→1←

121 11 5
                                    

კითხვა,რომელიც ყოველთვის მაწუხებს,როცა ხელახლა ვიბადები,როცა ყოველი ადამიანი ტოვებს სამყოფელს,მეც პარალელურად,მისი მფარველი ანგელოზი დროებით დაძინებას მივეცემი,თუმცა მალევე,ახალ სიცოცხლესთან ერთად,კვლავ გამოვიღვიძებ. ეს ხდება საუკუნეების განმავლობაში,უწყვეტად. ადამიანებისგან განსხვავებით მე უკვდავი ვარ, ისინი თუ ტოვებენ დედამიწას,მე კი ვრჩები ჩემს ადგილას,სულ მალე კიდევ ახალ სულს ვუერთდები. რატომ მაწუხებს უცნაურ თემებზე კითხვები, თუ ვიცი, რომ პასუხს ვერ მივიღებ? რატომ მიჩნდება ის გრძნობები,რასაც ვიცი,ვერ განვიცდი, რადგანაც ანგელოზებს ეს განცდა არ აქვთ, ერთადერთი რაც შემიძლია ვიგრძნო არის ბედნიერ,სიყვარული და ტკივილი,ესეც წამიერად თუ მოხდება და შემდეგ დავიწყებას მიეცემა. ბედნიერებას მაშინ ვგრძნობ,როცა გამოვიღვიძებ და ვიაზრებ,ახალი სიცოცხლე დაიბადა,სიყვარულს მაშინ,როცა მას ვუერთდები,როგორც მის მფარველ ანგელოზად,ტკივილს კი – მისი გარდაცვალების შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე ეს წამიერი გრძნობებია,ხშირად და დიდი ხნით არც ერთი მათგანი ჩერდება ჩემთან, ადამიანებისგან განსხვავებით. მათ შეუძლიათ იცინონ,იტირონ,უყვარდეთ,
სძულდეთ ბედნიერები იყვნენ,თუნდაც უბედურები,ყველა გრძნობას განიცდიან იმდენი ხნით,რამდენ ხანსაც უნდათ რომ გაგრძელდეს ეს.
ადამიანი უნიკალური ნიმუშია,რომელსაც ყველაფერი შეუძლია,ნიჭიერებით სავსე, თუმცა უმეტესად დაუფასებელნი რჩებიან.
ბევრ მათგანთან ვყოფილვარ,ღირსეულისა თუ უღირსოს,ამის მიუხედავად,მაინც მის გვერდით ვიყავი,ისინი კი უბრალოდ ღრმად მკეტავდნენ ქვეცნობიერში,იქამდე სანამ ბოლოჯერღა ჩაისუნთქავდნენ ფილტვებში ჰაერს.
როგორც უკვე ვახსენე, ისეთი აზრები და სურვილები მაწუხებს,რაც არ შეიძლება და ჩნდება კითხვა,თუ ამდენი ვიცი ადამიანებზე, რაღატომ ვინტერესდები მათით.

მაინტერესებს როგორები არიან ახლოდან,მათი შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა დარგი, ღირსშესანიშნაობები,მუსიკა,ცეკვა და რაც მთავარია,გრძნობები,რასაც ისინი გამუდმებით გრძნობენ, ზოგჯერ რამოდენიმეს ერთდროულადაც კი. ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ დაბადების წუთიდანვე და ამას ვერაფერს ვუხერხებ. ხშირად მისაუბრია ამაზე სხვა ანგელოზებთან, თუმცა მათგან ვერასდროს ვიღებდი იმ პასუხს,რაც დამაკმაყოფილებდა ან არ მაგრძნობინებდა თავს მარტოდ.
ერთადერთი რამ,რაც მე და დედამიწელებს გვაერთიანებს, არის ის, რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა.
