ ეყო, ფეხზე წამოდგა, სათვალე გაიკეთა, დათუნებიან ჩუსტებში ფეხები გაყო და მეზობლის კარის გზაზე ფუმფულა ხალათის ჩაცმას ცდილობდა.
- მე შენ გაჩვენებ ხმაურს ლი ჯუჰონ - მუჭები შეკრა და მზად იყო მთელი ძალით დაებრახუნებინა, მაგრამ ხელები ჰაერში მაჯებზე დაუჭირეს.
- კარი შეგეშალა - ზურგს უკან ჯუჰონის ხმა მოესმა და ხელები სწრაფად ჩამოუშვა.
- რას ნიშნავს შემეშალა, ეს შენი სახლია, არ მოგბეზრდა ამ სიმღერების სმენა? - აიემი სიტყვებს ერთმანეთს აყრიდა და თან თითით ცხვირზე ჩამოსკუპებულ სათვალეს წარამარა ისწორებდა - ადამიანი ვარ და ნორმალურად ძილი მინდა, მეორე ღამეა შენ გისმენ - საჩვენებელი თითი ბიჭის ცხვირს გაუსწორა - პოლიციას გამოვიძახებ!
ჯუჰონმა თვალები აატრიალა და კარზე დააკაკუნა მისი ხელი კი აიემის მხარს და სახის მარცხენა ნაწილს ეხებოდა, ასეთი უაზრო და უმნიშვნელო შეხება იყო, მაგრამ ბიჭი ადგილზე გააქვავა, სულ დაავიწყდა რატომ აკაკუნებდა.
- შონუ გთხოვ ცეკვებში ვარჯიშისთვის სხვა დრო აარჩიე ხოლმე - საყვარლად გაიღიმა და ლოყები ჩაეჩხვლიტა.
- ჯუჰანი ძალიან გაწუხებს ძმაო, მაპატიე არ ვიცოდი - უხერხულად ჩაიღიმა მაღალმა.
- მე არა ამ ჭინკას - ხელი კარიდან აიემის თავზე გადაანაცვლა და სახით შონუსკენ შეაბრუნა.
- მაპატიე მეზობელო ამის შემდეგ ყურსასმენებს გამოვიყენებ - ბიჭს ღიმილში თვალები დაუმწვრილდა.
- ამმ... კარგი - საფეთქელი მოიქავა და ჯუჰონის ხელი თავიდან მოიშორა, შონუ ცისფერ თმიანს დაემშვიდობა და ოთახის კარი გაიხურა, აიემი და ჯუჰონი კი ერთმანეთს მიაჩერდნენ - ისეთი უმანკო ბავშვის შთაბეჭდილება დატოვა რომ ვერ ვეჩხუბე...
