→4←

67 6 6
                                        

-იუნონა, სახლში დაბრუნდი.- გონებაში უცნაური ხმა ჩამესმა, რამაც გამომაფხიზლა.თვალები გავახილე და
ირგვლივ მიმოვიხედე,მარტო ვიყავი. სწრაფად მოვიცვი სხეულზე ხალათი და ოთახიდან გავედი.სამზარეულოში შევიხედე,მეგონა ჰარი აქ იქნებოდა,თუმცა შევცდი. მაცივრიდან დიდი,მწვანე ვაშლი გამოვიღე,გავრეცხე და ჩავკბიჩე. იმაზე დავფიქრდი თუ რა ხმა ჩამესმა წეღან. ქალის იყო თუ მამაკაცის. ვერც შიშს ვგრძნობდი მისგან,ვერც აღტაცებას, უბრალოდ დიდი ქაოსი მოიცვა. ალბათ სიზმარში მომესმა.არც ის მახსოვს რა ვნახე სიზმარში. ვაშლის ჭამა რომ დავასრულე ჰარის ოთახისკენ წავედი. მითხრა,როცა არ ვიქნები, შეგიძლია ჩემი კომპიუტერი გამოიყენოო. შიგნით შესვლისას შევნიშნე, ოთახი ძალიან არეული ჰქონდა,ირგვლივ ფუნჯები,ცარიელი საღებავების პატარა კოლოფები ეყარა,მის საწოლს მივუახლოვდი, ეძინა. წასული მეგონა, თუმცა შევცდი..ფანჯრიდან შემოსული მკრთალი შუქი ზედ ეცემოდა,საბანი ზედა სხეული ნაწილზე გადახდილი ჰქონდა,ხელი კი თავქვეშ ამოდებული.

ფანჯრიდან შემოსული მკრთალი შუქი ზედ ეცემოდა,საბანი ზედა სხეული ნაწილზე გადახდილი ჰქონდა,ხელი კი თავქვეშ ამოდებული