მამასთან უფრო ხშირად ვსაუბრობ ადამიანებზე ვიდრე სხვებთან. ზოგჯერ ისიც მტოვებს  უპასუხოდ, რადგანაც ზედმეტად ვუღრმავდები ყველაფერს და ვტოვებ ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს მომბეზრდა აქ ყოფნა და რაღაც ახალი მინდა. ნუ ეს ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს აქ ყოფნა,მაინც მინდა ადამიანად შევიგრძნო თავი.
-იუნონა.- მომესმა დედას ხმა,მას გავხედე,შორიდან მაკვირდებოდა.
-გისმენ,დედა.
-რას ჩაფიქრებულხარ,დიდი ხანია რაც აქ ზიხარ,მარტო.
-ადამიანებზე ვფიქრობ.
-იუნონა,- დედამ ოდნავ დამწუხრებული ხმით ამოილაპარაკა ჩემი სახელი.- ხომ იცი,როგორ გაბრაზდება,როცა გაიგებს,რაზეც ფიქრობ?
-არ ფიქრობ რომ უკვე იცის?
-არა, რადგანაც ის თითოეულს პატივს გცემთ და მიუხედავად მისი ტიტულისა,თავს უფლებას არ აძლევს გაკონტროლოთ,მას შენი ნდობა აქვს.
-ვიცი,დედა, მაგრამ..ამას ვერაფერს ვუხერხებ.
-მესმის, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ,ბოლოს და ბოლოს ჩემი ქალიშვილი ხარ და ვიცი,როგორი ხასიათიც გაქვს, მაგრამ ხომ ხვდები,ამას ყველა ვერ გაიგებს.
-უგრძნობად ყოფნა მომბეზრდა,წარმოიდგინე,რა კარგი იქნებოდა,ცოტახნით მაინც,ქვემოთ,ადამიანებთან,
მუსიკები,ცეკვები,ბედნიერება..- ფეხზე სწრაფად წამოვდექი,დედას ხელები ჩავკიდე და მასთან ერთად დავტრიალდი.
-შენ ანგელოზი ხარ,ყველა ჩვენთაგანს გვაქვს მისია,უნდა გიყვარდეს შენი სამყოფელი, ხშირად არ უნდა იფიქრო იმაზე,რაც ვერ მოხდება..- დედას ხმა გაუწყდა და მუხლები მოეკვეთა.
-დედა..
-არაფერია..არაფერია..ცოტახანს გტოვებ,არ მოიწყინო..- მითხრა და თვალები დახუჭა.როგორც ჩანს მისმა ადამიანმა დატოვა სხეული,ამიტომაც დედა დროებით დაძინებას მიეცა.
-იუნინა,სად იყავი?- მეკითხება ნარცისიზმით შეპყრობილი უფროსი ანგელოზი,როცა სხვებთან გავედი.
-დედას ვესაუბრებოდი,მისი ადამიანი გარდაიცვალა.
-ჩემი ადამიანი ზედმეტად ღონიერია, ამიტომაც დიდი ხნით დავრჩები მასთან,- სიცილით გააქნია თავი, თუმცა მე არ მივიჩნიე მისი ხუმრობა სასაცილოდ.
ყველა ანგელოზი ერთმანეთისაგან განვსვავდებით,თოთოეული რაღაც გრძნობა ვართ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ ამას. ის ნარცისია, მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი კონკრეტული ადამიანი ჰყავს მფარველობის ქვეშ,შესაძლოა სხვამაც იგრძნოს მისი გავლენა ნარცისიზმთან დაკავშირებით. მე ცმობისმოყვარე ვარ, თუმცა ასევე სიყვარულის ანგელოზიც. ჩემი სახელი,იუნონა ოჯახის,დედების,ქალებისა და ქალთა ნაყოფიერების მფარველად მიიჩნევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ქალების ანგელოზობა მევალება,ეს უბრალოდ სახელის განმარტება და დანიშნულებაა,რომელიც დედამ შემირჩია.
-იუნონა,ამ ბოლო დროს ძალიან მოწყენილი მეჩვენები,- მითხრა ნარცისმა,რა წამსაც უკნიდან ხმა მომესმა.
