→5←

83 7 6
                                    

→ იუნონას თვალთახედვით ←
ჰარიმ მითხრა, რომ ახალი წელი ახლოვდებოდა და ამისათვის მზადება უნდა დაგვეწყო. რამოდენიმე დღის წინ ნაძვის ხე დავდგით, ძალიან ვიხალისეთ სამივემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ოჯახი აპირებს ჩამოსვლას, რადგანაც ის ამდენ საქმეს ვერ გაართმევს თავს. ახლა მე და ლია ველოდებით ჰარის მშობლებს და დას.
-ძალიან საყვარელი ოჯახი ჰყავს, მოგეწონება ისინი,- მითხრა ლიამ მომღიმარმა და სარკიდან გამომხედა.- დარწმუნებული ხარ რომ მაკიაჟი არ გინდა?
-არა..მადლობა.- მიუხედავად იმისა, რომ ლია არასდროს იკეთებს მუქ და ზედმეტად გამოკვეთილ მაკიაჟს,მე მაინც არ მაქვს სურვილი ამის.
-თუმცა შენს წამწამებს არ სჭირდება აპრეხვა..ტუჩებიც ლამაზი შეფერილობის გაქვს, თვალების ისეთი ფორმა გაქვს,ლაინერის გარეშეც კარგია..- მის ნათქვამზე ვიგრძენი, როგორ ამიხურდა ლოყები.
-მადლობა,ლია. შენც ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა,საყვარელო.მე უბრალოდ მიყვარს ეს პროცესი, ამიტომაც ვიკეთებ ხოლმე..- წითელი ტუჩსაცხი წაისვა და  გამომხედა.
-შესანიშნავია.- გავუღიმე.
-შენს ბიჭებთან რა ხდება აბა.
-ჩემს ბიჭებთან?
-ჰო..იდუმალი ზეინი და ლუი.
-ისინი ჩემები არ არიან..ზეინთან ხშირი კონტაქტი მაქვს,როცა ვნახულობ ლუიც მასთან არის, ასე რომ..რა ვიცი.
-არც ერთი მოგწონს?
-ორივე სიმპათიურია, თუმცა არა.
-ჩვენც დავბრუნდით.- გაისმა ჰარის ხმა. როდესაც მისაღებ ოთახში გავედით,ლია ყველა მათგანს გადაეხვია.
-როგორ მოგვენატრე,- ქალის ასაკითა და აღნაგობით თუ ვიმსჯელებ,ის ჰარის დედა უნდა იყოს,მის გვერდით მდგომი კი მეუღლე და ქალიშვილი.
-მეც,ძალიან..მიხარია თქვენი ნახვა.- თქვა ლიამ და  ჰარის მოხვია წელზე ხელი.
-დედა, მინდა იუნონა გაგაცნოთ.
-იუნონა?- ახალგაზრდა გოგონამ ჯერ მას, შემდეგ მე გამომხედა.
-ჰო,ის ჩემი მეგობარია.
-რატომ აქამდე არ ვიცნობდით?
-ახალი მეგობარია.- უთხრა ჰარიმ და ჩემი თავი წარუდგინა ყველას. ახლა ნამდვილად ვგრძნობ თავს მორცხვად,ყველა გაურკვეველი მზერით მიყურებს.
-ძალიან სასიამოვნოა,ჰარის ახალი მეგობრის გაცნობა.- მითხრა მისმა დამ ამ უცნაურად უხერხული მომენტის გადასაფარად.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა მისი ოჯახის გაცნობა.- ყველას გავუღიმე.
-აქცენტზე გეტყობა,ბრიტანელი ხარ..- მითხრა ენიმ.
-ჰო,დედა,ბრიტანელია.. მაგრამ დრო გვეწურება,მზადება დავიწყოთ.- ჰარიზე ჩავიცინე.
