→3←

80 7 5
                                    

→ იუნონას თვალთახედვით ←
ვიდრე ჰარი გასული იყო,მომინდა აქაურობა დამეთვალიერებინა. დერეფანში დავიწყე სიარული, როგორი ლამაზია გარე სამყარო, ქუჩები,შენობები,დიდი ტრანსპორტები. ჯერ ბევრი არაფერი მინახავს,თუმცა უკმაყოფილო არ ვარ. ესეც მაკმაყოფილებს ამ მომენტში.
ჰარი ისევ არ ჩანდა, მარტომ მოვიწყინე,როცა სკამზე უნდა დავმჯდარიყავი, რაღაც უცნაური ვიგრძენი, გული ამიწრიალდა, რაღაც არ მასვენებდა, სუნთქვა გამიხშირდა. გარშემო მიმოვიხედე,ზედმეტად გამძაფრებულ გრძნობებს ვგრძნობდი ვიღაცის მიმართ, თითქოს მიზიდავდა თავისკენ, თუმცა არ ვიცი, ვინ არის ან სად. საავადმყოფოდან გავედი და ცარიელ ქუჩაზე გადავირბინე,ირგვლივ მიმოვიხედე,ხალხი შევათვალიერე,ვერ ვხვდები ვისგან მოდის ეს ყველაფერი. სიარული გავაგრძელე,წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ, მაგრამ მის სიახლოვეს ვგრძნობ.
-ვინ ხარ ან რატომ გგრძნობ..- ამოვილაპარაკე ქვეცნობიერში და სვლა გავაგრძელე.ყველა მიმართულებით ვაცეცებდი თვალებს. უეცრად ვიღაცას შევეჯახე,როცა გავხედე გული თითქოს დამიმშვიდდა, ვეღარ ვგრძნობდი გამძაფრებულს ვერაფერს.
-მაპატიეთ,ვერ დაგინახეთ,- მითხრა უცნობმა მამაკაცმა.
-ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თქვენ გეძებდით,- ვუთხარი კარამელისფერ თვალებას,უცნაურად მოეფინა სახეზე ღიმილი.
-ვფიქრობ,არ გიცნობთ, რადგანაც თქვენს თვამებს ვერ დავივიწყებდი,- მითხრა მოცინარმა.
-მაპატიეთ, უბრალოდ რაღაცნაირად.. თითქოს გიცნობთ, მაგრამ.. ალბათ შემეშალეთ,- დაბნეულმა ვთქვი. არ ვიცი წეღან რა ვიგრძენი, თუმცა მას რომ ვუყურებ, თითქოს მეცნობა, მაგრამ არ ვიცი საიდან.
-თუ წინააღმდეგი არ იქნებით,ყავაზე დაგპატიჟებთ.
-ყავა? არასდროს გამისინჯავს.
-ხოდა მაშინ უარს არ მივიღებ,- იქვე კარისკენ მანიშნა, გამჭვირვალე შუშაში შევიხედე, რამოდენიმე ადამიანი ისხდა,ზოგი ჭამდა,ზოგი კი სხვამდა.
-კარგი.- წინ გამიძღვა, შემდეგ კარი გააღო და მანიშნა შევსულიყავი. ერთ-ერთ მაგიდას მივუსხედით,მან გოგონას ყავა და ნამცხვარი დააბარა.
-რა გქვია?
-იუნონა, თქვენ?
-ზეინი. მოდი შენობით მივმართოთ ერთმანეთს.
-კარგი..ზეინ,- მალევე შეკვეთილი ყავა და ნამცხვარი მოიტანეს,როცა მოვსვი ტუჩები და ენა დამეწვა,რის გამოც ჩუმად ამოვიგმინე.
-ფრთხილად..- ჩაიცინა.
-გემრიელია..- მეც გავიცინე და ნამცხვარი გავსინჯე,ესეც ძალიან მომეწონა.
-გეტყობა რომ მოგეწონა.
-ჰო.. ძალიან კარგია.
-მიხარია..- ზეინს მეტი არაფერი უთქვამს,მეც ჩემთვის მშვიდად ვჭამდი, უეცრად კი ჩემი სახელი მომესმა, მოულოდნელობის გამო კიდევ ჰაერში შევხტი.
-იუნონა,აქ რას აკეთებ?!- მომესმა ჰარის ხმა,ეგრევე ფეხზე წამოვდექი,როცა ავხედე ანერვიულებული, თუმცა ამავდროულად გაბრაზებული ჩანდა.
-ნამცხვარს ვჭამ.
-ვხედავ.. მაგრამ რატომ გაიპარე, ხომ გთხოვე დალოდება.
-მაპატიე..- ვიგრძენი, რომ რაღაც მეწყინა მისგან, ამიტომაც თავი დავხარე.
-მანერვიულე..მეგონა დაიკარგე,- ამოიოხრა და ხელები შემომხვია. მომღიმარმა იმავე გავიმეორე.ის მეხუტებოდა.
-თქვენ ერთად ხართ?- იკითხა ზეინმა.
-არა,ის.. ჩემი მეგობარია,აქ პირველად არის და რომ გაიპარა შემეშონდა არ დაკარგულიყო.. ბევრი ვეძებე..- ამოილაპარაკა ჰარიმ, შემდეგ ზეინს მადლობა გადაუხადა, რომ ყურადღება მომაქცია. მას დავემშვიდობე და წამოვედი.
-ეგრე აღარ გააკეთო,თანაც უცხო მამაკაცთან იყავი, ძალიან საშიშია ასე, შეიძლება მან არა, მაგრამ სხვამ რაიმე დაგიშავოს.
-მართლა?
-ჰო..
-მამა მაფრთხილებდა ამაზე..
-ხოდა ახლა მეც გეუბნები,ყველა სანდო არაა.ამას ნელ-ნელა ისწავლი, კარგი?