-იუნონა, ყველაფერი რიგზეა?
-დიახ,მამა..
-წამოდი, ვისაუბროთ,- თავი დავუქნიე, გავუღიმე და გავყევი. მამა,ის ყოველთვის თანაბარია თავის ანგელოზებთან,ყველას ერთიანად აკონტროლებს და თან უყვარს.
-დედამ დაიძინა,- მოვახსენე,რაზეც მსუბუქად დამიკრა თავი.
-ვიცი, ვიგრძენი მისი და კიდევ რამოდენიმე ანგელოზოს დაძინება. ვშიშობ დედაშენი ცოტახანს არ გაიღვიძებს, რადგანაც ახალ სულს ეძებს,- ეს ამბავი დიდად არ მომეწონა, რადგანაც დედა ის არის,ვისთან საუბრის გარეშეც არ შემიძლია.
-მამა,შეიძლება რაღაცაზე გესაუბრო?
-რა თქმა უნდა.
-ადამიანებზე..- თავდახრილმა წარმოვთქვი, თუმცა მაინც შევნიშნე,როგორ დამხედა.
-რა გაინტერესებს?
-უკვე ყველა ინფორმაცია ამოვწურე მათზე,შესაებლობებზე,კულტურაზე,
ხელოვნებაზე,ნიჭზე,გრძნობებსა და ათას რამეზე.
-დიახ,მერე?
-რატომ არ შეიძლება ჩვენც იმავე გავაკეთოთ რასაც ისინი აკეთებენ?
-იუნონა, ვფიქრობ,ამაზე პასუხი ძალიან კარგად იცი. ანგელოზებსა და ადამიანებს შორის დიდი კავშირის მიუხედავად არსებობს დიდი განსხვავება,რაც ბალანსს იცავს დედამიწასა და სამოთხეს შორის, ასევე კოჯოხეთში. შენ და სხვა ანგელოზებს მათი დაცვა გევალებათ,ადამიანებს მიზნებისკენ სწრაფვა,დემონებს კი – რა საკვირველია,მათი გზიდან გადაყვანა და შეცდენა!- მისმა მკაცრმა ტონმა და გამოხედვამ უცნაური შეგრძნება დამიუფლა.
-რატომ არ არსებობს დღე,როცა ანგელოზებს შეეძლებათ, ერთი დღით ან თუნდაც წუთით ჩასვლა და მათთან ერთად შეიგრძნონ ყველაფერი,ნუთუ ეს იმ ბალანსს დაარღვევს?
-დაარღვევს. სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები კიდევ იღუპებიან ან შავფრთიანებად იქცევიან!- მამას ვატყობდი, ჩემი წამოწყებული თემა არ მოსწონდა და ცდილობდა ყველანაირად დავერწმუნებინე,ეს ყველაფერი მომეშორებინა გონებიდან.
-სჯობს დედის გამოღვიძებას დაელოდო,რადგანაც შემდეგი შენ ხარ.
-ნახვამდის, მამა.
უკან დავბრუნდი,დედასთან,დიდხანს ვუყურებდი, თუმცა შემდეგ მარტომ გადავწყვიტე გასეირნება მწვანე მინდორზე.
სამოთხე,ეს ის ადგილია სადაც ადამიანთა სულები განისვენებენ,მათი წარმოსახვა,რამდენსაც სწვდებოდა ერთ დღეს,ისეთ ადგილას ხვდებიან, თუმცა ის ყველა ერთი ადგილია, უბრალოდ სხვადასხვაგვარად წაემოსახული. მე არცერთ მათგანში მაქვს უფლება შევიდე,რადგანაც ეს მათ სიმშვიდეს დაარღვევს,საკუთარი ადამიანის წარმოდგენილ სამოთხესაც ვერ ვესტუმრები. სიკვდილის შემდეგ, როცა სხვა სულს ვუკავშირდები ძველი მივიწყებს.

If I Could FlyWhere stories live. Discover now