დილიდან მზადება დაიწყო,ენი და ჯემა რაღაცებს ამზადებდნენ,ლია ეხმარებოდა,ჰარი კი მასთან საუბრობდა.
-იუნონა,და ან ძმა არ გყავს?- მკითხა ენიმ. მინდოდა მეთქვა, რომ მყავდა, თუმცა გამახსენდა ჰარიმ ადრე რაც მითხრა, რომ სხვებთან არ დამეწყო საუბარი ანგელოზებზე,რადგანაც ეს მათთვის ძალიან უცნაური იქნებოდა.
-არა,არ მყავს..
-ჩემსავით დედისერთაა..- ლიამ ჩაიცინა და ხელი მომხვია მხარზე.
-რაღაც პროდუქტები მაკლდება,ჰარის დაუძახეთ,წავიდეს და იყიდოს.- ამოიოხრა ენიმ. ვინაიდან თავისუფალი ვიყავი,მე გავედი მასთან.
-ჰარი..
-გისმენ,იუნონა.
-ენიმ თქვა, რომ რაღაც პროდუქტები დააკლდა.
-კარგი,ახლავე მოვალ.- თავი დავუქნიე და გამოვედი.
როცა სამზარეულოში შემოვიდა,დედამისს უკვე ჩამოწერილი ჰქონდა რაღაცები, ჰარიმ ყველას მიაბყრო მზერა,ბოლოს მე გამომხედა.
-გამომყვები?
-ჰო.
-კარგი,წამოდი.- გასვლისას ქურთუკი მომაცვა, შემდეგ კი გავედით.
მაღაზიაში მისვლისას დიდი კალათი აიღო,უკან მივყვებოდი. უეცრად ერთ-ერთი ქილა ძირს დაუვარდა,რაზეც ხმამაღლა ამოიხვნეშა.
-ოხ..- მასზე ჩამეცინა, ძალიან საყვარლად წუწუნებს ხოლმე.
-ალხავე ავხვეტ..- უთხრა ერთმა გოგონამ და სადღაც გაიქცა, ვიდრე მოვიდოდა ჰარიმ დაიწყო აკრეფა, მასთან დავიხარე, რომ დავხმარებოდი.
-გაიწიე..გაიჭრი.
-დაგეხმარები..
-არა,გაიწიე მეთქი.- ვიდრე ხელს მოვკიდებდი ნამსხვრევს ჩემი გაწევა სცადა,რის გამოც თავად შეესო ხელში შუშა.
-ჰარი..- სისხლის დანახვაზე თვალები გამიფართოვდა. როგორ მოახერხა ვერ მივხვდი, თუმცა ჩემი გაწევისას ხელი იატაკს დააყრდნო, როგორც ჩანს შემთხვევით შუშებში ჩაყო.
-არაფერია..იუნონა, უბრალოდ გაიწიე..- ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და გაჭრილზე დაიდო,მანამდე ის გოგონა დაბრუნდა და აქაურობა გაწმინდა.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ,ჩემს გამო გაიჭრა ხელი. ნუთუ გაბრაზდა?
-ჰარი,მაპატიე,არ მინდოდა ჩემს გამო გტკენოდა..
-არაფერია,მალე გამივლის.
-ბევრი სისხლი იყო..
-აღარ მდის, სახლში შევიხვევ და გამივლის.- აღარაფერი მითქვამს,უკან გავყევი თავდახრილი. საკუთარ თავს სიჯიუტეს ვერ ვპატიობ,დახმარება მინდოდა, თუმცა სხვაგვარად წავიდა საქმე.
შინ დაბრუნრბისას ჰარი სააბაზანოში გავიდა,ცოტა უხასიათოდ მეჩვენება გადაღკილობი გამო.

Vous avez atteint le dernier des chapitres publiés.

⏰ Dernière mise à jour : Aug 13, 2021 ⏰

Ajoutez cette histoire à votre Bibliothèque pour être informé des nouveaux chapitres !

If I Could FlyOù les histoires vivent. Découvrez maintenant