-კარგი,ჰარი..- გავუღიმე,მანაც იმავე გაიმეორა.
-და მაინც, რატომ გაიპარე?
-რომ გითხრა,გამიბრაზდები?
-არა,რა თქმა უნდა.
-რაღაც გამძაფრებული ვიგრძენი..გული ამიჩქარდა და ვერ ვისვენებდი, თითქოს ვიღაც მიხმობდა..რომ წავედი და მივუახლოვდი, უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, თუმცა როცა შევხვდი,გამიარა. ის ზეინისგან მოდიოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ.
-უცნაურია..იქნებ ისაა შენი ცხოვრების სიყვარული?- ჰარიმ გაიცინა,რაც არ მესიამოვნა.
-არა! ის არაა,ეს სხვა გრძნობა იყო.
-კარგი,არ მეჩხუბო,- ხითხითით თქვა და გააჩერა მანქანა.
-ექიმმა საშიში არაფერი სჭირსო, თუმცა შენი დაღლა არ შეიძლება,წამლებიც უნდა მიიღო.
-წამლები არ მაქვს..
-ვიცი, ამიტომაც გიყიდი ახლა.
-მადლობა,- მომღიმარმა დავადე ხელი ხელზე. ზედ დაიხედა თითქოს გაოცებულმა.
-არაფრის..- მანქანაში დამტოვა,მანამდე გამაფრთხილა არსად წავსულიყავი. ცოტახანში დაბრუნდა და შინ წამიყვანა.
ვიდრე მე ოთახში ვიწექი და არაფერს ვაკეთებდი,ის ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა, როგორც თვითონ მითხრა მისი შეყვარებულია. თუ მას შეყვარებული ჰყავს და სხვა უყვარს,მე რატომ ვიგრძენი მისგან სითბო? თუმცა გამოუცდელი ვარ მსგავს საკითხებში,ყველაფერს ერთიანად ვგრძნობ, ხანდახან ვერც ვხვდები რატომ განვიცდი სევდას,ტკივილს და მერე უცებ ვიცინი. ადამიანობა უცნაურია, მაგრამ მივეჩვევი,აქაურობა მომწონს. როცა ზედმეტად მოვიწყინე და თან მომწყურდა გადავწყვიტე გავსულიყავი. ჰარი სამზარეულოში იყო და ისევ საუბრობდა.
-ჰარი..- ჩუმად ამოვილაპარაკე.იმ წამსვე გამომხედა.
-გისმენ.
-შეიძლება წყალი დავლიო?
-რა თქმა უნდა,მოდი.- შიგნით შევედი,ვიღაცის ხმა მომესმა ტელეფონიდან, "ეს ის არის?" თავი უცნაურად ვიგრძენი, თუმცა უბრალოდ წყალი დავისხი ჭიქაში.
-იუნონა, ვიღაც მინდა გაგაცნო.
-ვინ..
-ლია, ჩემი შეყვარებული,- მითხრა და ჩემკენ წამოვიდა,ტელეფონში გოგონა დავინახე, ძალიან ლამაზია. ხელი დამიქნია,რაზეც დიდზე გამეღიმა,მეც იმავე გავიმეორე.
-გამარჯობა,იუნონა.
-გამარჯობა,ლია,ჰარიმ მითხრა რომ მისი ცხოვრების სიყვარული ხარ, ძალიან მიხარია თქვენს გამო..
-ოუჰ.. მადლობა,საყვარელო,- დიდზე გაეღიმა.- ჰარი ძალიან კეთილია, წეღან მომიყვა შენზე, რომ გიპოვა..
-კარგით,გეყოთ ჩემზე საუბარი..- ჩაიცინა ჰარიმ.- საყვარელო, საჭმელი უნდა გავაკეთო,ბიჭებიც მოსვლას აპირებენ, საღამოს დაგირეკავ, კარგი?
-კარგი,ჰარი.
-ახლა რამე გემრიელი გავაკეთოთ.- მითხრა მან.
-კარგი..
-მანამდე მუსიკა ჩავრთოთ,- რამოდენიმე წუთით გავიდა და რაღაც მოიტანა.
-ეს რა არის?
-ლეპტოპი..მუსიკას აქ ჩავრთავთ,- თავი დავუქნიე. მხოლოდ დედა მიმღეროდა ხოლმე ბავშვობაში,სხვა არაფერი მომისმენია დღემდე.
-ეს ძალიან კარგია.- ამოილაპარაკა,როგორც კი მელოდიამ ყურებში გაიღჟერა,რითმულად თავი ავამოძრავე, კარგად აღვიქვი ახალი შეგრძნება. ჰარის ჩემს შემხედვარე გაეღიმა და თავის მოძრაობაში ამყვა, პარალელურად პროდუქტები გამოიღო მაცივრიდან.
-ეს რა მუსიკაა?
-World in my eyes.
-მომწონს..- თავს სხეულიც აჰყვა,რადგანაც მუსიკას არა მარტო ყურებით ვუსმენდი,არამედ მთელი სხეულით,მან დამიმორჩილა და უცნაური მოძრაობების გაკეთება დავიწყე.
-მიდი,იუნონა,იცეკვე,მუსიკა შეიგრძენი,- ამოილაპარაკა და ისიც ამყვა. ნელი მოძრაობით თავსა და სხეულს ერთმანეთის საპირისპიროდ ვარხევდი,ეს გრძნობა მომწონდა.
უეცრად ხელზე მისი შეხება ვიგრძენი,ნაზად ჩამკიდა და დამატრიალა.

If I Could FlyOnde histórias criam vida. Descubra agora