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

ლოყაზე მივადე ხელი და ნაზად მოვეფერე ზედ.ახლოს მივიწიე და შუბლზე ვაკოცე. ის უცნობი ხმა,რომელიც წეღან ვერ ამოვიცანი, ჰარისას მივამსგავსე, რატომ არ ვიცი, წესით მისი ხმა ადვილად უნდა ამოვიცნო, მაგრამ ქვეცნობიერიდან გამოყოლილი შეგრძნება ბუნდოვნად მახსოვს.
თუ მართლა მისი ხმა იყო, სახლში დაბრუნებას რატომ მთხოვდა,ის იყო თუ არა მართლა, არ ვიცი,ზედმეტად გაურკვევლობაა. უეცრად საიდანღაც ტელეფონის ხმა გაისმა,როცა იმ მიმართულებით წავედი,კამოდზე ჰარის თქმით,სახლის ტელეფონი იდგა. ავიღე და ყურთან მივიდე.
-გისმენთ.
-იუნონა,ზუსტადაც შენი ხმის გაგონება მინდოდა.- ზეინის ხმა მომესმა,რაზეც დიდზე გამეღიმა.
-ზეინ,როგორ ხარ..
-რა სწრაფად მიცანი. კარგად ვარ,თავად?
-მე ცოტა უცნაურად..
-რატომ?
-არ ვიცი, უცნაური სიზმარი ვნახე, თუმცა არ მახსოვს.
-ეგ არაფერი,ხდება ხოლმე.
-გეთანხმები. რას შვრები?
-ჯერჯერობით არაფერს, ვიფიქრე გნახავდი,რა თქმა უნდა,ეს თუ გინდა.
-სიამოვნებით, თუმცა ჯერ ჰარის სძინავს, რომ გამოვიპარო ინერვიულებს.
-ხო,ეგ არ გვაწყობს,მესამედ შენს გაუჩინარებას ვერ გაუძლებს.- სიცილით ამოილაპარაკა,რაზეც მეც გამეცინა.
-სამისკენ იმ პარკში შევხვდეთ,სადაც იმ დღეს. ვფიქრობ, ჰარი გაიღვიძებს მაგ დროისთვის.
-კარგი..შეხვედრამდე.
-კარგი,საყვარელო.- თქვა და გათიშა.
ოთახში შევედი,სუფთა პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში გავედი. ტანზე გავიხადე ხალათი და თბილი წლის ქვეშ დავდექი.
სამოთხეში სხვაგვარად ხდებოდა ეს პროცესი. იქ არანაირი შხაპი არ იყო. წმინდა მდინარეში შეეძლო ყველა ანგელოზს დაბანა, თუმცა რიგრიგობით,როცა ქალი იყო წყალში,სხვას ჩასვლა არ შეეძლო, მითუმეტეს მამაკაცს. ანგელოზებში ეს შეურაცხყოფად მიიჩნევა.
ქოქოსის სურნელოვანი გელით სხეული კარგად დავიბანე, შემდეგ კი თმა.
როდესაც დავასრულე პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში გავედი, ნელ-ნელა გამზადება დავიწყე. უეცრად მეორე ოთახიდან რაღაც ხმა მომესმა, წამოვდექი და გავედი.
-შენ აქ რას აკეთებ..- დაიძახა ჰარიმ გაოგნებულმა და კარის მეორე მხარეს მდგარ გოგონას მთელი ძალით მოეხვია.
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა..- მისი ხმა ძალიან მეცნო..ცოტა ახლოს რომ მივედი ლია დავინახე.
-გამარჯობა..- როცა შემამჩნია ჰარის კისრიდან ამოილაპარაკა.
-გამარჯობა..
-იუნონა,ეს ლიაა, ხომ გახსოვს.
-ჰო..მახსოვს.
-მიხარია შენი ნახვა,- თქვა მან და გადამეხვია.- ოიჰ, ძალიან ლამაზი თმა გაქვს..ბუნებრივი.- ამოილაპარაკა და ნაზად შემეხო ზედ.
-მადლობა,შენც ლამაზი თმა გაქვს.
-მადლობა, საყვარელო.
-რაღა დროს საუზმეა, თუმცა რამეს გავამზადებ,საყვარელო, ალბათ გეშიება.- უთხრა ჰარიმ ლიას და ტუჩებზე აკოცა. თავი უხერხულად ვიგრძენი, სამზარეულოში გავიდნენ თუ არა ოთახში დავბრუნდი,მე არც შევუმჩნევივარ არც ერთს. ფეხსაცმელი ჩავიცვი, ქურთუკი ავიღე და ისევ გავედი.
-იუნონა,სად წახვედი, მოდი.- დამიძახა ლიამ.
-ზეინს უნდა შევხვდე სამზე..არ მინდა დავაგვიანო.
-ზეინს?- მკითხა ჰარიმ, მხოლოდ თავი დავუქნიე.
-ზეინი ვინ არის?
-ჩემი მეგობარი..
-იუნონა, ყველას მეგობარს ნუ ეძახი.
-ყველას არ ვეძახი, მხოლოდ იმათ,ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ.
-რა გინდა, ჰარი, გაისეირნოს.
-მე არც ვუშლი, უბრალოდ ხიფათში მარტივად ეხვევა.
-ასე არაა..
-კარგი,წადი,ნახე მეგობარი.- მისთვის არაფერი მითქვამს. ქურთუკი მოვიცვი და გავედი.
ლია ძალიან ლამაზი გოგოა,საყვარელიც ჩანს,ჰარის გახარებული და ბედნიერი სახის შემყურე, მეც გავბედნიერდი, თუმცა ასე უცნაურად რატომ მელაპარაკებოდა ვერ მივხვდი. პარკში მისულს ზეინი დამხვდა. თბილად გადამეხვია.
-წინააღმდეგი თუ არ იქნები, კაფეში დაგპატიჟებ.
-სიამოვნებით.- გავუღიმე და გავყევი.
-დღეს ცოტა მოწყენილი მეჩვენები.- მოთხრა მან, როდესაც მის მანქანაში ჩავსხედით.
-სანამ წამოვიდოდი ჰარი ცოტა ცივად მესაუბრებოდა..არ ვიცი, ალბათ მე მომეჩვენა ასე.
-რატომ?
-მისი შეყვარებული ჩამოვიდა,დიდი ხანი არ უნახავს, ძალიან გახარებული კი იყო, მაგრამ, როცა ვუთხარი გავდივარ მეთქი,ცოტა რაღაცნაირად მიპასუხა.
-ზედმეტი ემოციებისგან იმ გოგოსკენ იყო გადართული.
-ჰო, მაგრამ მაინც არ მომეწონა ეს..
-შენ ის მოგწონს?
-რა?არა..მას ხომ შეყვარებული ჰყავს.
-მერე რა. ადამიანის მოწონებას ეგ არ წყვეტს.
-ის ძალიან კარგია,ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი..
-არ ვიცნობ, მაგრამ შენი მჯერა. მასზე ბევრს ნუ იფიქრებ,თუ მართლა მასეთი კარგია, აღარ გაგრძნობინებს თავს ზედმეტად, ამჟამად ეპატიება,დიდი ხნის უნახავი შეყვარებული თუ ნახა.- ზეინს მხოლოდ თავი დავუქნიე. კაფემდე მალევე მივედით, მითხრა,რაც გინდა შეუკვეთეო, თუმცა შემრცხვა,არ მინდა ჩემ გამო ზედმეტად დაიხარჯოს.
-ყავა იყოს.
-ვსო?
-ჰო.
-ნამცხვარი?
-არ მინდა..- მხოლოდ თავი დამიქნია,მანაც ყავა შეუკვეთა.
-შენზე მომიყევი რამე,გყავს შეყვარებული?- ვკითხე მას,რაზეც ჩაიცინა.
-არა..ამ ეტაპზე არავინ მყავს, წესიერი ვერავინ ვნახე, მეკიდევ არ მომწონს გართობის მიზნით,დროებითი ურთიერთობები.
-დროებითი ურთიერთობა რას ნიშნავს?
-ამ..ერთ კვირიანი ან რამე მსგავსი, უბრალოდ რომ ერთობიან.- ლოყები აუწითლდა და თავი დახარა, ბოლომდე ვერ მივხვდი, თუმცა აღარ ჩავუღრმავდი.ყავა მოიტანეს,მეც ოდნავ მოვსვი,არ მინდოდა პირი დამწვოდა. უეცრად ზეინის ტელეფონმა დარეკა,როცა დახედა თვალები გაუფართოვდა.
-გისმენ,ლუი,- ჩაახველა და თითები მაგიდაზე დააბაკუნა.-იცი, მეგობარს შევხვდი, მეგონა დღეს არ გამოხვიდოდი,ხოდა..წამოვალ ცოტახანში..- ზეინმა თავი დააქნია,ისე თითქოს ის ვიღაც ხედავდა მას, შემდეგ კი გამომხედა.
-ჩემი მეგობარი იყო, დღეს ჩამოვიდა ლონდონში,უნდა მენახა, მაგრამ მეგონა არ წამოვიდოდა დაღლილზე.
-თუ გინდა წადი.
-იქნებ შენც წამოხვიდე,ცოტაცანს.
-მე..?
-ჰო, რა თქმა უნდა, თუ გინდა.
-მერიდება..
-კარგი რა, ჩემთან მოსარიდებელი არაფერია.
-სახლში წამიყვან ისევ, ხომ?
-რა თქმა უნდა.
-კარგი..- გამიღიმა და სწრაფად გადაიხადა ყავების ფული.
-სახლში რომ მივალთ მე გაგიკეთებ.- ჩაიცინა და ქურთუკი მომაცვა.
მთელი გზა გარეთ ვიყურებოდი,ახალ ქუჩებს ვათვალიერებდი.
-მუსიკები მინდა..
-ოუ..ახლავე.- თქვა და ჩართო, უეცრად ნაცნობმა მელოდიამ გაიჟღერა რაზეც სხეულში უცნაური გრძნობა დამეუფლა.
-ვაიჰ..ეს რა არის..- როცა ხელებზე უცნაური ბუსუსები შევნიშნე ამოვიოხრე.
-გაგაჟრჟოლა,სიცივემ იცის.
-არ მცივა..ამ სიმღერაზე მომივიდა ასე.
-ესეიგი რაღაც გაგახსენდა და გესიამოვნა.
-ოუ..ეს სიმღერა ჰარიმ მომასმენინა, გუშინ ვიცეკვეთ ძილის წინ.
-სხვათაშორის ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა უნდა ვნახოთ,ისიც მუსიკოსია.
-მართლა?
-ჰო,ტურნედან დაბრუნდა.
-როგორი მუსიკები აქვს?
-რა ვიცი, კარგი,სახლში რომ წაგიყვან,საღამოს მოუსმინე.
-აუცილებლად.- მასთან რომ წავედით, ეზოსთან კიდევ ერთი მანქანა ეყენა, შესასვლელთან კი ვიღაც სიმპათიური მამაკაცი იდგა,ოდნავ რომ მივუახლოვდით ცისფერი თვალები გაუბრწყინდა.
-ზეინ..- სიცილით დაიძახა და მეგობარს გადაეხვია,მათ შემხედვარეს გამეღიმა.
-გამარჯობა..- როცა შემამჩნია დაბნეული თვალებით გამომხედა.
-გამარჯობა..
-მე ლუი ვარ.- ხელი გამომიშვირა,ჩავკიდე,რაზეც ოდნავ გაეღიმა.
-მე იუნონა.
-სასიამოვნოა.- ნაზად ჩამომართვა ხელი.
-შევიდეთ სახლში.- დაიძახა ზეინმა და შეგვიპატიჟა ორივე.
-არ მეგონა ასეთი კარგი მეგობარი თუ გაიჩინე,ზეინ.
-არ იეჭვიანო.- ოხვრით უთხრა ზეინმა,რაზეც გამეცინა.

If I Could FlyDonde viven las historias. Descúbrelo ahora